როდესაც ბადრად მნათობი მთვარე
ცის კამარაზედ გადაცურდება
და მისი შუქი, გაბრწყინვებული,
ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება;
თარგი:№ოდეს ბულბულის სტვენა-სიმღერა
ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს,
როს სალამურის სულის კვეთება
მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს;
თარგი:№ოდეს მთის წყარო, შეჩერებული,
კვლავ გზას გააპობს, გადიჩხრიალებს
და ტყე, ნიავით გაღვიძებული
შეიშმუშნება, გაიშრიალებს;
თარგი:№ოდეს მტრისაგან გადახვეწილი
კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს
და როს სნეული, შუქს მოკლებული,
კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს,
თარგი:№მაშინ მეც, ჩაგრულს, სევდისა ნისლი
თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება
და იმედები კეთილდღეობის
უბედურს გულში მიღორძინდება!
თარგი:№და ამ იმედით გატაცებულსა
სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული:
ნუთუ წრფელია იმედი ესე,
ჩემდა იმა დროს მოვლინებული?!