შინაარსზე გადასვლა

მთვარეს

გვერდიდან ვიკიწყარო
მთვარეს
ავტორი: სოსელო
იბერია. 1895. № 123


მთვარეს


იარე დაუღალავად,
თავი ნუ ჩაგიკიდია,
გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,
უფლის განგება დიდია.

თარგი:№ნაზად შესცინე ქვეყანას
შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა;
მყინვარს დამღერე ნანინა,
ზეციდან გადმოკიდულსა.

თარგი:№კარგად იცოდე, რომ ერთხელ
ძირს დაცემული, ჩაგრული
კვლავ აღემართვის მთას წმინდას,
იმედით აღტაცებული.

თარგი:№მაშ, ტურფავ, წინანდებურად
ღრუბლებში გაიკაშკაშე,
ლურჯ კამარაზე საამოდ
სხივები შეათამაშე.

თარგი:№მეც გადავიხსნი საკინძეს
და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,
ხელ-განპყრობილი თაყვანს-გცემ
ქვეყნად შუქ-მომფინარესა!


1895

თარგი:PD-RusEmpire