შინაარსზე გადასვლა

თირის მონასტრის წარწერები

გვერდიდან ვიკიწყარო





ლაპიდარული წარწერები







თირის მონასტრის წარწერა № 1

[რედაქტირება]

წარწერა მოთავსებულია სამრეკლოს პირველი სართულის აღმოსავლეთის შესასვლელის არქიტრავის ქვაზე

თავხელისძეთა სიაოშ და რატის და ასათს და ხელს და მაჩაბელს და მშობელთა მათთა შეუნდვენ ღმერთმან

თირის მონასტრის წარწერა № 2

[რედაქტირება]

წარწერა მოთავსებულია ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიშენებული საძვლე ეკვდერის დასავლეთ კედელზე.

ქრისტე, მოლარეთუხუცესისა ხელას ერთგულსა მახატლიშვილსა ბევროზს შეუნდოს ღმერთმან.

თირის მონასტრის წარწერა № 3

[რედაქტირება]

1682 წლის წარწერა მოთავსებულია ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენის დასავლეთ კარის ტიმპანზე.

ქრისტე, შეწევნითა ღვთისათა, მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოზმან ფილიპე, არდაშელმან, ჩემმან ელიზბარ აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლაოზისა სულისა ჩვენისა სახსრად, ოდეს ბედნიერის ხელმწიფისაგან ჩვენს ნათესავთა სასაფლაოდ, სამკვიდროდ, სამამულოდ მოსცემოდა ესე მონასტერი. მამა-პაპანი მარხულ იყვნეს, მათი მოშლა აღარ იქნებოდეს, ეკვდერი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ. ქორონიკონს ტო.

ლიტერატურა

[რედაქტირება]