შინაარსზე გადასვლა

ელვარებს მზეზე ნატეხი სარკე

გვერდიდან ვიკიწყარო
ელვარებს მზეზე ნატეხი სარკე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ელვარებს მზეზე ნატეხი სარკე,
ქრის ორთქლმავალი, დღეა მზიანი.
პირველად მივალ კახეთისაკენ,
გავცილდი ნავთლუღს, ჩანს ვაზიანი.


ან რა დარია, ან მიწას დახე,
ვაზიანიდან ისევ იორი.
მზიანი დღეა, მე მივალ კახეთს
და სადღაც გაჰქრა გალაკტიონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]