მოხუცდა ჩვენი ნინიკა,
გაუცვდა მკლავი გმირისა.
რარიგ გატეხა ტიალმა
ჭაღარამ ღონე რკინისა!
თარგი:№ჰაე, დედასა! მრავალჯერ
„აფთარა!“ — ნამგლის ტრიალით
მკერდ-ღია ყანის ბოლოში
წამს გავრდნილი გრიალით,
თარგი:№ხელაურების გორები
გვერდით-გვერდ აუყენია
და ხვითქით მორთულ სახეზე
ალმური გადასდენია…
თარგი:№ახლა კი მუხლებს ვეღარ ძრავს,
სიბერით მოკვეთილებსა,
წევს, ან ოცნებობს, ან წარსულს
უამბობს შვილი-შვილებსა…
თარგი:№ხან-და-ხან ახლო ყანებში
ყურს მოჰკრავს ხოლმე მღერასა
და გული, ჯერეთ მაგარი,
უწყებს სიამით ძგერასა:
თარგი:№წამოიწევა ცახცახით,
ყავარჯენს დაებჯინება
და, რა გაჰხედავს ბიჭებსა,
შვებით-ღა გაეღიმება…