შინაარსზე გადასვლა

სხვაგან სადაა?

გვერდიდან ვიკიწყარო
სხვაგან სადაა?
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


სხვაგან სადაა სიხარული და მწუხარება,
რომელ სინათლით განათდება ზღვათ მქუხარება?!

სხვა რომელ წყალით იბანება ნატყვიარები?!
გმადლობ, ნუგეშო, შენს გზაზე რომ დავიარები.

ჩემს მხურვალე შუბლს დიდი ცეცხლის აჩნდა წვალება,
შეახე ცივი ხელისგული, ვით მოწყალება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]