შინაარსზე გადასვლა

ამონაკვნესი

გვერდიდან ვიკიწყარო
ამონაკვნესი
ავტორი: იროდიონ ევდოშვილი


ბედო ტიალავ, აბა რათ,
რათ შემომიჩნდი ჭირათა?
არ გამალაღე არ იქნა,
ცრემლი მარგუნე წილათა.

რა ხანი გემუდარები,
არც თუ ჩამაგდე ჩირათა,
ჭაბუკი წელში მომღუნე,
გადამაქციე მწირათა.

მითხარ: რა მოგცე - მომშორდე,
თავს რათ მადგეხარ გზირათა?!
ჰაუ, ტიალავ, სოფელო,
ერთხელ მამღერე ტკბილათა!

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]