შინაარსზე გადასვლა

დღეს

გვერდიდან ვიკიწყარო
დღეს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ფიქრი და ველი
ქარს უკავია.
დღეს რუსთაველის
ქუჩას გავიარ.

შენ გესმის კვნესა,
და შენ იხრები.
და ვიცი, დღესაც
მე დავიღლები.

უწინ, ოდესღაც,
შენ მაფასებდი.
ახლა? - როდესაც
დღეა ასეთი!

ფიქრი და ველი
ქარს უკავია.
დღეს რუსთაველის
ქუჩას გავიარ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=დღეს&oldid=73227“-დან