ვინაიდან ჩვენ ერთად მოვიხსენიებთ იმას, რაც ამ ქვეყნებს ეკვრის აღმოსავლეთიდან და ქუჰესტანიდან და ხაზართა ზღვის აღმოსავლეთ მხარეს, და რაც ამ (გეოგრაფიულ) სარტყელს ეკუთვნის არმენიის, არანის და ყესაყის მთების სიახლოვეს, [აგრეთვე] რაც ამას ეკვრის ერაყის ქვეყნის სამხრეთ საზღვრიდან და ზოგ რამე [ნაწილს] ჯეზირესას, - ამიტომ ჩვენ ისინი ერთ სარტყელში მოვაქციეთ, როგორც ეს გამოხატულია სურათზე. ღმერთი მწყალობელია!
ისთახრი
იერსახე
| "მესალექ ალ-მემალექ" ("გზანი და სამეფონი") ავტორი: ისთახრი |
| ცნობები საქართველოს შესახებ
გამომცემელი: ვლადიმერ ფუთურიძე |
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები
წიგნი:
ისთახრი, ჰოდუდ ალ-ალემი, ჰამდალლაჰ ყაზვინი - თარგმანი შენიშვნებითა და საძიებლითურთ ვ. ფუთურიძისა, თბ., 1937
წინასიტყვაობა
[რედაქტირება]აბუ ისჰაკ იბრაჰიმ ბენ მოჰამედალ-ფარისი ალ-ისთახრის (შემოკლებით ისთახრი) თავისი თხზულება "მესალექ ალ-მემალექ" ("გზანი და სამეფონი") არაბულ ენაზე შექმნა, მაგრამ მალევე ითარგმნა სპარსულად და წინამდებარე თარგმანიც სპარსულიდანაა შესრულებული.
ისთახრი ცხოვრობდა X საუკუნის პირველ ნახევარში და თავისი შრომა შექმნა 930-933 წწ. შორის.
ტექსტი
[რედაქტირება]გზანი და სამეფონი
არმენიის, არანის და აზერბაიჯანის ხსენება