შინაარსზე გადასვლა

დილა

გვერდიდან ვიკიწყარო
დილა
ავტორი: სოსელო
იბერია. 1895. № 280


დილა


ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.

თარგი:№ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:

თარგი:№„აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!“


1895

თარგი:PD-RusEmpire

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=დილა&oldid=73175“-დან