[მზადება ომისათვის - გვ.15]
[რედაქტირება]ოსმალეთის მიერ ამ ომის წამოწყების საქმეში "თუ რამ სიძნელეები წამოყენებულ იქნენ, ორი მხოლოდ დიდად მოჩანდა: პირველი - სიშორე და უფრო ადგილების სისასტიკე, რომელზედაც უნდა გაეყვანათ ცხენები, აქლემები, არტილერია და ჯარისკაცები, რადგან იცოდნენ, რომ საქართველოს არტყია მკაცრი მთები და დაბურული ტყეები, სადაც მტრები ადვილად იჭერდნენ და მახეს უგებდნენ გამვლელებს. მეორე - ფული".
[დედისიმედის სამფლობელო - გვ.34-35]
[რედაქტირება]"იგი (ქვრივი) განაგებს მრავალ დაბას.... მისი მიწა-წყალი, რომელიც დასავლეთით ყარსის საზღვრებზე მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთით ძმათა სიმონის და დავითის მამულს აკრავს, არაქსის მიერ მორწყულია. ამა მფლობელობის ბინაა ალთუნ ყალა, თურქულად ასე წოდებული, რაც ჩვენებურად ოქროს დაბას ნიშნავს... იგი თბილისისა და ყარსის მხრით პერიარდოს სიმკაცრით და დაბურულ ტყეების საშინელებით გარემოცულია. სასახლე საცბიეროდ და ყოველის მხრივ მარჯვე ლაშქრებისათვის სავნოდ არის აგებული. თვით ალთუნ ყალა მდებარეობს მოხერხებულად მდინარის მიერ დაცულ ადგილზე".
[მანუჩარის მისვლა ოსმალებთან - გვ.36]
[რედაქტირება]ჩილდირის ომის შემდეგ ლალა ფაშამ ტყვე სპარსელებისათვის თავის მოკვეთა ბრძანა. "ამ დღეს, როდესაც თურქების წინამძღოლი ასეთ ბარბაროსულ და მტარვალს საქმეს ადგა, რამდენიმე კაცი მოვიდა ქართველი დედისიმედად წოდებული ქვრივის უმცროსი შვილის, მანუჩარის სახელით, რომელნიც კარავში მიიწვიეს. მოსულებმა მოახსენეს, რომ მუსტაფას წყალობით მათი ბატონი მანუჩარი სალამის მისაცემად მოდიოდა, რათა მისთვის მორჩილება და ერთგულობა განეცხადებინა".
ამ ამბავმა გააორკეცა მუსტაფას სიხარული. მან ბრძანა, რომ ყოველი ფაშა და ჯარის ნაწილების სხვა მეთაურები სრული წესრიგით, დიდი ზეიმის მოწყობით, საყვირების დაკვრით, არტილერიის სროლითა და "ყველა უდიდესი სასიხარულო მიღების ნიშნებით მიგებებოდნენ ნათქვამ მანუჩარს და მას წინ გაძღოლოდნენ", მანამდე სანამ მანუჩარი მოვიდოდა ლალა ფაშას კარავში. როცა მანუჩარი გამოცხადდა მუსტაფასთან, ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, "მეორეჯერ შეასრულებინა არტილერიისა და თოფების სროლა და განამეორებინა საყვირებისა და დაფდაფების ხმაურობა".
[სამცხის აღწერა - გვ.40]
[რედაქტირება]"ამ ქვეყანაში ცხოვრობენ სხვადასხვა კონტები, დუკები და სინიორები, როგორც ბარში და დამუშავებულ მხარეში, ისე მთიანსა და დაუმუშავებელში. უმეტესი ნაწილი მცხოვრებლებისა ქრისტიანები არიან, ბერძნული წესის ღვთისმსახურებასა და სქიზმასტიკოსობას მისდევენ. ტანით მაგარნი და ღონიერნი არიან და აზრებით ჯიუტნი. ამ ქვეყნის უმთავრესი მთავარნი (სხვა მთავართ გარდა, რომლებიც სარგებლობენ სათავადო და სხვა მამულებით) არიან: ქვრივი თავის შვილებით მანუჩარითა და ალექსანდრეთი".
"ქვრივს აწ ჰყავს უმცროსი შვილი, სახელად მანუარი, ის, რომელზედაც ითქვა, რომ მოვიდა მუსტაფასთან მორჩილების გამოსაცხადებლად; და სხვა უფროსი, წოდებული ალექსანდრედ, რომელზეც საკმაოდ ვიტყვით, როცა იქნება აღწერილი მისი სისაწყლე".
[ოსმალები ქართლში - გვ.52]
[რედაქტირება]ჩილდირიდან მუსტაფა ფაშას ბანაკი აიყარა და მალე თბილისს მიუახლოვდა. "მეორე დღეს თურქები ერთ მაღალ და მიუვალ მთაზე ავიდნენ, რომელიც თბილისზეა აღმართული. შემდეგ დღეს ამ მთის მწვერვალიდან ჩამოვიდნენ და ქართველების ერთი დაბა დაიკავეს, თურქულად გურჯი-კალად წოდებული. ამ დაბიდან გასულებმა ერთ მინდორზე ცოტა ხნით შეისვენეს.მეორე დღეს, დილით ადრიან იმ მდინარის ახლოს მივიდნენ, რომელიც თბილისს ჩამოუდის. მაგრამ იმ ადგილიდან წასვლის შემდეგ, სადაც ველზე ჯარის დათვალიერება მოხდა, თბილისის მდინარემდე სხვადასხვა თავდასხმებს ჰქონდა ადგილი თურქების ჯარის იმ ნაწილებზე, რომლებიც თავის ლაშქარს ჩამოშორდნენ ჯარისა თუ პირუტყვისათვის სურსათ-სანოვაგის შოვნის მიზნით. რამდენიმე ქართველი მთავარი, როგორც იუსუფი, დაუთი და (როგორც ზოგნი ამბობენ) ქვრივის უფროსი შვილი ალექსანდრე, თავიანთი სოფლების მხედრებთან ერთად შეერთებულნი, თურქების ჯარს მუდამ ფარულად უკან მისდევდნენ და როგორც იმ ქვეყნის კარგი მცოდნენი, გზებზე უცდიდნენ, სადაც მესურსათეებს უნდა გაევლოთ. მათ მოულოდნელად ეკვეთებოდნენ და ერთსა და იმავე დროს ნაძარცვ საქონელს ართმევდნენ და უსპობდნენ მათ სიცოცხლეს. ყოველივე ეს იმდენჯერ მეორდებოდა, რადენჯერაც შიმშილით შეწუხებული თურქების ქვეითნი და ცხენოსანნი, თავიანთი ლაშქრიდან მალულად წასვლის გამო, გენერალს ვერ სთხოვდნენ დამცველი რაზმების გაყოლებას".
[ალექსანდრე მეფე და სპარსელები - გვ.53]
[რედაქტირება]ალექსანდრე „ოდესღაც სპარსეთის გვირგვინის ძალიან თავდადებული მსახური იყო, მაგრამ იმ დროიდან, როდესაც თამაზი არასწორი გზებით შეეცადა მისი სამფლობელოების ჩამორთმევას და მის ადგილას მისი ძმის იესეს დაყენებას, რომელიც შეუერთდა რა სპარსელებს, თამაზსა და სატანას, გაძლიერებული უსინდისობით ცდილობდა ამის მიღწევას. [ალექსანდრემ] სპარსეთის იმედზე ყოფნას თავი მიანება, გახდა ორპირი და ნეიტრალური, გამარჯვებული იარაღისადმი დათმობა და ძლიერი სულის წინაშე მოდრეკა დაიწყო“.
[სიმონ მეფე და დაუთხანი - გვ.54-57]
[რედაქტირება]მინადოი, როდესაც ლაპარაკობს ყარსისა და თბილისის დამაკავშირებელი გზის შესახებ, აღნიშნავს: „აქედან თუ გავყვებით აღმოსავლეთის მიმართულებით, მოვხვდებით უფრო სომხეთში, ვიდრე ივერიაში, განსვენებული ლუარსაბის მიწებზე, ახლა რომ ეკუთვნით ორ ძმას _ დავითსა და სვიმონს, ფიზიკურად და სულიერად ღირსეულ მემკვიდრეებს მამის სახელის და სამფლობელოებისა, თუმცა შემდეგ მათ უხეში ლაქა მიიცხეს სარწმუნოების გამოცვლით და შეიბღალეს ქების ღირსი სახელი. განსაკუთრებით ეს ეხება სვიმონს, რომელმაც სამხედრო საქმის ცოდნით, პოეზიაში გაცნობილმა და თავისი ფილოსოფიური განათლებით თამაზის შვილის [ისმაილის] წყალობა და მასთან სიახლოვე დაიმსახურა ირანში ტყვედ ყოფნის დროს, რომლის შესახებაც ვილაპარაკებთ. მაგრამ როგორი გმირი უნდა იყოს ადამიანი, რომ შესძლოს შეინარჩუნოს ბრწყინვალება და არ ჩაქრეს იმ ცოდვებით დაცემის შემდეგ, ორივემ რომ ჩაიდინეს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ თითოეული მათგანი დარჩა ქონებას, სამფლობელოს და პატივს მოკლებული. მათ დაკარგეს ქრისტეს უწმინდეს სახელთან ურთიერთობის უფლება.
ლუარსაბმა, ანდერძით, სამეფოში თავის მემკვიდრედ სვიმონი დანიშნა მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ის წლოვანებით უფროსი იყო, არამედ იმის გამოც, რომ უფრო ღირსეული იყო თავის ამ ძმა დავითზე. ეს უკანასკნელი ვერ ურიგდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, სწყუროდა დიდება და ბატონობა, არ მიაჩნდა სვიმონი მემკვიდრედ და ცდილობდა იგი ქვეყნიდან განედევნა, იარაღით მიეღწია იმისთვის, რაც მამის სურვილმა არ არგუნა... როცა სვიმონი დარწმუნდა ძმის ბოროტ განზრახვაში, რაკი ვერ ხედავდა წინააღმდეგობის დაძლევის სხვა საშუალებას, [შაჰ] თამაზს მოუთხრო საქმის ვითარება და შეწევნა და დაცვა სთხოვა. თამაზმა უყურადღებოდ არ დასტოვა [ის თხოვნა] და გადაწყვიტა სვიმონისათვის ესიამოვნებინა. მან 4 ათასი ცხენოსანი გაგზავნა და მათს მეთაურს უბრძანა, დავითი ცოცხალი შეეპყრო და ირანში მოეყვანა. თუ ის სარწმუნეობის შეცვლაზე არ დათანხმდა, მაშინ მას სცნობენ თავისი სამფლობელოების უფლებებში, როგორც აღიარებულ ქვეშევრდომს და არა როგორც თავისუფალ მოხარკეს. თუ იგი ამაზე დათანხმდა, მაშინ სვიმონი გადააყენეთ, სარწმუნოების გამოცვლას ნუ დააძალებთ და მის ადგილას დავით დასვითო. ხოლო თუ კი სვიმონიც მზადყოფნას გამოსთქვამს თავის ძმასავით, მაშინ ის თავის უფლებაში დატოვეთ, დავითი კი ყაზვინს წამოიყვანეთო. მეთაური საქართველოში წავიდა, დავითი სწრაფად შეიპყრო, იარაღიც კი არ გამოუყენებია, მოთხოვნა წაუყენა თამაზის სახელით. ის მაშინვე დათანხმდა: სარწმუნოება გამოიცვალა, წმინდა ნათლობა წინდაცვეთით შეცვალა, თავისი თავი ცრუ წინასწარმეტყველ მუჰამედს უსინდისოდ მიართვა ნებაყოფლობით საჩუქრად და უარყო (სათქმელადაც კი შემაძრწუნებელია) ქვეყნის მხსნელი. შემდეგ სპარსელი მეთაური სვიმონთან მივიდა, უთხრა, რომ მის დასახმარებლად მოვიდა და დაპატიმრებული ჰყავს მისი მტერი, მაგრამ სვიმონს ქვეყნის მფარველი თამაზის იმედი ნუ ექნება, თუ სარწმუნეობას არ გამოიცვლის. ასე რომ იგი უნდა გახდეს იმავე წინასწარმეტყველისა და კანონის მსახური, რომელსაც ემსახურება და ემორჩილება შაჰ თამაზი. თუ იგი ასე არ მოიქცევა, მაშინ მის ადგილს მისი ძმა დაიკავებს, რომელმაც მაშინვე მიიღო ეს წინადადება. სვიმონი მწარედ ატირდა ძმის დაცემაზე და ძველებური დიდი სიმტკიცით ქრისტეს უწმინდესი სახელისადმი ერთგული დარჩა. მან დათმო ამქვეყნიური სამეფო, რომ არ დაეკარგა ციური სამეფო და გახდა შაჰის პატიმარი... საბრალო სვიმონი წაიყვანეს თამაზთან, რომელიც დიდხანს უჩიჩინებდა მას, მიეღო სპარსული წესები. მან არ უარყო მშობლიური სარწმუნოება და გაგზავნეს კაჰკაჰეს ციხეში, სადაც გადასახლებაში ცხოვრობდა თამაზის შვილი ისმაილი, რომელიც, როგორც ითქვა, [შემდეგში] შაჰი გახდა. [სვიმონმა] ირჩია დროებით ციხეში ცხოვრება, ვიდრე გამოეცვალა თავისი ოდინდელი ქრისტეს სარწმუნოება (თუმცა ცხოვრობდა მასში როგორც სქიზმატიკოსი) და თავისთვის მოემზადებინა მარადიული ბორკილები, უსასრულოდ და შავბნელად ჩაკეტილიყო ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. სვიმონის ეს თავგადასავალი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს იმისათვის, თუ რა სახიფათოა დასახმარებლად ან დასაცავად მოსული უცხოელის ჩარევა საკუთარ საქმეში“.
[მანუჩარის გამაჰმადიანება - გვ.97]
[რედაქტირება]"ინება სულთანმა, რომ ამაზე მანუჩარი დათანხმებულიყო... მანუჩარი ამაზე დათანხმდა, მზად იყო კიდევ დაეკმაყოფილებინა მისი სხვა სურვილებიც. მანუჩარი წინდაცვეთილ იქნა და დაერქვა მუსტაფა, რომელსაც ფაშის წოდება ებოძა, ალთუნ-ყალისა, დედისიმედისა და ძმის მამულების გუბერნატორობაც მიენიჭა. სასახლეში ეს ამბავი იდღესასწაულეს და ასე თურქად გამხდარს თავის ძმა ალექსანდრე ჩააბარეს და სამშობლოში დააბრუნეს".
[სიმონ მეფის გამაჰმადიანება - გვ.128-130]
[რედაქტირება]„კაჰკაჰაში ტუსაღად ყოფნის დროს სვიმონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თამაზის შვილ ისმაილთან, რომელიც მისმა ხსენებულმა მამამ იქ გადაასახლა და მათი [სვიმონისა და ისმაილის] მეგობრობა ნელ-ნელა მტკიცე სავალდებულო სიყვარულში განმტკიცდა. ასე რომ რამდენადაც ისმაილს უყვარდა სვიმონის ცხოვრების წესები, იმდენად სვიმონი ისმაილის სულის სიდიადის აღტაცებული პატივისმცემელი ხდებოდა და ამ არაჩვეულებრივმა ურთიერთ სიყვარულმა [სვიმონი] ბოლოს მიიყვანა იქამდე, რომ სვიმონი (არ ვიცი რომელიღაც სოფიზმით მოტყუებული თუ რაღაც ალერსით მოხიბლული) თავის სარწმუნოებაში ვერ გამაგრდა და თავისი მეგობრის ბარბაროსულ ცრურწმენაში გადავიდა. რომელმა მიზეზებმა წარმოშვეს სვიმონის სულში ეს მოსაბრუნი, რელიგიურად ძალიან განათლებულის და ძალიან მტკიცესი, რომელსაც უკვე შეწირული ჰქონდა ქონება და თავისუფლება, რათა შეენარჩუნებინა ბერძნული რჯული, ეს ძნელი ასახსნელია. მაგრამ სამმა მძლავრმა ბიძგმა განსაზღვრა ეს გარდატეხა: გამუდმებულმა პატიმრობამ, რომლიდანაც თავის დაღწევა ალბათ არ შეიძლებოდა თუ ქრისტიანად დარჩებოდა; მეგობრობა ისმაილთან, მეგობრობა, ვიტყვი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბუნებაც, არამცთუ მოკვდავის რწმენა; უმაღლესი პატივი, რომელსაც მას ყოველდღე ჰპირდებოდა ისმაილი მისი ტახტზე ასვლისას. ასეთნაირ განწყობილებაში იყვნენ, როცა შაჰ თამაზი გარდაიცვალა და ისმაილი დიდი ზეიმით მიიყვანეს ყაზვინში, სადაც ასევე საზეიმოდ გამოაცხადეს თავისი მამის მთელი სამფლობელოების მეფედ. იმათ შორის ვინც ძვირფასნი დარჩნენ ხსენებული მეფის მეხსიერებაში, თავისი ღირსებებით დარჩა სვიმონი, რომელიც მისი ხათრით უკვე წინდაცვეთილი და მაჰმადიანი გახდა. ასე ჩარჩა [ისმაილს] სვიმონი მეხსიერებაში, რომ სურდა მისი ავსება პატივითა და საჩუქრებით, ბევრად გადამეტებული იმაზე, რამდენადაც [სვიმონს] შეეძლო ევარაუდა. ხოლო ისმაილის ნაადრევმა და მოულოდნელმა სიკვდილმა ის მოიტანა, რომ სვიმონი დარჩა ყოველგვარი წარჩინების გარეშე და მხოლოდ იმითი იყო კმაყოფილი, რომ დიდად სასიხარულო თავისუფლება მოიპოვა.
ისმაილის სიკვდილით სვიმონი საგონებელში ჩავარდა და თავისთვის ფიქრობდა: რა იქნებოდა მისთვის უკეთესი, ყაზვინში დარჩენილიყო და მოეცადა ახალი მეფის ტახტზე ასვლისათვის, თუ გამგზავრებულიყო და დაბრუნებოდა მიტოვებულ სარწმუნოებას და ქვეყანას. ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა და უმჯობესად მიიჩნია, ხელსაყრელი და უკეთესი უშიშროებისათვის დალოდებოდა ახალ ხელმწიფეს და მისი დაცვისა და მფარველობის ქვეშ გამოენახა საშუალება თავისი წართმეული ღირსების დასაბრუნებლად, ვიდრე გაქცეულიყო ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, შეჯახებოდა მტრულად განწყობილი ძმის წინააღმდეგობას და ნაადრევად დაღუპულიყო. ამგვარად, მან არჩია დარჩენილიყო ყაზვინში, იმედს ამყარებდა იმაზე, რომ სარწმუნოების გამოცვლა, სწორად რომ ვთქვათ, [მაჰმადიანური] რწმენის აღიარება, გამოვლილი პატიმრობა და თავისუფლების დაბრუნება, მამაცი [კაცის] სახელი, თანამედროვე მდგომარეობა, ახალი მეფის წინაშე ერთგულებისა და მორჩილების გამოჩენით ის პატივსა და ღირსებას დაიმსახურებდა, თუ კი მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერით საქართველოში [ოსმალების წინააღმდეგ] ომის გაძღოლას მას მიანდობდნენ.
ამგვარად, როდესაც მაჰმადი1 გამეფდა და დარწმუნდა თბილისის დაკარგვაში, [სვიმონმა] სთხოვა ნება მიეცა შაჰის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო თავის ცუდად დაცულ ქვეყანაში. ჰპირდებოდა ყოველგვარი რისკისა და განსაცდელის მიუხედავად არ შეშინდებოდა და არ ითაკილებდა წვრილმან [საქმეებს], თუ კი ამით სარგებელს მოუტანდა მაჰმადს. ახალი ხელმწიფე უდიდესი სიამოვნებით დათანხმდა სვიმონის თხოვნაზე და იგი დანიშნა ხანად მთელი იმ სამეფოსი, რომელსაც ქრისტიანად ყოფნისას ფლობდა. [სვიმონი] სასწრაფოდ გაიგზავნა საქართველოში, ალიყული-ხანთან ერთად, თურქების ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად...“
[მაჰმედ ფაშას ლაშქრობა თბილისის გარნიზონის დასახმარებლად - გვ.157-162]
[რედაქტირება]სიმონისაგან შევიწროებული თბილისის გარნიზონის დასახმარებლად სულთნის ბრძანებით გამოიგზავნა ლალა ფაშას ძმისწული მაჰმედ ფაშა. კარა-ემიტის ფაშა საჭურის ჰასანს და მანუჩარს დაევალათ თავიანთი ძალებით დახმარება გაეწიათ მაჰმედ ფაშისათვის. არზრუმის ყველა სანჯაყის მმართველები და ქურთთა ტომების ხელმძღვანელებიც მაჰმედ ფაშის განკარგულებაში უნდა გამოცხადებულიყვნენ. "ყველა თქმულ ადგილებიდან მოგროვდნენ ოცი ათას სულამდე და მიეცათ თანხა, გარემოცული სიმაგრის მხედართათვის საკმაო".
მაჰმედ ფაშამ მანუჩარს შეხვედრისას "გაახსენა: ვინაიდან ის მორჩილი და ქვეშევრდომია ამურადისა, ვალდებულია მომზადებული მცველებით თბილისისაკენ გაუძღვეს მას და უჩვენოს ის გზა, რომელიც უფრო მოკლე, მოხერხებული და უხიფათო იქნება. ზოგის აზრით ასეთი უნდა ყოფილიყო ტომანისის (დმანისის) გზა, ზოგისა კი - უფრო მოხერხებულად ჩანდა ის გზა, რომელიც მანუჩარის ქვეყანაზე გადის. დიდი მსჯელობის შემდეგ მუტაფამ (მანუჩარმა) თამამად გადაწყვიტა, რომ მისი აზრით უფრო ადვილი და მოკლე იქნებოდა მის ქვეყანაზე გავლა და მასთან უფრო უხიფათოც. მაჰმედს მუსტაფას რჩევა მოეწონა და ის ჯარის წინამძღილად აირჩია და მის რჩევას მიენდო. ამგვარად შეერთებულნი წავიდნენ თბილისისაკენ. გაიარეს ალთუნ-კალაზე და კარა-კალაზე, რომელიც ადრე მის ქვრივ დედას ეკუთვნოდა და სადაც ადამიანის ცხოვრებისათვის აუცილებელი რამ უხვად მოიპოება". გეზი გორისკენ ჰქონდათ აღებული. ხეობის ერთ-ერთ ადგილას ოსმალებმა ტკვრის გაღმა შეიარაღებული ქართველები შენიშნეს და შეჩერდნენ. "მოხდა ბჭობა მაჰმედისა და მუსტაფას შორის იმის შესახებ, გასულიყვნენ იმ მდინარეზე, სანამ დაღამდებოდა, თუ მტკვრის აქეთ გაჩერებულიყვნენ დილამდის. ქართველი მუსტაფა ამჯობინებდა გაჩერებას და არა გადასვლას, რადგან ეშინოდა, რომ ისე ჩქარა მთლიანად და ერთად ვერ მოასწრებდნენ მდინარეზე გასვლას, რომ მტერს მათზე პირველი დარტყმა არ მოეხდინა და მთელი ბანაკი ამით არ არეულიყო, რის გამოც უდიდეს ზარალს ნახავდნენ. მოუხედავად ამისა მაჰმედს მუსტაფას შეხედულება არ მოეწონა, რადგან მტკიცედ დაასკვნა, რომ შესაძლებელია სპარსელებსა და მუსტაფას შორის კავშირი და შეთანხმება არსებობდეს, რის გამოც ცბიერმა ქართველმა ამ გზაზე და არა დმანისის გზაზე გავლა ურჩია. მაჰმედმა იმის გამო, რომ ჩაეშალა მუსტაფასი და მტრის სტრატეგია და მოტყუება, არ მიიღო ქართველის რჩევა ღამით მდინარის აქეთა ნაპირზე დარჩენის შესახებ. ბრძანება გასცა, რომ ყოვლად დიდი სისწრაფით გასულიყვნენ მდინარეზე ხაზინითა და სამხედრო საჭურველით, იმ ანგარიშით, რომ სანამ დაღამდებოდა, მტრების გამოსაჯავრებლად, მდინარის გაღმა მოხერხებული ადგილი დაეკავებინათ. მაჰმედ ფაშას ქეკაია, გულადი და უშიშარი ჭაბუკი, პირველი იყო, რომელიც გავიდა მდინარეს. შემდეგ მას დიდი სისწრაფით მიჰყვა ფულისა და ხორბლის საპალნეები და მთელი ჯარი. მაგრამ ამით ისეთი არევ-დარევა მოხდა, რომ უმრავლესობა მდინარის ტალღებში ჩაიხრჩო, თუმცა უფრო მეტი განადგურება ცხენებისა და აქლემების გასრესამ გამოიწვია, ვიდრე წყლის სწრაფმა მდინარებამ და კალაპოტის სიღრმემ... ქართველებმა შეამჩნიეს თუ არა, რომ თურქები მდინარეს გადადიან, სანამ ისინი დაეწყობოდნენ საბრძოლო რიგში, განრისხებულნი სასწრაფოდ მიიჭრნენ მათთან და სწორედ იმ დროს ეკვეთნენ, როდესაც ჯერ კიდევ ყველანი არეულად იმყოფებოდნენ. ამის გამო თურქებმა ვერ მიიღეს შესაძლებლობა იერიშის დაწყებისათვის, თუმცა არც ისეთი სილაჩრე არ გამოიცინეს, რომ მტერს არ შებრძოლებოდნენ. სულ მოკლე ხანში მდინარის ნაპირები მრავალ ადგილას თურქების სისხლით შეიღება და ორივე მხარეს გამოჩნდა თურქების მრავალი გვამი, იმ დროს, როდესაც ქართველებს ჯერ კიდევ არავითარი ზიანი არ მოსვლოდათ. მოკლულთა შორის იყვნენ ზოგიერთი სანჯაყები, ქურთნი და მესოპოტამიელები. აშკარად სჩანდა, რომ თურქების რაზმები, დიდი მხნეობის გამოჩენის გარეშე, უბედურად უნდა განადგურებულიყვნენ. ამის შიშით, გადარჩენილმა სანჯაყებმა, ქურთებმა და მესოპოტამიელებმა, რომელთაც თავის განადგურება და სხვების ზარალი გაითვალისწინეს, ზურგი იბრუნეს და გაიქცნენ. მსგავსადვე მოიქცა კარაემიტთა დარჩენილი ნაწილი და მასთან ერთად თურქების მთელი ჯარი. ქართველებმა ეს გაქცევა წინასწარ შეამჩნიეს, დიდი ფრთა შეჰკრეს, დადგნენ ხმელეთზე და მტერს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი ცდილობდნენ თურქები ჩაეყარათ მდინარეში. გზის უქონლობის გამო გაქცეულები დიდად დაზარალდნენ. სირცხვილნაჭამნი ისინი გადაეშვნენ მდინარეში, რადგან ეს მიიჩნიეს უფრო ნაკლებ ბოროტებად, ფიქრობდნენ: ან გაჭირვებით მდინარეში ცოცხლად გასვლას, ან ტალღებში სასოწარკვეთილებით დახრჩობას. დიდი იყო შერცხვენა, დიდი არევ-დარევა და უდიდესი ზარალი, რადგან ბრძოლის გაჩაღებისას მეფის ფული და ხორბალი ქართველებს... ნადავლად შერჩათ... ზოგნი გადარჩნენ უფრო ბედით და ცხენების სიმარდით, ვიდრე საკუთარი მხნეობით.
ამგვარად დამარცხდნენ თურქები, რომელნიც დაჭრილნი, შერცხვენით შეურაცხყოფილნი და ყოველგვარ მხნეობას მოკლებულნი მეორე დილას შეგროვდნენ და ყველა ერთად თავიანთ მეფეს, მარცხიან ბედს და ცასა ჰგმობდნენ. ემუქრებოდნენ გამაჰმადიანებულ ქართველს, როგორც ყველა ბოროტებისა და მარცხის გამომწვეველს თავისი გამცემლობით და მტერთან საიდუმლო ეთანხმებით". (გვ.157-162)[მანუჩარის მოკვლის მცდელობა - გვ.167-170]
[რედაქტირება]1582 წელს ალთუნ-ყალაში დაბანაკებულმა მაჰმედ ფაშამ ვითომცდა დივანის სხდომაზე მანუჩარის მოკვლა გადაწყვიტა "მაშინ მაჰმედმა მოიწვია ზემოთთქმული დივანი და მასთან ერთად დაჯდნენ კარა-ემიტის საჭურისი ფაშა, არზრუმის იურისდიქციის რამდენიმე სანჯაკი, უმცროსი კაფუჯები და თვით მაჰმედის ქეკაია, რომელთაც ფიცის ქვეშ განეზიარათ მაჰმედის მზაკვრული გეგმა. შემდეგ გამოუძახეს ქართველი მუსტაფა, რომელიც იმის გამო, რომ პატივცემული იყო ზოგიერთის მიერ, ანდა ყოველგვარ სიფრთხილეს და წინდახედულობას იჩენდა, ან არადა იმის გამო, რომ თურქების სამარცხვინო განადგურების შემდეგ შექმნილი მითქმა-მოთქმისათვის ყური მოეკრა, მიხვდა, რომ ყველაფერი ეს განგებ მოწყობილი იყო, აგრეთვე იფიქრა, რომ ეს უფრო მეტად შეთქმულება უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ მოწყობილი. ამიტომ ისიც თავის მცველებით ფარულად მოემზადა. იმის გამო, რომ მას არ შეეძლო დივანში გამოძახებაზე უარის თქმა, რადგან ამ შემთხვევაში მას ჯიუტობას დასწამებდნენ და იმ საშინელ დამარცხების დამნაშავედ გამოიყვანდნენ (რაც ფაქტიურად ასეც იყო), მან უხიფათო საშუალება გამონახა, რათა აეცდინა თურქების სასჯელი და მაჰმედის მოკვლით გამოეჩინა თავისი ძალისა და მხნეობის ნიმუში. მან თავის მხედრობაში ამოირჩია ორმოცდაათი ერთგული მეომარი და დაავალა გაჰყოლოდნენ დივანში, რომელიც უკვე მომზადებული უნდა ყოფილიყო მაჰმედის კარავში. ისინი გააფრთხილა, რომ კარავთან მისვლისას ყველანი მზად და ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა პირველივე დაძახებისთანავე, ვიდრე მას რაიმე ზიანს მიაყენებდნენ, იარაღით ხელში დაუყოვნებლივ ჰკვეთებოდნენ განურჩევლად ყველა თურქს. როგორც ბუნებრივად თურქების მოდგმის უდიდესი მტერნი, ადვილად მიხვდნენ, რასაც მანუჩარი მათ ავალებდა. ამიტომ თავის მხრივ მათაც მოიხმეს თავისი ერთგული და სანდო მეგობრები და ყველა ერთად მუსტაფას მაჰმედის კარავამდე მიჰყვა. მუსტაფა დივანში შევიდა და ფეხზე მდგარი მაჰმედს ელოდებოდა, რომ მას განეცხადებინა მუსტაფასთვის, რაც სათქმელი ჰქონდა. მაჰმედმა მაშინვე წააკითხა წინასწარ შეთხზული ბრძანება, რომელიც მან ყურადღებით მოისმინა. როდესაც სხვა სანჯაკები და ფაშები დასხდნენ (თურქეთში ჩვეულებაა, რომ როდესაც მეფის რომელიმე ბრძანება იკითხება, ფეხზე უნდა უსმენდნენ, სანამ წაკითხვა არ დამთავრდებოდეს), ქართველმაც დაჯდომის დასტური მიიღო და დაჰპირდა, რომ შეასრულებს მეფის არა მარტო ამ ბრძანებას, არამედ სხვებსაც, რაგინდ ძნელი შესასრულებელიც არ უნდა იყოს. როდესაც კარავიდან გარეთ გასვლას აპირებდა, მას მაჰმედ ფაშის კაფუჯი ბაში მიუახლოვდა, მოსწია ყურთმაჯიდან და უთხრა (სიტყვას მოქმედებაც დააყოლა), რომ დამჯდარიყო. როდესაც მუსტაფამ იგრძნო მკლავის მოწევა, ხმამაღლა დაიყვირა და ამასთან ერთად ხმალი იძრო, რომლითაც მის პირდაპირ მდგომი მაჰმედის ქეკაია დასჭრა, მარცხენა ხელით თავიდან ფესი გადმოუგდო, მარჯვენით სასწრაფოდ და ყველას განსაცვიფრებლად ერთის დარტყმით სტომაქამდე გაუპო თავი, ყელი და მკერდი ორ ნაწილად, ისე რომ (საკვირველი სანახაობა) მოკვდა. მისი გაყოფილი მხრები ორივე საწინააღმდეგო მხარეს დაეკიდა. პირველ დარტყმას, მან მეორეც მოაყოლა, რომელიც დამიზნებული ჰქონდა საჭურის ფაშის თავზე, მაგრამ რადგან ის დაცული იყო ჩალმის სახვევით (ხმალი) დაექანა ქვევით ყურისაკენ და ჩალმის ერთი გვერდით ღაწვის ნაწილი და ყური ჩამოათალა. განრისხებულმა, მთლიანად გაცეცხლებულმა და შურისძიებას მოწყურებულმა შემდეგ მაჰმედ ფაშაზე იწია, რომელიც მთლად გადარეული ამ საშინელებით უკვე ფეხზე ამდგარიყო. მას ხუთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მათ შორის ორმა უფრო ღრმად ჩასულმა სიკვდილის კიდემდე მიიყვანა, თუმცა შემდეგ მცოდნე ხელით განიკურნა. გამაჰმადიანებულის ყვირილზე მისი ყველა მეომარი შემოცვივდა. მუსტაფას მიერ ჩადენილი საშინელებით შექმნილ არეულობაში თურქების წასვლის ბრძანება გამოცხადებულ იქნა. საზარელი ამბით შეშფოთებული თურქები სასწრაფოდ ყარსისკენ გაეშურნენ".
ტომაზო მინადოის ცნობები საქართველოს შესახებ Minadoi, G.T.: Historia della Gverra fra Tvrchi et Persiani, descritta in qvattro libri da Gio. Tomaso Minadoi da Rouigo; cominciando dall’anno MDLXXVII nel quale furo li primi movimenti di lei, seguendo tutto l’anno MDLXXXV. Alla Santita di N.S. Sisto V. Pontefice Ottimo Massimo. Con Privilegio. Con licentia de’Superiori. In Roma. Nella Stamperia di lacomo Tornerio, Et Bernardino Donangeli. MDLXXXVII. In Venetia, M.D. LXXXVIII.
[მზადება ომისათვის - გვ.15]
[რედაქტირება][გვ. 21] ….მათ შორის ვეზირი მეჰმედი (Mahamet Visier), უდავოდ ღირსეული, მმართველობაში გამოცდილი, [სულტანს] ურჩევდა, რომ უფრო ადვილი და უმჯობესი იქნებოდა უშიშარი მოქმედება სპარსელების წინააღმდეგ, ვიდრე ქრისტიან უფლისწულებთან; რადგან შუღლი, რომელიც სპარსეთის სამეფოსა და სეფიანთა იმპერიის ახალი მემკვიდრის პირობებში სუფევდა, როცა ბრძოლა მიმდინარეობდა მთავრობაში, [ეს] იძლეოდა გამარჯვების [შანსს] და ამიტომ ომი ქრისტიან მთავრებთან უსარგებლო იყო. სწორედ ამის გამო არ უნდა გაეჩაღებინათ მათთან ომი. ორივე მოწინააღმდეგის ძალები მრისხანე იყო, ერთისა – ზღვაზე და მეორისა – ხმელეთზე; მაგრამ ეს იქნებოდა ომი ყველა ქრისტიან მბრძანებელთან; ეს მბრძანებლები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის უკან მან გაანადგურა ჯარი და სამას გალერზე მეტი, ხოლო შემდეგ მათ იგი განალაგეს თანაბრად გრძელ მწკრივად, და ეს იყო მცირე რამ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მათ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც უნდოდათ.
ასეთი რჩევებისა და სხვადასხვა მსჯელობის შედეგად, ბოლოს და ბოლოს, ყველა შეთანხმდა, რომ გაცილებით უმჯობესია ომი აზიაში, ისრებისა და მახვილების წინააღმდეგ, საიდანაც ზიანი ნაკლები იქნება, ვიდრე – ევროპაში, ღორმუცელა ტომებთან, ისრების სეტყვის წინააღმდეგ, სადაც აღმართულია მანქანები და სიკვდილის იარაღები; მხოლოდ ორი სირთულე იყო საერთო: ერთი იყო მანძილი და მეორე, უფრო მთაგორიანი ადგილები, სადაც მათ უნდა გაევლოთ ცხენებით, აქლემებით, არტილერიითა და მთელი აღჭურვილობით, კერძოდ კი, საქართველოს გავლით, რომელიც გარემოცულია მიუვალი მთებით, ხშირი ტყეებით, სადაც მტერს შეეძლო, თუ მოისურვებდა, დაეკავებინა ხელსაყრელი ადგილი საფარისათვის და გადაეჭიმა უდიდესი ხაფანგი, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა გაევლოთ [თურქებს]; ასევე მნიშვნელოვანია ფული, რომელიც სხვებს შორის წამოაყენა სინან ფაშამ, რათა ახალი ქვეყნის დაკავებისას გაეთვალისწინებინა [ბრძოლით] მოპოვებულის შენარჩუნება; რომ აუცილებელია ციხესიმაგრის პოვნა, რომლის შესანახად საჭირო იყო სახსრები, როცა იქ ჯარს ჩააყენებდნენ; ასევე საჭირო იყო საწყობები, რომლის გარეშე ჯარისკაცები თავს დაცულად ვერ იგრძნობდნენ. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, რომლებიც მთელი სისავსით არ იქნა დაყენებული და გათვალისწინებული, იმავე მეფეს [სულტანს] უთხრეს, თითქოს ყოველივე საკმარისი იყო ყიზილბაშთა სამეფოს დასაპყრობად; თითოეულმა ეს ძალიან მარტივად წარმოადგინა და დაჰპირდნენ უეჭველ გამარჯვებას. უწინარეს ყოვლისა, მუსტაფა ფაშა დიდი გამბედაობით დაჰპირდა [სულტანს] დაპყრობებსა და დიდებულ გამარჯვებებს. ამ მხარეში ლათინთა ღირსება აღარ შემორჩა, ხსენებულ კუნძულზე [კვიპროსი?] ომის შედეგად და, განსაკუთრებით, დასახელებული ქალაქის დაპყრობის გამო; ძალა, ჯარი და მამაცობა ქართველებისა და სპარსელებისა, ბოლოს და ბოლოს, აზიის ამ ომში ყველაზე საიმედო იქნება, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ევროპაში.
[გვ. 51] საქართველოს, შირვანის, დიდი მიდიის სომხეთის ნაწილის მიმართ, რამდენადაც აუცილებლობა იქნება ჩვენი დაინტერესებისა, დიდ ძალისხმევას გამოვიჩენთ, რათა მათ შესახებ ინფორმაციები მოვაგროვოთ. საქართველო არის [სპარსეთის] პროვინცია, რომელსაც ძველად იბერია ერქვა და ის დასავლეთში კოლხეთით ბოლოვდებოდა, რომელსაც დღეს სამეგრელო ეწოდება. აღმოსავლეთშია მიდია ატროპატია (Media Atropatia), რომელსაც დღეს (როგორც უკვე ვთქვით) შირვანი ჰქვია; ჩრდილოეთით ალბანეთია, ახლა ეწოდება ძუირია (Zuiria). დიდი სომხეთიდან სამხრეთს ახლა ეწოდება თურქომანია (Turcomania), რომლის ნაწილსაც იკავებს, ამიტომ იბერია და სომხეთის ნაწილი საქართველოს სახელწოდებით ერთიანდება. მისი [საქართველოს] დიდი ნაწილი მთაგორიანია, სავსეა ტყით, კლდეებითა და ნანგრევებით, ბლომადაა აბრეშუმი, ხილი, მტაცებელი ცხოველები და შევარდნები.
სტრაბონის დროიდან ცნობილია ის მდინარეები, რომლითაც იგი ირწყვება, მაგრამ ძირითადია მისი გულ-მკერდის არტერია, მდინარე არასსე (Arasse – არაქსი,-ავტ.). ეს მდინარე [არაქსი] სათავეს იღებს ტაუროს (Tauro) მთის იმ ნაწილში, სადაც პერიარდო (Periardo) მთა აბოს (Abo) ფერდამდე აღწევს და მიედინება აღმოსავლეთით სერვანის (შირვანის) საზღვრამდე. აქ იგი უხვევს დასავლეთით ჩრდილოეთის მხარეს, სადაც უერთდება ჩიროს (კიროს, მტკვარს,-ავტ), შემდეგ მიემართება სომხეთის ქალაქ არტასატაში (Artassata – არტაშატში), რომელსაც ამ ცნობილ ომში რეივანს (Reivan – ერევანი) უწოდებენ, მიედინება სომხეთში და ეშვება არასენას (Arassena) დაბლობზე (რომელიც შეიძლება იყოს კალდარანად (Caldarana) წოდებული სოფელი) და ჩაედინება კასპიის ზღვაში, რომელსაც ახლა უწოდებენ კორაზუნს (Corazun) და ბაკუს (Baccu). აქედან სამხრეთით არის სომხეთი, ჩრდილოეთით სერვანია (Servania – შირვანი), რომელზეც საუბარია ერასის (Eras) ცნობილ წიგნში, რაზეც თავისთავად იქნება ნათქვამი. ეს ძალიან დიდი და ღრმა მდინარეა, მაგრამ ახლა იგი არ არის ისეთი საოცარი, როგორც მის შესახებ წერდა ჰეროდოტე. ასევე, ძალიან ძნელია გავიგოთ, რას წერდა მასზე თავის კურსში დ. კურტიო (Curtio – კურციო), კიდევ უფრო ნაკლებად ესმის ეს ნადელ დე კონტის ( Nadal de Conti) თავის ისტორიაში.
[გვ.52] ჩირო (Ciro, კირო, მტკვარი) ასევე სათავეს იღებს იმავე ტაუროს (Tauro) მთიდან, შეიძლება სომხეთიდანაც, ეშვება საქართველოს დაბლობზე, რომელსაც ერთვის სხვა დიდი მდინარეები და ასევე ისიც ჩაედინება კასპიის ზღვაში. სოფელში მცხოვრებლებნი ახლა მას [ჩიროს, მტკვარს] მათ [საკუთარ] ენაზე უწოდებენ სერ-ს (Ser) და თურქები კიურ-ს (Chiur) [Questo paesani ora chiamano Ser nel loro linguaggio et Turchi Chiur] და სხვა იგივე ხალხი შესაბამისად არასად იხსენიებენ. იმ ნაწილში, სადაც არასი (არაქსი) მიდია ატროპატიასა და სომხეთს შორის ღრმავდება, მას უერთდება სხვა მდინარეები, რომლებიც სათავეს იღებენ იმავე სომხეთის რეგიონში, რომელთა შორის ისტორიაში ცნობილია კანაკი (Canac). ის აქ ქმნის თითქმის ნახევარკუნძულს ქალაქ ერესის (Eres) გამოღმა და უერთდება მდინარის კალაპოტს არასთან, როგორც ეს თავის ადგილას ითქვა.
ამ პროვინციაში [საქართველოში], ისე, როგორც მჭიდროდ დასახლებულ და დამუშავებულ, ასევე დაუმუშავებელ და მთიან ნაწილში მრავალი გრაფი, ჰერცოგი და სენიორი ცხოვრობს. აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ქრისტიანია, თუმცა იცავენ და მისდევენ ბერძნულ სქიზმას. ისინი ტანადობით არიან ძლიერნი და ღონიერნი, ხასიათით – შეუპოვარნი. ამ პროვინციის (ბევრს აქვს საგრაფო და სხვადასხვა სახის მამულები) ძლევამოსილი მთავარია ქვრივი და მისი ვაჟიშვილები – მანუჩარი და ალექსანდრე.
[გვ.53] ლაუასაპის (Lauassap – ლუარსაბის) შვილებს დავითი და სიმონი ჰქვიათ: ლევანტოღლის (Levantogli – ალექსანდრე კახთა მეფე) სოფლის მცხოვრებლები სკენდერს (Schender) ეძახდნენ, ჩვენებურად კი ალესანდროა (Alessandro), ზეწოდებით დიდი: ჯუზუფი (Giusuf – იოსები) უკვე გორის (Gori – გიორგის?) შვილია: მოხუცი საჰამალი (Sahamal – შამხალი), უკვე ვახსენეთ, როცა ვწერდით აიდერის (Aidere) გარდაცვალების შესახებ: მეექვსე – ბაშიაჩუკია (Bassacchiuc). საჰამალის (Sahamal) ქვეყანა მდებარეობს შირვანსა და ალექსანდრეს ტერიტორიებს შორის, ტომობრივად უფრო ალბანურია, ვიდრე იბერიული და ჰყავს ვაჟიშვილი, რომელმაც შემდეგ წარმატებას მიაღწია, როცა ოსმან ბასსა (Osman Bassa) გაძევებული იქნა მთაში, რომელსაც თურქები ბრუსს (Brus) უწოდებენ და რომლის მწვერვალი მუდმივი თოვლითაა დაფარული და ჭაღარაა. რაკი ბუნებით ქართულია, [რაკი ბუნებით ქართველებს ჰგვანან, ავტ.], ირჩიეს სეფიანთა რწმენა, ფულით ღარიბნი არიან, მაგრამ ზვავებისა და რყევების წინაშე მამაცები არიან.
მას [შამხალს] აქვს რამდენიმე ქალაქი, მაგრამ მათ ღირსეულ ქალაქს ვერ უწოდებ. ასევე უპყრია რამდენიმე ციხესიმაგრე და მოკრძალებული სოფელი, სადაც ველური ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მისდევენ ძარცვასა და რბევას. ჯუზუფს (Giusuf) ნამდვილი ადგილი აქვს, ეროვნებითა და რწმენით ქართველია, მაგრამ მიატოვა ქრისტეს სახელი, უღალატა ბერძნულ სარწმუნოებას და ნებით გახდა თურქი [მუსლიმი]. ის ფლობს გორის რეგიონს, რომლის ტერიტორია დასავლეთით ესაზღვრება ბაშიაჩუკს და ამ უკანასკნელისაგან გამოყოფილია ესეკკიას (lago d’Essecchia) ტბითა და აღმოსავლეთში დარუბანდის შემოგარენით (contado di Derbent). გონებაშეზღუდული ოსმან ფაშას მხრიდან გარკვეულ მდგომარეობამდე მიყვანის შეცნობამ და მთელი ჯარის მიერ თბილისის ძარცვამ, ბოლოს და ბოლოს, მას მიაღებინა გადაწყვეტილება თურქი გამხდარიყო, რაზეც მოთხრობილი იქნება. ახლა ქვრივს ჰყავს უმცროსი შვილი, სახელად მანუჩარი, რომელზეც ვთქვით, რომ მუსტაფას წინაშე წარსდგა მორჩილების მისაღებად, ხოლო უფროსს ერქვა ალექსანდრე, რომლის შესახებ მაშინ ვიტყვით, როცა აღწერილი იქნება მისი უბადრუკობა.
ქვრივს (იგულისხმება დედისიმედი) ხელთ უპყრია მრავალი ციხესიმაგრე, მაგრამ სამფლობელოს სათავეში ჩაუყენა უფროსი ვაჟიშვილი და მას დაუტოვა სახელმწიფოზე საყოველთაო ზრუნვა, რომელიც შემდეგ თაღლითური გზით მოატყუეს ამურატმა (Amurat – მურადმა) და ძმამ მანუჩარმა. დასავლეთით მისი ტერიტორია ესაზღვრება ყარსს (Chars), აღმოსავლეთით – ძმების, სიმონისა და დავითის ქვეყანას და ირწყვება მდინარით, რომელსაც თურქები უწოდებენ კიურს (Chiur – მტკვარს). იგი შესაძლებელია მდინარე ჩიროს (Ciro) რომელიმე განტოტებაა. თურქულ ენაზე ამ დომენის სამეფო სასახლეა ალთუნყალა (Altunchala), რომელსაც ჩვენს ენაზე ოქროს ციხე (Castello d’oro) ჰქვია.
გარდა ამისა, არის კლისკა (Clisca), მოხერხებული და ღირსეული, და თურქულად ყარაკალა (Carachala), რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბნელ და შავ ციხესიმაგრეს; და როგორც თბილისის, ასევე ყარსის მხარის ეგიონი, რომელიც გარემოცულია მკაცრი პერიადროთი (პარიადრის მთიანეთით), ძალზე საშინელი ხშირი ტყეებით და სადაც ბატონთა ვილების, ასევე ციხესიმაგრეების იურისდიქცია სხვაგვარია, [თურქეთის] ჯარისათვის ყველა მიმართულებით მეტად საზიანო იქნება. ეს ალთუნყალა მდებარეობს შუაში და ჩინებულად დაცულია ბუნებრივად.
ლუარსაბ ქართველთა, მისი სახელმწიფო, სიმონი და დავითი
[რედაქტირება]გავყვებით რა გზას ლევანტისკენ (აღმოსავლეთისკენ), უფრო სომხეთში [მოვხვდებით], ვიდრე იბერიაში, უკვე [განსვენებული] ლუასაპის (Lauassap – მეფე ლუარსაბ I, ავტ.) მხარეში [ქვეყანაში], [რომელიც] ახლა [ეკუთვნის] ორ ძმას – დავითსა და სიმონს, მამისეული სახელმწიფოს ღირსეულ მემკვიდრეებს და ბუნებით მამასავით გულადებს, თუმცა შემდეგში მათ, სიამაყით შეპყრობილებმა, სარწმუნოება შეიცვალეს, რითაც ქების ღირსი სახელი დაჩრდილეს.
[გვ. 55] განსაკუთრებით [ეს ეხება] სიმონს, რომელმაც სპარსეთში ტყვეობის დროს სამხედრო საქმეში გამოცდილებით, პოეზიისა და ფილოსოფიის ღრმა ცოდნით შაჰ თამაზის ვაჟიშვილის, ისმაილის წყალობა და მეგობრობა დაიმსახურა. ამის შესახებ თავის დროზე ვისაუბრებთ. ზნეობა მათში შეიძლება ბრწყინავდა, მაგრამ ორივე ჩადენილი ცდომილების გამო დაიჩრდილა, რაც იყო მიზეზი, რომ ერთიცა და მეორეც მოკლებული აღმოჩნდა უფლებამოსილებას, სახელმწიფოს, ღირსებას და ყველაზე წმინდას, თვით დიდებულ ქრისტეს სახელს.
ორი ძმის – დავითისა და სიმონის ისტორია
[რედაქტირება]მათი მამა ლუარსაბი ჩვეულებრივად გარდაიცვალა და ანდერძით სამეფოს მემკვიდრედ დატოვა სიმონი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო წლოვანებით უფროსი, არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი ძმა დაუდი, სულწასული და მოძულე იყო ამ მემკვიდრეობისა, რომელსაც სწყუროდა ძალაუფლება და დიდება, ცდილობდა გაეძევებინა სიმონი სახელმწიფოდან და იარაღის ძალით გამოცხადდა იქ, სადაც მამის ნებასა და ბუნების კანონებს არ შეეძლო მისი [მეფობა] დაეშვა. და აი, გამოვიდა ასპარეზზე [დავითი], რომელსაც ახლდა ფათერაკების მაძიებელთა ხროვა, შფოთისა და აურზაურის მოსურნენი, მშვიდობიანი ცხოვრების მტრები. იგი ძმის, სიმონის კანონით კუთვნილი მიწების ყოველწლიური შემოსავლის მითვისებას შეუდგა, უსინდისოდ ისაკუთრებდა ყველაფერს და ამ ნადავლის ხარჯზე თავისი ბინძური დამქაშების გულს იგებდა და ახალ-ახალ მომხრეებს პოულობდა. ძარცვა [დავითის] ჯარისკაცებისა და მიმდევრებისათვის უფრო კეთილშობილი საქმე იყო და მისი არამზადა მეთაურები მთელ საქართველოს შიშის ზარს სცემდნენ. სიმონს ძალიან ეშინოდა თავისი ძმის, რომელიც საოცრად ბოროტი იყო და ამიტომ [გვ. 56] არ დარჩა რა მოქმედების სხვა საშუალება, დახმარებისათვის მიმართა სპარსეთის შაჰს, თამაზს, რომელსაც აცნობა საქმის ვითარება და დაცვა სთხოვა. თამაზმა დაუხანებლად დააკმაყოფილა სიმონის თხოვნა. მან 4 ათასი ცხენოსანი [რაზმი] გაგზავნა თბილისში თავისი ერთი სარდლის მეთაურობით, რომელსაც უბრძანა, რომ თუ სარწმუნოებას არ შეიცვლიდა, დავითი დაეჭირა და სპარსეთში ცოცხალი წაეყვანა. თუკი [დავითი] მოისურვებდა სარწმუნოების შეცვლას, მაშინ ის აღიარებული იქნებოდა თავისი ქვეყნის უფლებებში, როგორც კანონიერი ქვეშევრდომი და არა როგორც თავისუფალი მოხარკე. თუ დავითი ამას აირჩევდა, თავის სარდალს [შაჰმა] უბრძანა, მისულიყო სიმონთან, გადაეყენებინა [ტახტიდან], მაგრამ სარწმუნოების შეცვლა არ დაეძალებინა და მის ადგილზე დავითისთვის ჩაებარებინა ქვეყნის სადავეები. თუ სიმონიც მზად იქნებოდა დათმობაზე წასულიყო, მაშინ შაჰის სარდალს სიმონი დაეტოვებინა თავისი სამფლობელოს უფლებებში, ხოლო დავითი (როგორც უკვე ვამბობდით) ყაზვინში წაეყვანა.
სპარსეთის [შაჰის] სარდალი საქართველოში წავიდა, იარაღის ჟღარუნის გარეშე, დაუყოვნებლივ შეიპყრო დავითი და მას თამაზის სახელით ულტიმატუმი წაუყენა, რაზეც ის დაუყოვნებლივ დათანხმდა, გამოიცვალა სარწმუნოება და წმინდა ნათლობა წინადაცვეთით შეიცვალა. ამას აკეთებდა რა უწყალოდ, მან ნებაყოფლობით მიუძღვნა თავი ცრუ მუჰამედს და უარყო (რისი დაწერაც გაოცებასა და შიშს იწვევს) სამყაროს მხსნელი. შემდეგ სპარსელი სარდალი მივიდა სიმონთან და უთხრა, რომ თამაზის განკარგულებით მოვიდა საქართველოში მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მისი ძმა, რომელიც მის მტრად იყო მიჩნეული, დააპატიმრა, მაგრამ მან არ უნდა გაიფიქროს, რომ შაჰ-თამაზი მას მაინც აპატიებს და შეძლებს გააგრძელოს თავისი სამეფოს მართვა, თუკი არ გამოიცვლის სარწმუნოებას და არ გახდება მიმდევარი იმავე წინასწარმეტყველისა და იმ კანონისა, რომელსაც შაჰი თამაზი ემსახურება და ემორჩილება; [გვ.57]
[მან] დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში მის ადგილს მისი ძმა დავითი დაიკავებს, რომელიც უკვე დათანხმდა შაჰის წინადადებას. სიმონი მწარედ ტიროდა თავისი ძმის შეცდომის გამო და ვიდრე ოდესმე, უფრო მტკიცე და უცვლელი [დარჩა] ქრისტეს უწმინდესი სახელისადმი. მან უარი თქვა ამქვეყნიურ სამეფოზე, რათა არ დაეკარგა ზეციური სამეფოს იმედი და მეფე (სიმონი) დაატყვევა იმან (შაჰმა), ვისაც მან დამცველად უხმო. დაუდხანმა (ადრე დავითად წოდებულს ახლა ასე ეძახიან) თავისი მკრეხელური ბაგით წაიჩურჩულა სპარსელთა ღვთის დასაგმობი ჩვეული [ფიცი], [შეუსრულეს] წინადაცვეთა, ჩააცვეს უცხო ქვეყნის ტანსაცმელი და თამაზის სახელით დაადგინეს არა მეფედ ან დუკად, არამედ თბილისისა და მისი მხარეების ხანად.
საბრალო სიმონი წაიყვანეს თამაზთან, რომელიც დიდი დაჟინებით თხოვდა, რომ მიეღო სპარსული რჯული. ის არ ღალატობდა თავის მშობლიურ რწმენას და ამიტომ გაგზავნეს კაჰაკას (Cahaca) ციხეში, სადაც გადასახლებაში ცხოვრობდა შაჰ თამაზის ერთ-ერთი შვილი, ისმაილი, რომელიც შემდეგ მეფე [შაჰი] გახდა. ის [სიმონი,-ავტ.] საპყრობილეში დროებითი ცხოვრებით უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე რომ უარეყო ქრისტეს სარწმუნოება (თუმცა მასში სქიზმით ცხოვრობდა), რათა არ მოემზადებინა [თავისთვის] სამარადისო ბორკილები, ჯოჯოხეთში ბრმა და საუკუნო ტყვეობა. იმ წარმატებიდან, რაც მოჰყვა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად ბარბაროსთა მოხმობას, ნათლად გამოჩნდა, რომ მეტად საეჭვოა, არასარწმუნოა და უფრო გაურკვეველი და მკრეხელურია, ვიდრე რწმენა და შეპირება იმათგან, [რომელთაც უნდათ] სხვას წაართვან ქვეყანა, შეუძლიათ ყოველი უტიფრობა, თავხედობა და ბოროტმოქმედება.
თბილისში შემავალი მხარეები
[რედაქტირება]გავაგრძელებთ იმ მხარეების აღწერას, რომელიც ამ ორ ბედ- კრულ მემკვიდრეს ეკუთვნოდა.
[გვ. 58] უმთავრესად თბილისს დაქვემდებარებული ქალაქებია: ლორე, თომანისი (Tomanis – დმანისი), კიერესი (Chieres), გურჯი ყალა (Giurgi Chala) და სხვა მრავალი ციხესიმაგრე და სოფელი. სამეფო სასახლე მუდამ თბილისში იყო. მის გვერდით დღეს ჩვენ ვხედავთ სამეფოს ამ ნაწილის სამეფო აკლდამებს. ეს ძლიერი მხარეა, მიედინება ორი პატარა მდინარე, რომელიც ეშვება რომელიღაც ახლო მთებიდან, რწყავს ამ მხარეს და ჩაედინება მახლობელ არასში (არაქსში) და ამ პატარა მდინარეს თურქები ეძახიან კიურს (Chiur – მტკვარი). შესაძლოა ვირწმუნოთ, რომ ეს რეგიონი ირწყვება მდინარე ჩიროს (Ciro – მტკვარი) რომელიღაც განშტოებით. სომხეთის მხრიდან სამხრეთის მიმართულების მხარეს, სადაც თომანისია (Tomanis – დმანისია) არის მთების ძალიან ვიწრო ღიობი და უღრმესი ხეობა, რომელშიც ხსენებული მდინარე არასსე (არაქსი) ძალიან სწრაფი მორევით ქმნის ვარდნილებსა და უფსკრულებს, მთებს შორის ვიწრო გასასვლელში გამაყრუებელი ხმაურით ძირავს ქვებსა და ყველაფერს, რაც მასში ცვივა. მთებს შორის, ზემოხსენებული მხარის ვიწრო გასასვლელში, გადაშლილია შავბნელი ტყე, რომლის მდუმარებას არღვევს მხოლოდ ან ქარის ჩურჩული, ან რომელიღაც თვალბედითის ყვირილი, რომელიც ყარიბებს აშინებს. შემდეგ დასავლეთის მხრიდან მას აქვს პერიადროს (Periadro) ურთულესი ციცაბო დაღმართის გასასვლელი, რომელიც საზღვრავს ქვრივის (დედისიმედის) [სამფლობელოს] და განსაკუთრებით საშიშია და სავსეა ათასი უხერხულობით; და შემდეგ არასსე (არაქსი) უფრო დაბალ და ღრმა დაბლობზე, ასევე მრუდე წრეებით, მას აქცევს ყველასთვის უვიწროეს და არასახარბიელო გადასასვლელად. ბორეას (Borea) მხრიდან ის გრძნობს სიმკაცრეს და კავკასიიდან უბადრუკობას და ამ ნაწილიდან თურქებს არ შეუძლიათ [გვ. 59] შევიდნენ ამ რეგიონში, ვიდრე ისინი ქალაქ დარუბანდს ხელთ არ იგდებენ. სამყაროს ამ სამი მხრიდან ოსმალებს ამ ქვეყანაში გზა ხსნილი ჰქონდათ, ე.ი., კოლკოდან (Colco-კოლხეთი), პერიადროდან (Periadro) და სომხეთიდან. ბუნება თითქმის წინასწარმეტყველებდა თურქების მძვინვარებისაგან კატასტროფულ ქარიშხალს და ხრიკების არმცოდნე ხალხის არარსებობისას, თავის კეთილმოსურნეობას ცვლიდა, რომ ჩაევლო ბრჭყალები და გამოეყენებინა სხვა მსგავსი მანქანები, რათა დაეცვა ქვეყანა უცხო ხალხისაგან. საქართველოს ამ ვიწროებიდან ოთხი შესასვლელის სახელია მოხსენიებული და მგონია, ეს ნათლად გადმოგვცა სტრაბონმა მეორე წიგნში, სადაც ის ასევე წერდა იმაზე, რომ პომპეუსი და კანიდიო წერენ ჯარის [შესასვლელ] ორ ღიობზე ამ პროვინციაში. თურქების მიმდინარე წლის ომში, ამავე დროს შევეცდები მოვძებნო ორივე ერთდროულად; რომ ვნახე კოლკოში (Colco) მთავარი შეიარაღების ზღვით გაგზავნა მდინარე ფაზისის შესართავში; ალბანელთა მხარეს შირვანში სათავეში ედგა აბდილჰირაი თათარი (Abdilchirai Tartaro); და ამ ორი ვიწრობით დაიძრა მთელი ჯარი, როგორც ამის შესახებ თავის ადგილას დავწერთ.
ბაშიაჩუკი და მისი ქვეყანა
[რედაქტირება]მივდივართ რა ჩრდილოეთის მიმართულებით ესსეკიას (Essecchia) ტბის (რომელიც შესაძლებელია ლიკნიტიდეს (Licnitide) ჭაობი იყოს) გამოღმა, ხელახლა ვხვდებით ბაშიაჩუკის ქალაქის რამდენიმე ციხესიმაგრეს და დიდი ხნის წინათ უფლის მიერ დადგენილ ბაშიაჩუკის ქალაქს. ესენი ყოველთვის მეტად სოფლური და ინკუსტრირებული იყო, რომელსაც არ გააჩნდა მოწესრიგებული ქუჩები, რის გამოც იგი თურქების ჯარისათვის საკვამლე მილს წარმოადგენდა და სხვებთან შედარებით ნაკლებად განიცდიდა შემოსევებს. მრავალი აშლილობები და მის მეზობლებს შორის დიდი მოძრაობები, ასევე ბუნებისაგან ბოძებული სპექტაკლები [გვ. 60] ამ ომის სასწაულებს წარმოადგენდა. შესვენება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას არ ახარებდა, თუ თათრები ხელიდან არ გაუშვებდნენ ამურატისადმი (Amurat-მურადისადმი) მიცემულ დაპირებას. ჰქონდა რა ამ რაიონებში ერთეული მსხვილი ღონისძიებები და ასევე წარუმატებლობები ოსმან ფაშას. ხალხის ენაზე სკენდერად (Schender) წოდებულს, ჩვენთვის ალექსანდრეს, შვილს, იესეს, აქვს თავისი ქვეყანა რეივანსა (Reivan-ერევანსა) და შირვანს (Sirvan) შორის დმანისის (Tomanis) საზღვრებს გარეთ. იგი განლაგებულია დიდ სომხეთში ატროპატიას (Atropatia) საზღვარზე, მაგრამ უფრო ქართულია და იბერიას ეკუთვნის. იარაღის ნაცვლად ის [ალექსანდრე] უცვლელად იყენებდა მათი თხოვნის საფუძველზე ძღვენს, ვიდრე ერევნისა და თბილისის შესასვლელი გადაეცა, ასევე აღმოაჩინა რა სპარსელთა გარეგნული გაშმაგება, მან თურქებისათვის კარგი არაფერი გააკეთა, გარდა მდიდარი და უხვი საჩუქრების ბოძებისა და ეს მაშინ, როცა მტრობა და მეგობრობა თანაბარად იყო.
ლევანტოღლის ქალაქი
[რედაქტირება]მას [ალექსანდრეს] აქვს თავისი სასახლე ზაგენი (Zagen – ზაგემი), რომელიც მეორეა აბრეშუმის წარმოებაში, აქვს გრინი (გრემი, ავტ.) და სხვა სოფლები და ციხესიმაგრეები და დღეს ყველა ქართველს უსწრებს სიმდიდრითა და ფულით. იგი ასევე სარგებლობს დიდი სიმშვიდით. ის [ალექსანდრე] სპარსეთის ტახტისადმი დიდი ერთგული იყო, რადგან თამაზი ცდილობდა მისთვის უსამართლოდ წაერთმია ქვეყანა და მის ადგილას მისი ძმა იესე დაედგინა, რომელიც გამაჰმადიანდა, ერთგულებდა თამაზს და ნაკლებად ელოდა რა სპარსელთა დახმარებას, დაადგა ლოდინისა და ნეიტრალურ გზას, რათა მიჰყოლოდა მოვლენებს და გამარჯვებულს დამორჩილებოდა ძლიერის სახელით. ასეთია დღეს საქართველო. [გვ. 69]
სამეფოს წიაღში ეს იყო თურქმენი ხალხის სამეფო, რომელიც დიდ ძალას შემატებდა [სპარსელთა ჯარს], თუ მათ მიემატებოდა, რაც ჩვენ აღვწერეთ ისტორიის მეოთხე წიგნში. შირვანის სამეფო უკვე განადგურებულია, ასევე ქალაქი შემახა (Sumachia), არეში (Eres), შაქი (Sechi-შაქი), დარუბანდი და სხვები, რომლებიდანაც ყველა მათგანმა ადამიანთა გონივრული რაოდენობა გამოიყვანა, როგორც ერევანში, თბილისში და საქართველოს სხვა მიწებიდანაც. ომის შემთხვევაში არ უნდათ სომხეთის გაცვლა. ასე რომ, ბევრ დამხმარე საშუალებას მოკლებული აღმოჩნდა სპარსეთის სამეფო. იგი ახლა ომს აწარმოებს სუსტი ძალებით, რომელზეც ისინი თითქმის არ საუბრობენ. ახლა ისპაანის ტერიტორიიდან ფულის გადახდის შემდეგ შეიძლება გამოიყვანოს 8 ათასი ცხენოსანი მეომარი; ბარგოდან (Bargo) – 2 ათასი; კასსანიდან (Cassan – ქაშანიდან?) – 4 ათასი; სევადან (Seva) – ათასი; სულთანიედან –ათასი; ყაზვინიდან – 12 ათასი; არდებილიდან – ათასი; შირაზიდან – 8 ათასი; თავრიზიდან (Tauris) – 4 ათასი; ყუმიდან და ქუჩუკ თავრიზიდან (Cum et Cuchiuc Tavris) – 2 ათასი; საქართველოდან და მისი დანარჩენი ნაწილიდან – 4 ათასი. [გვ.73]
მიმდინარე საუკუნეში სპარსეთში ორ მილიონ ოქროზე მეტი შევიდა. ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ თამაზის მრეწველობას. თუკი ეს იყო, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩათ ხელქვეითებს. ამ დაცემის მიზეზი, როგორც ჩანს, მდგომარეობდა ბევრი მხარის დაკარგვაში, რომელიც სულეიმანმა დაიპყრო, განსაკუთრებით, მესოპოტამია და ასირია, ერზერუმის გარდა, და ქართველი ხალხისა და სამეფოს სხვა ხალხის მიერ ხარკზე უარის თქმა. [გვ. 80]
მანუჩარ ქართველის მიღების შემდეგ, სარდალმა მუსტაფამ მთელ ბანაკში ბრძანება გასცა, რომ დილისათვის დაბრუნებულიყვნენ ისინი მთებიდან; და უკვე ყველა მოემზადა, რათა სარდლის სურვილი შეესრულებინათ; მაგრამ უცებ ცა მოიღრუბლა, თითქოსდა დაღამდა, ქართან ერთად საშინელი წვიმა წამოვიდა, ჭექა-ქუხილმა შეარყია ჰაერი და თურქთა ჯარი ისევ დაღონდა; რადგან ოთხი დღის განმავლობაში ისეთი განუწყვეტელი და კოკისპირული წვიმა მოდიოდა, რომ გეგონებოდა, თითქოსდა ცა ზღვად იქცა და გადმოღვრას ლამობსო; მოვარდნილმა წყალმა უამრავი ადამიანი გვამად აქცია და გახრწნილი გვამისაგან სუნთქვა ჭირდა; და ამათ შორის წუმპეში [ეყარა] აქლემების, ცხენების, ჯორების ლეში. იღუპებოდა იარაღი, ტანსაცმელი, მუზარადები, კარვები, ყველაზე ფასეული ნივთები, მათი მორთულობები, საოცრებები და ჯარში ავადმყოფობა მძვინვარებდა. დაბოლოს წვიმამ გადაიღო, შეწყდა ჭექა-ქუხილი, მზე გამობრწყინდა და მუსტაფა მოემზადა, რათა თბილისისაკენ დაძრულიყო. რადგანაც მიწა ჯერ კიდევ იყო სველი და წვიმისაგან მეტად რბილი, აქლემებმა ვერ შეძლეს აკიდებული ტვირთის ზიდვა და ასეთივე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ცხენები, რომელთაც არტილერია მიჰქონდათ. ჯარმა იმ დღეს დაბლობზე ვერ შეძლო წინ წაწევა ჩილდერ გიოლის (Chielder Giol – ჩილდირის, ჩრდილის) ტბის იქით, საიდანაც [გვ. 81] (თუკი მდინარიდან მანძილი და ახალი სახელი არ მოგვატყუებს) ევფრატი იღებს სათავეს. აქ ის [მუსტაფა] დახანდა, რათა მოეკაზმა ტანსაცმელი, იარაღი და სხვა ინსტრუმენტები და დამსახურებულად შეესვენა. [ჩილდირიდან გასვლის შემდეგ] მომდევნო დღეს თურქები შუადღისას მივიდნენ ციხესიმაგრესთან, რომელსაც არკიკელეკი (Archichelec) ჰქვია. ახლა ეს საქართველოს მხარეა, მაგრამ სულეიმანმა თამაზის წინააღმდეგ ომში მოიპოვა და აქამდე თურქები ფლობენ. აქ მუსტაფას საიმედო ციხესიმაგრის ხელშეწყობით, მოხერხებული საძოვრებით, შესაფერისი სიმშვიდით (რაკი მტრის მიწაზე მოუხდებოდა გავლა და ომი) სურდა გადაეხალისებინა მთელი ჯარი, აღედგინა სათანადო წესრიგი, გულდასმით მოეხდინა გადაადგილებები და აღმოჩნდა, რომ [ჯარის] რიცხვი 40 ათასამდე ფარგლებში შემცირდა. მათ შორის ცოტა როდი იყო დეზერტირი, რომელნიც ძნელად სავალი გზითა და ბრძოლით დაღლილნი, ღამით ჩუმად ტოვებდნენ ბანაკს და ბრუნდებოდნენ თავიანთ ქალაქსა და მყუდრო კერაში. აქედან ჯარი წავიდა და მეორე დღის საღამოს დაბინავდა ერთი ჭუჭყიანი ჭაობის გვერდით, რომელსაც თურქები უწოდებენ პერვანა ჯიოლს (Pervana Giol), რასაც ჩვენ ვუწოდებთ მონების ტბას (lago de Schiavi), ხოლო მომდევნო დღეს [ჯარი წავიდა] თრიალაში (à Triala), სადაც ჩვენ ვხედავთ დიდი ქალაქისა და მრავალი ეკლესიის ნანგრევებს, რომელთაგან ზოგიერთი ახლა უბადრუკ მდგომარეობაშია და მას ინარჩუნებენ რომაული წესის კათოლიკე მღვდლები. [გვ. 82.]
წინა დღეს თურქები თბილისის მაღალი და ძნელი მთის მწვერვალიდან [დაბლა] დაეშვნენ, დაიკავეს ქართული ციხესიმაგრე, თურქულად გურჯი კალად (Giurgi Cala) წოდებული, რომელსაც ჩვენ [ვუწოდებთ] ქართულ ციხესიმაგრეს. აქედან ისინი გაემართნენ და დაიკავეს რამდენიმე დაბლობი და მომდევნო დღეს მშვიდად მიადგნენ მდინარეს, რომელიც თბილისს ჩამოუდის. [თურქების მიერ] გავლილ გზაზე იმ ადგილიდან, სადაც ბანაკის დათვალიერება მოხდა, დასახელებულ მდინარემდე, [ქართველები] მათ კვალდაკვალ, ყოველგვარი საშუალებით უსწორდებოდნენ. ხოცავდნენ იმათ, ვინც შიმშილით შეწუხებულნი ლაშქარს ჩამოსცილებოდნენ და ჯარისა და პირუტყვისთვის საჭირო სარჩოს საშოვნელად ქართულ სოფლებში მიდიოდნენ. ამიტომ ზოგიერთმა ქართველმა მეთაურმა, როგორიცაა ჯუზუფი (Giusuf), დაუდი (Daut) და (როგორც ზოგიერთი ამბობს) ქვრივის უფროსი შვილი ალექსანდრე, თავიანთი მხარეებიდან შემოიყვანეს საკმაოდ ბევრი მებრძოლი, [გვ.83.] ფარულად აედევნენ თურქთა ჯარს, რადგან კარგად იცნობდნენ ადგილმდებარეობას, ელოდებოდნენ ფურაჟირებს ვიწრო გასასვლელებში, მოულოდნელად ესხმოდნენ თავს, ხდიდნენ ტანთ და ხოცავდნენ, ცხენოსანი იქნებოდა ეს თუ სულერთია, ყოველგზის უსიტყვოდ [თხოვდნენ] სარდალს, რომ დაეცვა ჯარისკაცები შიმშილისაგან და უზრუნველეყო ჯარი.
მუსტაფა თბილისში
[რედაქტირება]მუსტაფას თბილისის ციხესიმაგრე ცარიელი დაუხვდა, რადგან დაუდმა (რომელიც ეს-ესაა ვახსენეთ), გაიგო თუ არა თურქების მოს- ვლის შესახებ, სოფელს შეაფარა თავი და ეძებდა უკეთეს საშუალებ- - 533 -ას, რითაც შეძლებდა, შეენარჩუნებინა ხსენებული სიმაგრე, რადგან აუცილებელი იყო ღირსეულად ყოფნა. ამის გამო მის [თბილისის] დანგრევას მუსტაფამ ამჯობინა დაეცადა, რადგან სურდა, აღედგინა ძველი და დარღვეული კედელები, ექცია ისინი დიდ სიმაგრედ, რათა მას გაეძლო არტილერიის მომაკვდინებელი სროლებისთვის. [მუს- ტაფამ] ასე სამგლოვიარო მსვლელობით გაიარა, იქ [ქალაქში] განა- ლაგა ასი ერთეული ქვემეხი, გენერალ-გუბერნატორად დაადგინა ფერატ ფაშას (Ferat Bassa) მაჰმად ფაშას შვილი (Mahamet Bassa), და- უტოვა 6-ათასიანი ჯარი, რომლებშიც იყვნენ დაქირავებულები და იმ- ავე მაჰმადის მონები, და შემდეგ შირვანისაკენ გაემართა. მაგრამ ისინი, რომელთაც ალეპოდან ათასი [დინარის ღირებულების] მარ- ცვლეული მოჰქონდათ ომპსის (d’Omps) ხალხის (იობის მოთმინების ყოფილი ქალაქის ჰუსის (Hus) 12 ათას 309 ოჯახისა და სირიის სხვა ადგილებიდან, ხედავდნენ, რომ მუსტაფა არ აძლევდა მათ დაბრუნე- ბის ნებართვას, ის მიდიოდა შორეული ქვეყნების გზაზე, არ სურდათ, მიჰყოლოდნენ ჯარს და არც ისინი იყვნენ ვალდებულნი, სირიაში დაბრუნება უნდოდათ. ასეთები იყვნენ სირიელები, პროფესიით კან- ცელარიის მწერლები, ყადები, მოსამსახურენი და მსგავსნი პირნი. ყველა ერთად შეიყარა რიცხვით 1500 კაცი. შირვანისკენ მიმავალ [გვ. 84] მუსტაფას ჯარს გამოეყვნენ და პირი სირიისაკენ იბრუნეს: მათ ხელმძღვანელობდა მისი [ტომაზო მინადიოს,-ავტ.] კარგი ნაცნობი კაცი ნასრედინ ჩელები, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ხორბლის აღალის ტარება. მათ დიდი შიშით მიაღწიეს რა ქვრივის ქვეყნის საზღვრებამდე, ინანეს, რომ არ გაუდგნენ გზას მუსტაფასთან [ერ- თად]. რადგან სამმა ქართველმა სარდალმა (tre Capitani Georgiani, ალექსანდრემ, იუსუფმა და დაუდმა), რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, შეკრიბეს დაახლოებით 3 ათასი კაცი, რომელთა ერთი ნაწილი მზვე- რავად მიჰყვებოდა მუსტაფას ჯარს, ამ საზღვრებზე გასასვლელები შეკვეცეს და იმედოვნებდნენ, რომ შეხვდებოდნენ ან იმათ, ვინც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლო ჯარის მწყობრში მდგარიყო, ან იმ- ათ, ვისაც არზრუმში უნდოდა დაბრუნება: ამრიგად, ისინი [ქართველები,-ავტ.] გადაეყარნენ ზემოხსენე- ბულ სირიელებს და თავს დაესხნენ; ერთხანს ისინი [სირიელები], რაც შეეძლოთ, კარგად იბრძოდნენ, იგერიებდნენ თავდასხმებს, მაგ- - 534 -რამ ნახეს რა ქართველები ბევრად სჯობნიდნენ და თანამებრძო- ლებს შორის მეტ ძალას ვერ ხედავდნენ, გადაწყვიტეს გაქცევით ეშ- ველათ თავისთვის და თავიანთი სიცოცხლე ფეხმარდ ცხენებს მიან- დეს: [რა თქმა უნდა], გაქცევით უფრო გაზარდეს თავიანთი დანაკ- ლისი და გაჩაღდა დიდი ჟლეტა, [ქართველებს] თითქმის ცოცხალი არავინ დაუტოვიათ, გარდა ზოგიერთისა, [გვ. 85] რომელთაც სიცოცხლე ფეხმარდმა ცხენებმა აჩუქეს. მათ შორის იყო ხსენებული ნასრედინ ჩელებიც, რომელიც მამაცურად იბრძო- და, ვიდრე მარჯვენა ხელზე სამი თითი არ დაკარგა, რის შემდეგაც ხმლის ხმარება აღარ შეეძლო. იძულებული იყო, ქართველებისაგან ზურგი ებრუნა და გაქცევით ეშველა თავისთვის. ყველაზე კარგი, რაც მან შეძლო, ის იყო, რომ მახლობლად გზაზე იმკურნალა, ცოცხალმა ჩააღწია ალეპოში, სადაც მიიღო სავიზიროში ოსმან ფა- შამ, რომელსაც კარგად იცნობდა და მან [ფაშამ] დამსახურების შე- საბამისად იგი ჯამაგირით დააჯილდოვა. ახლა მუსტაფამ გადალა- ხა ხრამიანი და მთაგორიანი ადგილები თბილისთან და მეორე დღეს ბანაკად განლაგდა დაბალ და ჭაობიან ველზე. ამ დროს მასთან მო- ვიდნენ ელჩები განცხადებით, რომ მათი ბატონი, ლევანტოღლი [კა- ხეთის მეფე ალექსანდრე, ავტ.], მზად არის, დაარწმუნოს და პირა- დად დაუდასტუროს ერთგულება, რომელსაც ყოველთვის ატარებდა თურქთა ხელმწიფის მიმართ. მუსტაფამ კარგად მიიღო ისინი და სი- ხარულით მოუსმინა ამ განცხადებას. ელჩები მაშინვე გაისტუმრა და სთხოვა მოეპატიჟათ [კახეთის მეფე] ალექსანდრე, რამდენადაც მას- თან მეგობრობა სასიამოვნოდ და ძვირფასად მიაჩნდა. როდესაც ეს ქრისტიანი ელჩები წავიდნენ თავიანთი ბატონის მოსაყვანად, მუს- ტაფამ განკარგულება გასცა, რომ ყველა მეთაური სიხარულით შეხ- ვედროდა სტუმარს. მართლაც, ლევანტოღლის მოსვლა საზეიმო ვი- თარებაში აღინიშნა. და შემდეგ კი, მან [ალექსანდრემ] მუსტაფას უბოძა საუკეთესო საჩუქრები, თანაც უხვად მოაყოლა ხატოვანი ტკბი- ლი სიტყვები, როგორიც გადმოიფრქვევა ხოლმე დამორჩილებუ- ლის ბაგიდან. [სულტან] მურადს [გვ. 86] უწოდებდა თავის უფალს, ალერსიანად უსაყვედურებდა მუსტა- ფას, რომ მან მის მიწა-წყალზე არ გაიარა, სადაც შეეძლო დამტკბა- - 535 -რიყო ყოველგვარი სიკეთით, ენახა პურის სიუხვე და მიეღო ჯარი- სათვის საჭირო სანოვაგე. მუსტაფამ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეც- დომას შირვანიდან დაბრუნების დროს გამოასწორებდა. ლევანტოღ- ლი ეფიცებოდა, მზად ვარ, მთელი ჩემი შეგნება ოსმალეთის სამსა- ხურს მოვახმაროო, თუმცა საკმაო მიზეზების გამო არ შემიძლია გავყვე ჯარს შირვანში, მაგრამ შემდგომში მზად ვიქნები, ყველგან გეახლოთო. [ალექსანდრემ] გამოთხოვებისას კიდევ ერთხელ სთხო- ვა ყველა არსების შემქმნელს, [არ მოეკლო] მისთვის [მუსტაფასთ- ვის, ავტ.] წყალობა და მისი კეთილდღეობის გამრავლება; ერთხელ კიდევ შესთავაზა დაბრუნებისას მის მამულზე გავლა და გამოეთხო- ვა. მუსტაფამ ძღვენი მიიღო, სამაგიეროდ აჩუქა [ალექსანდრეს] ლასტი ფარი, ოქროქსოვილი ტანისამოსი, თავი დაუკრა მედიდუ- რად და ზვიადად, დაბოლოს დაჰპირდა ქრისტიანების ამ ბელადს, რომ უკან დაბრუნებისას გამოუვლიდა და გაისტუმრა. გასტუმრები- სას ცერემონიალი, მუსტაფას ბრძანებით, ნაკლები ბრწყინვალებით აღინიშნა. თურქეთის ჯარმა სვლა დაიწყო შირვანის მიმართულე- ბით და თბილისის დატოვებიდან თორმეტი დღის განმავლობაში მიდიოდნენ დაბალ, ტალახიან გზებზე და ჭაობიან ადგილებში, ძნელ- საცნაური ხელჯოხებით, ბოლოს მიაღწიეს მედის (de’Medi) შირვანე- სად (Sirvanesi) წოდებულის საზღვარს, მდინარე კანაკის (Canac) გვერ- დით, რომლის შესახებაც საქართველოს, სომხეთისა და ატროპატი- ის (Atropatia) აღწერისას მოკლედ, მაგრამ ნათლად ვთქვით. აქედან, ამ მდინარის მაღლა, დაღლილმა თურქებმა ერთი დღე შეისვენეს. მეოთხე დღეს ქალაქ შაქის (Sech), ქართული ტერმინით შირვანე- სის (Sirvanesi – შირვანი), შემახას (Sumachia) მახლობლად [გვ. 87] მცხოვრებლები მივიდნენ მუსტაფასთან და ვასლობა და ქვეშევ- რდომობა შესთავაზეს. ყველა ბედნიერი იყო და ზოგიერთ მათგანს, აბრეშუმითა და ოქროქსოვილით შემოსილს, ყოველმხრივ დაცვას დაჰპირდნენ… [გვ. 99] მას შემდეგ, რაც მან დატოვა შაჰამალი (Sahamal), მუსტაფა ისევ წა- ვიდა. ის ღამით მიდიოდა, რათა დრო არ დაეკარგა, მაგრამ ნახა, რომ გზა დაებნა და არ იცოდა, საით მიდიოდა, უკვე გაიარა რთული ადგი- ლები და მიიწევდა [წინ] მეტად მძიმედ. ამიტომ მუსტაფა იძულებული - 536 -გახდა, დაეცა კარვები, დალოდებოდა ახალ დღეს, რომელიც მაშინ გაცხადდა, როცა შევიდა ლევანოღლის ქვეყანაში. ამიტომ მუსტაფამ სასწრაფოდ მისცა მთელ ჯარს განკარგულება, რომ არავის გაებედა ალექსანდრეს ქვეყანაში ვინმეს სიცოცლის ხელყოფა, სიმშვიდის დარ- ღვევა, თითოეული ვალდებული იყო, მათთვის პატივი მიეგო და კარ- გად მოჰქცეოდა. მომდევნო დღეს ის შეუჩერებლად აგრძელებდა მოგ- ზაურობას სკენდერის (Schender – ალექსანდრეს) ქვეყანაში, არ აკ- ლდა სარჩო-საბადებელი; მით უმეტეს, რომ ამ დღეს ძაგემიდან (da Za- ghen – ზაგემიდან) ალექსანდრეს ელჩებიც მოვიდნენ დიდძალი დოვ- ლათით, საქონლით, ხორბლეულით, ხილითა და სხვა გამაგრილებ- ლებით [შარბათით], რომელიც მან [ალექსანდრემ] გამოუგზავნა გენე- რალს [სარდალს]. [ალექსანდრე] ბოდიშს იხდიდა, რომ პირადად ვერ ეახლა ავადმყოფობის გამო. მუსტაფა კმაყოფილი დარჩა, ქალაქი ძა- გემი მარჯვნივ მოიტოვა, ალექსანდრეს გამოგზავნილი ხალხისგან გამცილებლები აიყვანა და თბილისისკენ გაემართა. ალექსანდრეს მეგზურებმა სამ დღეში ისე მიიყვანეს თბილისში, რომ ჯარს არც შიმ- შილი, წყურვილი და არც სხვა უსიამოვნება არ განუცდია, ხოლო მეგ- ზურები მუსტაფასაგან კმაყოფილები დაბრუნდნენ. [იმ გარნიზონში], რომელიც მუსტაფამ თბილისში დატოვა, ისეთი დიდი შიმშილი ჩამო- ვარდნილიყო, რომ ძაღლებს, კატებსა და ცხვრის ტყავებს ჭამდნენ. ასეთი ამბები ახალი არ იყო, არამედ – ჩვეულებრივი; [გვ.100] ბევრს ეავადმყოფა, ბევრიც გარდაცვლილიყო, რადგან [ციხის უფროსმა] მაჰმად ფაშამ (Mahamet Bassa) მტრის შიშით მათ ციხესი- მაგრიდან სანოვაგისათვის გამოსვლა აუკრძალა, რომელიც საიმ- ედოდ გადაემალათ უსაფრთხო ადგილას იქაურ მცხოვრებლებს. [ეს ამბავი] ჩემთან სამკურნალოდ მოსულმა არაერთმა ძალიან ცნო- ბილმა ქართველმა დამიდასტურა. მაგრამ მუსტაფამ სიტყვებით, ფუ- ლითა და საკვებით ყველას ძალების აღდგენისკენ მოუხმო, დარჩა იქ ორი დღე და გაემართა იმ სოფლებისაკენ, რომლებიც ამ ქალაქს [თბილისს] ექვემდებარებოდა, რათა ყველაფერი ცეცხლისა და მახ- ვილისათვის მიეცა. ასეც გააკეთა. მათ აკლდამებისთვის [საფლავე- ბისთვის] არ უხლიათ ხელი, რომელშიც სიმონის წინაპართა ძვლები და ფერფლი განისვენებდა. მხოლოდ ისინი გადაურჩნენ თურქების მძვინვარებას. მეორე დღეს [მუსტაფა და მისი ჯარი] გაემართა ალ- - 537 -პურ მთებს შორის, სადაც მოუხდა ათასი სირთულის გადალახვა, რადგან ჯარი დიდი თოვლის გამო ძნელად იკიდებდა ფეხს, ხოლო ძირს დაშვებისას ბევრი ჯარისკაცი, ცხენები, აქლემები და ჯორები დაიღუპნენ. ეს წამება ორი დღე გაგრძელდა. ჯარი დაიბნა, დაივ- იწყა ყოველგვარი შიში მტრის ქვეყნის წინაშე და უკანმოუხედავად დაეშვა მთის კალთებზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ სად ეწყობო- და ღამის გასათევად – ტყეში, ქოხში თუ ველზე, ოღონდაც კი თოვ- ლისა და ქარბუქისაგან თავი დაეცვათ. მაგრამ ზოგიერთ ქართველ სარდალს თურქების ჯარში მუდამ ჰყავდა ჯაშუში [გვ. 101] და როცა მათ [თურქების ჯარს] ერთ საღამოს დისკომფორტი შე- ექმნათ, ისინი ჩუმად გამოიპარნენ და თვალს ადევნებდნენ გზას, უცდიდნენ ხელსაყრელ დროს, რათა ღამით ჩუმად მიახლოებოდნენ მათ, აეჩეხათ თურქები და მოწინააღმდეგის სისხლით გამძღარიყ- ვნენ. და ბოლოს, როცა შეამჩნიეს, რომ ჰუსეინ ბეი, ჯამბულატ ნაყო- ფიერის (ნაყოფიერს ვამბობ იმიტომ, რომ სხვადასხვა ცოლისაგან ჰყავდა 86 მემკვიდრე) შვილი, ჩემი ნაცნობი და მეგობარი, რომელი- ღაც მთებს შორის განმარტოვდა, რათა ქარისაგან თავი დაეცვა, მოთვალთვალეები მიხვდნენ, რომ ეს ბრწყინვალე საშუალება იყო ნადავლის ხელში ჩასაგდებად. ამიტომაც თავს დაესხნენ დაბანაკე- ბულებს, მოკლეს ყველა მსახური, წაართვეს ბლომად ფული და ტან- საცმელი, წაიყვანეს ყველა ცხენი. თვითონ ჰუსეინ ბეიმ ძლივს მოას- წრო ხელიდან გასხლტომა და ბეირან ფაშას ბანაკამდე მიაღწია. და ალბათ ის ქართველთა მსხვერპლი გახდებოდა, თუკი ჰალა ბეი, ალ- ეპოს სპაჰინი (Spahini d’Aleppo), ზაინთა (Zaini) მეთაური, უხუცესი თურ- ქთა შორის, საოცრად კეთილი, გულმხურვალე, თავისუფალი მოქა- დაგე, იარაღში გამოწრთობილი, რომელიც მის შესახვედრად წამო- ვიდა ალეპოდან, მას გზას არ უჩვენებდა. თურქების ადგომამდე ქართველები ბრწყინვალე ნადავლით წა- ვიდნენ და [ჰუსეინ ბეიმ] შეძლო უშიშარ ადგილას წასულიყო. მეორე დილით ბანაკი აიშალა და საღამოს მიადგა ციხესიმაგრე ყიურყა- ლას (Chiurchala), სადაც მთელი დღე იმარაგებდა პროვიანტს. [გვ.102] ამისათვის ბევრი მსახური გააგზავნა ზემოხსენებული ციხის სოფ- ლებში. გარკვეულ დროს მუსტაფასთან სიმონის შვილიშვილის სახე- ლით ელჩები მოვიდნენ, რომელთაც აცნობეს (თუ ეს მისი სურვილი - 538 -იქნებოდა, თუ ის მოიწონებდა), რომ მათ სინიორს (ხელმწიფეს) უნ- დოდა მისულიყო, მისალმებოდა და ვასალობა შეეთავაზებინა. გა- ხარებულმა მუსტაფამ ისინი საჩუქრებითა და თავაზიანი სიტყვებით გაისტუმრა. ასევე აგრძნობინა, რომ მისთვის ძალიან დასაფასებე- ლი იყო მათი მოსვლა, მაგრამ, მიუხედავად მთელი დღის ლოდინი- სა, არავინ გამოჩენილა; პირიქით, ვინც სოფელში იყვნენ გაგზავ- ნილნი რაიმე საჭმელ-სასმლის მოსატანად, უმოწყალოდ, ნაკუწ-ნა- კუწ აჩეხეს, რამაც მუსტაფას უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ნიშნავდა, რომ მოატყუეს ცრუ ელჩებმა, რომლებიც დახვეწილი და ბრძენი მზვერავები აღმოჩნდნენ. ამ ადგილიდან ჯარი, ისეთივე მში- ერი გაემგზავრა საქართველოს სხვადასხვა ადგილსა და ძნელად სავალ მთებს შორის, და, ბოლოს და ბოლოს, დიდი სიმშვიდით, ჩა- აღწია თურქეთის საზღვარზე რამადანის დღესასწაულის დღეს. ქვრი- ვის ტერიტორიაზე [სამფლობელოში] შესასვლელად აუცილებელი იყო ვიწრო მთების გავლა, სადაც ღრმა დაბლობზე ათასჯერ უხვევს [მიიკლაკნება] მდინარე. [ეს ისეთი] ვიწრო და ძნელი ადგილია, რომ ორი ადამიანი გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს. ამ ვიწრო, უხშირეს და მთაგორიან ტყეებს შორის ხსენებული მდინარე მეორე დღეს, დი- ლით, აზვირთდა, ნაპირებიდან გადმოვიდა, მიედინებოდა ამ მთებს შორის და თან მიჰქონდა ხეები, ყინულის ნატეხები, ქვები, რომლის გამო მრავალი აქლემი, ჯორი და ცხენი, ასევე საპალნე, უნაგირი აბ- ობოქრებულმა მდინარემ ჩაძირა. [გვ.103] მრავალ გაჭირვებაგამოვლილი [მუსტაფა], მტრის თავდასხმებით მთლად დაქანცული და შიმშილით დაუძლურებული ჯარით, მეორე დღეს წავიდა. ბოლოს და ბოლოს, მან მიაღწია ქვრივის სამეფოს ციხე-კოშკს, რომელსაც ალთუნყალა (Altuncala) ერქვა. აქ მან მიიღო ყველა სასურველი დახმარება და ძალები აღიდგინა იმ განსაცდე- ლის შემდეგ, რომელიც ყიურყალადან (Chiurchala) აქამდე, იმ ექვს დღეში გამოიარა გზაზე, რომლის გავლასაც, ჩვეულებრივად, სწორი გზით ერთი დღე უნდა ხოლმე. ქვრივი [დედისიმედი] თავის უფროს შვილთან, ალექსანდრესთან [იგივე ყვარყვარე] ერთად გამოვიდა ციხე-კოშკიდან და მასთან [ალექსანდრესთან] ერთად მუსტაფას კა- რავში ეახლა სხვადასხვა საჩუქრით, თან ერთგულებასა და მორჩი- ლებას დაჰპირდა. - 539 -მუსტაფამ ის [დედისიმედი] თავაზიანად მიიღო და აგრძნობინა, თუ რა კარგად ეპყრობოდა მანუჩარს, რომელიც მას თან ახლდა შირვანში, რაც შვილმა თავადაც დაუდასტურა დედას. მართალია, მუსტაფა მალავდა მის [ალექსანდრეს] მიმართ რაღაც გულისწყრო- მას, მაგრამ ქვრივის მეორე შვილი გულში ჩაიკრა და დედისიმედს სთხოვა, ისიც მასთან დაეტოვებინა. არწმუნებდა, რომ მისი ორივე ვაჟი აღტაცებული დარჩებოდა, რადგან მუსტაფას სურდა, ისინი კონ- სტანტინოპოლში მურადთან გაეგზავნა წყალობის წერილებით, რომ- ლითაც ამცნობდა იმ დამსახურებისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც მისი ჯარის მიმართ გამოიჩინეს; რისთვისაც სულთანი მათ პატივის- ცემით მიიღებდა, ასევე, აღავსებდა და გაამდიდრებდა თავისი წყა- ლობით. ქვრივი, მართალია, სულით ხორცამდე შეძრა სტუმრის სიტყვებმა, მაგრამ არ შეიმჩნია და მუსტაფას, პირიქით, აგრძნობი- ნა კიდეც, თითქოს ბედნიერი დარჩა ამ შემოთავაზებით და თავაზი- ანად მისცემდა [გვ. 104] იმას, რაც უეჭველად უნდა დაეთმო, ვინაიდან მეორე შვილი უკვე მუსტაფას ძალაუფლებაში იყო, ასევე მის ხელში გახლდათ მთელი მათი ქონებაც; ქვრივმა [დედისიმედმა] დაუტოვა მას [მუსტაფას] თა- ვისი ორივე შვილი და დაბრუნდა თავის ციხე-კოშკში. მას შემდეგ, რაც მუსტაფამ აქ თავისი ჯარით მთელი ორი დღე დაჰყო და არ უგ- რძვნია თავი უხერხულად, გაემართა ყარსისკენ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რადგან იმყოფებოდნენ უსაფრთხოდ კონფედერატთა ქვე- ყანაში და უკვე აღარ ჰქონდათ მტრის შიში. ისინი გაიყვნენ სხვა- დასხვა ჯგუფებად; წავიდნენ ხუთ-ხუთად, ოც-ოცად, ორმოცდაათ- ორმოცდაათ კაცად, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობ- დნენ თავს. პირველ დღეს [მუსტაფა] დაბინავდა კლისკაში (à Clisca – ახალციხეში), ქვრივის მხარეში, სადაც, რასაც კი მოისურვებდნენ, ყველაფერი უხვად ჰქონდათ; აქ მან რომელიღაც მკაცრი მთების ძირში იპოვა თავშესაფარი, საიდანაც ორი დღე განუწყვეტლივ მი- დიოდნენ დიდი გაჭირვებით და რამდენიმე გზაზე გაიყინა. შემდეგ მივიდნენ მესეარდაკანში (Messeardachan – ალბათ, არდაგანი), სა- ქართველოს ყოფილ მხარეში,[რომელიც] ახლა თურქისაა. აქედან [მივიდნენ] თურქების ბიუკარდაჰანში (à Biucardachan), სადაც იდღე- სასწაულეს რამადანი, რაც უწინ მათ ვერ შეძლეს. აქედან გაემარ-
თნენ ოლთის [ოლთისის, ავტ.] ციხესიმაგრეში, რომელიც ასევე თურ- ქების ხელშია, და სადაც იმყოფება სანჯაკო (Sangiacco –სანჯაყი), რომელიც სარდლობს ხსენებულ ადგილებს. ეს რაიონი ყველაზე მდიდარია და კარგი მდებარეობა აქვს. [ეს მათთვის] ძალიან მო- ხერხებული იყო და ოლთისიდან (D’Olti) ნევერვანის (di Nevervan) გზაზე რამდენიმე ნაბიჯში ორი დღე დარჩნენ. ისინი მივიდნენ ასევე თურქების კუთვნილ ციხესიმაგრე ჰასანკალასში (Hassanchalas – ჰა- სანყალაში), რომელსაც ახლა პასინი (Passin) ჰქვია, ხოლო შემდეგ მივიდნენ ერზერუმში ჯარის დიდი ნაწილით, რომელიც მუსტაფამ დაუყოვნებლივ დაითხოვა ყოველგვარი დავალების გარეშე. ისინი ყველანი თავ-თავიანთ ადგილებში დაბრუნდნენ, ხოლო მუსტაფა ერზერუმში დარჩა, [გვ. 105] საიდანაც [მან] გაგზავნა ვოლაკი (Volachi) სულტანთან უამრავი ცნობით იმ ყველაფრის შესახებ, რაც გაკეთდა, თუმცა ის მუდამ იმ- აზე მეტად წარმოაჩენდა თავის ნამოღვაწარს, ვიდრე სინამდვილე- ში იყო. ის წერდა, რომ აიღო თბილისი, რომელიც თავისი სიდიად- ითა და სილამაზით დამასკოს მსგავსი იყო. გარდა ამისა, რომ ის [თბილისი] ძალიან ძლიერი იყო; რომ მან იბრძოლა სპარსელებთან; დაიმორჩილა ქართველები და შირვანელები; დააშოშმინა კონსტან- ტინოპოლი და საბერძნეთი; ერესში (in Eres – არეზში) სიმაგრე ააგო, ამ ქალაქში დატოვა ჯარი და კაიტას ფაშა (Caitas Bassa), ხოლო შე- მახაში – ოსმან ფაშა (Osman Bassa); და, ბოლოს, ყველაფერი, რაც მან [მუსტაფამ ] გამოიარა, რაც მტრებს წაართვა, წუხდა იმის გამო, რაც მურადს შესთავაზა და აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდა მო- მავალ წელს ახალი ადგილების დასაპყრობად და მოამზადებს თუ არა ახალ ღონისძიებებს ძირითადად ყარსში (di Chars). ეს, ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელი ადგილი იყო საქართველოსა და სომხეთისაკენ ნებისმიერი გადაადგილებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან ნაყოფიერი ადგილი – ადამიანური რესურსებისა და პროვიანტის შესაძენად. მან [მუსტაფამ] ზემოხსენებულ მეფეს [სულ- თანს] გაუგზავნა ქვრივის ორივე შვილი, მანუჩარი და ალექსანდრე. მას [სულთანს] მისწერა, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთ- ონ, რასაც ის [სულთანი] მათ დააკისრებს. მათ თავიანთ ქვეყანაში [სამშობლოში] შესანიშნავად და მეგობრულად მიმიღეს; მუსტაფას - 541 - არ დავიწყნია ორივეს შესახებ მიეწერა, კერძოდ, რომ მანუჩარს უკ- ეთესად უნდა მოპყრობოდა, რადგან ის საუკეთესოდ მოიქცა, უფრო ხალისიანად ჩადგა მის სამსახურში. ალექსანდრეზე კი ხმა დადის, [გვ.106] რომ ფურაჟზე წასულ თურქებზე და საქართველოში სირიელებზე თავდასხმის საქმეში მისი ხელი ერიაო. ის მაღალ შეფასებას აძლევდა მეფეს [ალბათ მანუჩარს], მუსტა- ფასადმი გამოჩენილი გულმოდგინებისა და სათნოების გამო. [სულ- თანი] ფიქრობდა ამ უფლისწულის შესახებ და იმაზეც, რომ ეს შეიძ- ლება დასაწყისი გახდეს და ისე განვითარდეს, რომ მნიშვნელოვანი მიწების შეძენით დასრულდეს, რაც გაზრდის მის სამფლობელოს. ეს კი მას [მანუჩარს] იმედს მისცემს, რომ ამ გზით გაამრავლოს თა- ვისი პაპების დიდება. რამდენადაც მეტად იყო მიმართული მისი [სულტნის] აზრები ამ ომისაკენ, მით უფრო ნაკლებად ფიქრობდა, რომ ევროპა [მასში] თავისი იარაღით ჩაერეოდა. მაგრამ დადგა დრო, მივუბრუნდეთ იმის მოყოლას, თუ რა მოხდა შირვანში (in Sirvan), სადაც, როგორც ვთქვით, ერესში (in Eres – არ- ეში] დატოვეს კაიტას ფაშა [Caitas Bassa), ხოლო შემახაში – ოსმან ფაშა [Osman Bassa] ბრძანებით, რომ მას მოეხმო მის დასახმარებ- ლად თათრებისათვის. ვამბობ, რომ თათრებმა უკვე დატოვეს მეოტ- იდას ჭაობი და შავი ზღვის ციცაბოები, გადალახეს კოლხიდის უღ- ელტეხილის დაღმართი გაიარეს კავკასიის ფერდობების გვერდით და შირვანის საზღვრებს მიადგნენ და აქ დაელოდნენ თურქების და- ძახებას, რომლებმაც მიიწვიეს ნადავლზე და გამარჯვებაზე. სარდალი აბდილკირაი (Abdilchirai Capitano), თათართა სამთავ- როს ძირძველი უფლისწული და კარგი წყობის ახალგაზრდა (რო- გორც მურადმა მისცა სახელწოდება თათარხანს მაჰმუდისა), დაახ- ლოებით 30 ათასი ჯარისკაცით მოდიოდა და, როგორც თურქს, ძა- ლიან სურდა, ბრძანებისამებრ, ეცადა ყველაფერი მურადის სახე- ლით. ამიტომ გამოიხმეს ოსმანი და მიიწვიეს, რათა განემტკიცებინა თავისი მეფის ხელი და დახმარებოდა ამ უფლისწულს დიდების მოხ- ვეჭაში, ასევე, ყველა საშუალება გამოეყენებინა გამარჯვებისთვის. [გვ. 123] სულტან მურადს განზრახვბა ჰქონდა გაზაფხულზე სპარსეთში ელაშქრა და თავრიზი დაეკავებინა, მაგრამ... ეს გეგმა სირთულეებ- - 542 - თან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, ანგარიშგასაწევი იყო გზა, რადგან ჯარის ხიფათში ჩავარდნის დიდი საშიშროება არსებობდა. ...ამურატს უფრო მეტად აფიქრებდა ქართველთა მოქმედება. იგი [სულტანი] შორს იყო იმ აზრისაგან, რომ საქართველოზე დაყრდნო- ბა შეიძლებოდა. მას [სულტანს] ყველაზე მეტად დაუდის [დაუდ-ხა- ნის] ხრიკებისა და სიმონის მოსვლის ეშინოდა, რადგან შესაძლებე- ლი იყო, როცა მისი ჯარი თავრიზისაკენ წავიდოდა, მისთვის ორივე მხრიდან ქართველებსა და სპარსელებს დაერტყათ და უნუგეშო მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ეს შეიძლება მომხდარიყო ყოველ ჯერზე, როცა მას მოუხდებოდა მაშველი ჯარის გაგზავნა ციხესიმაგ- რეში. სულთანმა გარკვევით, წერილობით დაავალა მუსტაფას, რომ მის განზრახვაში შედიოდა გაზაფხულისათვის დაემზადებინა საჭი- რო მასალები ციხესიმაგრეების ასაშენებლად არზრუმიდან საქარ- თველოში მიმავალ გზებზე, რათა უზრუნველეყო ეს გზები და ადგი- ლობრივები მორჩილებაში მოეყვანა.... [გვ. 124] მუსტაფამ დიდი მონდომებით მოკიდა ხელი სამზადისს და თურ- ქთა ყველა მხარეში გაიგზავნა განკარგულებები მშენებლობის ოს- ტატების შესაგროვებლად, ასევე, დაიწყეს დიდძალი სახსრების შეგ- როვებაც.... ამ დროს კონსტანტინოპოლში მუსტაფას მიერ [მურადთან] გაგ- ზავნილი ორი ქართველი, ქვრივის [დედისიმედის] შვილები პორტა- ში მიღებას ელოდებოდნენ და თავიანთ გაურკვეველ მომავალზე ფიქრობდნენ. რაც შეეხება ალექსანდრეს, ის ვარაუდობდა, ვინაიდ- ან წლოვანებით უფროსი იყო, რომ სწორედ მას მიანიჭებდნენ მმარ- თველობის სრულ უფლებას. მით უმეტეს, როცა დედამ მას უკვე გა- დასცა სამფლობელოები. იმედი ჰქონდა, რომ ამ უფლებას ამურატი [სულტანი მურადი] განამტკიცებდა. ასევე ვარაუდობდა, რომ ამურ- ატი თავისი დიდსულოვნების შესაფერის სიკეთეს მიუზღავდა მანუ- ჩარს, მაგრამ თუკი ალექსანდრეს სარწმუნოების გამოცვლის წინა- დადებით მიმართავდა, არავითარ შემთხვევაში იგი ლაქას არ მოს- ცხებდა თავის სულს ასეთი სამარცხვინო სულმდაბლობით... [გვ. 125] …პირიქით, უმცროსი მანუჩარი, რომელმაც გასულ წელს მუსტა- ფასთან ლაშქრობის მძიმე გზა გაიარა, მეომრის აშკარად გამოხა- - 543 - ტული თვისებები გამოავლინა, მოხიბლული იყო იმ აზრით, რომ შე- საძლებლობა ეძლეოდა, დედის მამულებს დაჰპატრონებოდა და მბრძანებელი გამხდარიყო. [მანუჩარმა] გადაწყვიტა, გამოეყენებ- ინა ყველა შესაძლებლობა, რათა უბრალო კარისკაცად არ დარჩე- ნილიყო. არც იმას მოერიდებოდა, რომ უფროსობის, პირმშოობის უპირატესობა წაერთმია თავისი ძმისთვის და ამით მემკვიდრეობას დაჰპატრონებოდა, თუნდაც მშობლიური სარწმუნოების დაკარგვის ფასად. მისი სურვილი იყო, მოეპოვებინა წარმავალი დიდება და სიმდიდრე. ამურატს [მურადს] კი არა, ეშმაკსაც დაუდგებოდა მსახუ- რად, ოღონდ არამც და არამც არ უნდა დაეთმო ძმისათვის პირვე- ლობა. შეიძლება სწორად ფიქრობდა ზოგიერთი, რომ მას მუსტაფა საიდუმლოდ ჩააგონებდა ძმის დაღუპვას. [გვ. 126] ძმებისთვის დასმულ კითხვაზე: სურთ თუ არა მიიღონ მაჰმადის სჯული, მანუჩარმა უპასუხა: მსურს და ჩემი სურვილი სხვა არაფ- ერია, თუ არა გავხდე მსახური ასეთი დიდი მბრძანებლისა და ვმარ- თო ჩემი სამფლობელო მისი სამსახურისა და მფარველობის სხივ- ქვეშ. ალექსანდრემ [ყვარყვარემ] კი, პირიქით, თუმცა იცოდა, რომ ეთხოვებოდა მამულების მმართველობას, მაინც არ ისურვა ჩაედინა ისეთი უღირსი საქციელი, როგორიცაა რწმენიდან განდგომა. მხო- ლოდ ერთი რამ ითხოვა: მას, როგორც მემკვიდრეობამოკლებულს, უბრალო ცოდვილ ჯარისკაცს, სიკვდილის შემთხვევაში არ ეთქვას უარი, მშობლიურ მიწას მიაბარონ და დამარხონ თავისი პაპების საძვალის გვერდით. სამაგიეროდ, ამურატს [მურადს] მორჩილებას, ხოლო ძმას კი სიყვარულსა და პატივისცემას ჰპირდებოდა. ამურატ- ისათვის სასურველი იყო, რომ მანუჩარი ამაზე დათანხმებულიყო, რადგან ეშინოდა, რომ ალექსანდრე [ყვარყვარე], როცა ადგილზე აღმოჩნდებოდა, მანუჩარის მოკვლას შეეცდებოდა და სამთავროს ურჩობის გზაზე დააყენებდა. როცა მანუჩარი ამაზე დათანხმდა, ამურატი კმაყოფილი დარჩა, რადგან სამფლობელო საიმედო კაცის ხელში ხვდებოდა. ამასთანა- ვე, აფიქრიანებდა საკუთარი უშიშროების შენარჩუნება. ამგვარად, მანუჩარს შეუსრულეს წინადაცვეთა, მიიღო სახელი მუსტაფა, ფაშის ტიტული, ალთუნყალას გუბერნატორობა, ასევე, დედისა და ძმის სა- კუთრებაში არსებული ყველა მამული, რასაც ასე ელტვოდა. სერა- - 544 - ლი ზეიმობდა. ალექსანდრე [ყვარყვარე] გადასცეს ძმას, რომელიც უკვე თურქი [მუსლიმი] გახდა. ორივე სასახლისკენ გაემართა. [მანუ- ჩარმა ისლამი მიიღო და წინადაცვეთა გაიკეთა. ეს სულთანმა დიდი ზეიმით აღნიშნა. მანუჩარმა ერთგულების ნიშნად თავისი შვილი მი- სცა სულტანს. როცა ძმები უკან დაბრუნდნენ, გზაში მანუჩარმა მო- წამლა თავისი ძმა ყვარყვარე და გზაშივე გარდაიცვალა. [გვ. 127] ....ამ ხანობას სპარსეთის შაჰი ჯარს ამზადებდა თბილისის მო- საშველებლად, რადგან თურქები კვლავ მიემართებოდნენ საქარ- თველოსკენ. სწორედ ამ დროს სიმონ მეფე კაჰაკას ციხეში იყო გა- მოკეტილი. მიუხედავად დიდი ხნის პატიმრად ყოფნისა, მან კარგად იცოდა საგარეო პოლიტიკასა და სამხედრო საქმიანობაში რაც რამ ხდებოდა მის ქვეყანაში. მიხვდა, რომ ახლა ეძლეოდა შემთხვევა მოეპოვებინა შაჰის კეთილი განწყობა და მიეღწია საპატიო მდგო- მარეობისათვის... [გვ. 128] ....მისი [სიმონის] აზრით, შაჰს შეეძლო მისალმებოდა მის წინადა- დებას, თუკი ისეთი ცნობილი მეომარი, როგორიც თვითონაა, ამას- თანავე, ახლობელი ნაცნობიც, პრაქტიკული შესაძლებლობით თურ- ქებს ზიანს მიაყენებს საქართველოში... სიმონმა თავისი აზრი მიაწ- ვდინა შაჰის ყურამდე... სიმონი შაჰის წინაშე გმობდა ძმის [დაუდ-ხა- ნის] სამარცხვინო გაქცევას და ჰპირდებოდა თავისი იარაღის წარ- მატებას... სიმონი ელოდა, რომ გამოიძახებდნენ იქ [საქართველოში] წასვლის თაობაზე, რადგან მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ავტო- რიტეტი, შეკრიბოს რაზმი, რადგან, როგორც მოგახსენეთ, თავის ძმა- ზე, დავითზე უკეთ შეძლებს ქალაქის დაცვას და თურქების დაძლე- ვას, რომლებიც აუცილებლად გაემართებიან თბილისისაკენ. ამაზე დიდხანს არ უფიქრია. მან განცხადება გაუგზავნა [შაჰს], რომელშიც მისი სურვილი იყო გამოთქმული. კაჰაკაში ტუსაღად ყოფნისას სი- მონი ტკბებოდა ისმაილთან, თამაზის შვილთან, მუდმივი ურთიერ- თობით, რომელიც მამამისმა აქ გადაასახლა. მათი ურთიერთსიმპა- თიები ნელ-ნელა მტკიცე, თანაზიარ მეგობრობაში გადაიზარდა. ამ მეგობრობაში ბევრი რამ აღმოჩნდა ურთიერთსიყვარულით დამა- კავშირებელი. როგორც ისმაილს მიაჩნდა იგი მეგობრად და მოხიბ- ლული იყო სიმონის ზრდილობიანი მანერებით, ასევე სიმონი გამო- - 545 - ხატავდა აღტაცებას ისმაილის სულის სიდიადით და მის ერთგულად მოჰქონდა თავი. აქედან დაიბადა ერთმანეთის მიმართ განსაკუთრე- ბული სიყვარული. ამგვარად გრძელდებოდა, მაგრამ სიმონი (არ ვი- ცი, სოფიზმით მოატყუეს, თუ პირფერობით აცდუნეს) ხსენებულმა ირ- ანელმა უფლისწულმა დაარწმუნა, უარი ეთქვა თავის სარწმუნოებ- აზე და მიჰყოლოდა ამ ბარბაროსულ ცრურწმენას. როგორიც არ უნ- და ყოფილიყო მიზეზები, რაც მართლაც საკმაოდ იყო, შეუძლებე- ლია ვაჩვენოთ, რამ გამოიწვია ბერძნული სარწმუნოების ასეთი ურ- ყევი დამცველის, მისთვის თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამ- თმობის, სიმონის სულის მობრუნება. მაგრამ ჩანს, რომ ამ მოულოდ- ნელ ამბავზე სამი ძალიან ძლიერი მიზეზი მოქმედებდა: სამუდამო პატიმრობა, რომლისგანაც, როგორც მან იცოდა, სარწმუნოების შეც- ვლის გარეშე თავის დაღწევას ვერ შეძლებდა; ისმაილთან მეგობ- რობა; ვსაუბრობ მეგობრობაზე, რომელსაც უნარი შესწევს, ადამი- ანის ბუნებაც კი შეცვალოს, არამცთუ რწმენა; და უმაღლესი პატივი, რომელსაც ხსენებული ისმაილი სიმონს ყოველდღე ჰპირდებოდა, როცა მას ტახტზე მეფედ აყვანას შესთავაზებდნენ. [გვ. 129] ასეთ ურთიერთერთგულებაში იყვნენ, როცა გარდაიცვალა თამა- ზი და ისმაილი ყაზვინში მიიყვანეს, სადაც შეხვდნენ საოცარი ზეიმ- ით და [გამოაცხადეს] მამამისის ყველა სამფლობელოს მეფედ; ყვე- ლა იმ ადამიანს შორის, ვინც ხსენებული მეფისათვის ძვირფასი იყო, მის გონებაში დარჩა სიმონის ურყეობა და სახელოვანება, რო- მელიც მისი ხათრით წინადაიცვითა და მუსლიმი გახდა. არაერთი სხვა რამ შემორჩა მის მეხსიერებას [სიმონზე] და ძალიან უნდოდა, აღევსო ის პატივითა და ჯილდოებით უფრო მეტად, ვიდრე ამას თვი- თონ [სიმონი] ითხოვდა. მაგრამ [ისმაილის] მოულოდნელი და უეც- არი სიკვდილი იყო იმის მიზეზი, რომ სიმონი დარჩა ყოველგვარი განდიდების გარეშე და ბედნიერი იყო ასეთი მდგომარეობითაც, რადგან დიდად სასიხარულო თავისუფლებას ეღირსა. ისმაილის გარდაცვალების შემდეგ, სიმონი სხვადასხვა აზრმა შეიპყრო: რა იქნება მისთვის უკეთესი, დარჩეს ყაზვინში და დაელ- ოდოს ახალი მეფის [ტახტზე] ასვლას თუ მოემზადოს წასასვლე- ლად, რათა დაიბრუნოს მიტოვებული სარწმუნოება და დაგდებული ქალაქი; დაბოლოს, რამდენიმე [ხნის] შემდეგ, მან დაასკვნა: უმჯო- - 546 - ბესია იყოს უსაფრთხოდ და თავისი საქმიანობით პატივისცემა მო- იპოვოს, ვიდრე გაიქცეს [შაჰის] მხარდაჭერის გარეშე, ძმასთან ჰქონ- დეს დავა და უთანხმოება, რის გამოც შესაძლებელია [სიცოცხლე] ნაადრევი სიკვდილით დაასრულოს, ამიტომ [ჯობია] დაელოდოს ახ- ალ მეფეს და მისი მფარველობითა და შემწეობით მოძებნოს წარ- თმეული ღირსების დაბრუნების ხერხი. ამიტომ ის დარჩა ყაზვინში, რადგან ელოდებოდა და იმედოვნებდა, რომ სქიზმის გამოცვლამ, უფრო [სწორად], რელიგიის, გაწამებულმა პატიმრობამ, [გვ. 130] დაბრუნებულმა თავისუფლებამ, მეტად ფასეულმა სახელმოხვე- ჭილობამ, ახლანდელმა ვითარებამ, ასევე გამოჩენილმა მორჩილე- ბამ და დამსახურებამ ახალი მეფისაგან უნდა მოუპოვოს პატივი და ჯილდო; ანდა თუნდაც, ანდოს მას საქართველოში მისგან დასაცავი ომის წარმოება სრულად. ამგვარად, როდესაც მაჰმადი [შაჰი მოჰამედ ხოდაბანდე] გამეფ- და და დარწმუნდა თბილისის დაკარგვაში, [სიმონმა] მაჰმადს სთხო- ვა, ნება მიეცა, შაჰის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო თავის დაუცველ ქვეყანაში. ჰპირდებოდა, ყოველგვარი რისკისა და გან- საცდელის მიუხედავად, არ შეშინდებოდა და არ ითაკილებდა წვრილ- მან [საქმეებს], თუკი ამით სარგებელს მოუტანდა მაჰმადს. ახალი ხელმწიფე უდიდესი სიამოვნებით დათანხმდა სიმონის თხოვნას და დანიშნა ის ხანად მთელ იმ სამეფოში, რომელსაც ქრისტიანად ყოფ- ნის დროს ფლობდა. [სიმონი] სასწრაფოდ გაიგზავნა საქართველო- ში ალიყული-ხანთან ერთად, ოსმალების ჯარის წინააღმდეგ საბ- რძოლველად და მეგობრული ქალაქების დასაცავად. ორივეს გადა- ეცა რამდენიმე ქვემეხი, რომლებიც არეშის კედლებიდან იყო წამო- ღებული, როცა მოკლეს კაიტას ფაშა. არტილერიის გარდა, მათ მი- იღეს 5000 ცხენოსანი, რომლებიც სასაზღვრო ქალაქებიდან, პირვე- ლი და მეორე მიდიიდან წამოიყვანეს... [გვ. 131.] ....სიმონი საქართველოში დიდი პატივით მიიღეს. მან შეკრიბა თავისი და გარშემო ტერიტორიებიდან 3000 კაცი. ყველას უხსნიდა, რომ სპარსელი [მაჰმადიანი] გავხდი არა იმიტომ, რომ მაჰმადის რჯული და სარწმუნოება უკეთესად მივიჩნიე, არამედ იმიტომ, რომ სამუდამო პატიმრობიდან თავი დამეხსნა და ჩემი იარაღი იესო - 547 - ქრისტეს სამსახურისათვის აღმემართა, როცა კი ამის შესაძლებ- ლობა მომეცემოდა, ამასთანავე, ქართლის სამეფოს შენარჩუნებაც მხოლოდ ამ გზით შემეძლოო. [გვ. 133] …მუსტაფა ფაშა საგონებელში ჩავარდა, რადგან საქართველო- ში მდგომარეობა უკიდურესად გართულდა... თბილისი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა. პირველ რიგში საჭირო იყო იმის გადაწყვე- ტა, თუ როგორი დახმარება გაეწიათ თბილისისათვის... თუკი მუსტა- ფა თვითონ გაუძღვებოდა ჯარს, მაშინ ნათელი გახდებოდა, რომ მან ამურატი [სულტანი მურადი] მოატყუა, რომ საქართველო თქვენი ერთგული და მორჩილიაო... მან თბილისის დასახმარებლად 18-20 ათასი მეომარი გაგზავნა... მალე მუსტაფამ თბილისიდან შემაშფო- თებელი ცნობა მიიღო... [გვ. 134] ამ დროს მუსტაფამ ყარსიდან თბილისის თურქების გარნიზონი- სათვის დასახმარებლად აირჩია დამასკოს ფაშა ჰასანი, პორტას პირველი ვეზირის, მაჰმადის შვილი, წარმოსადეგად ლამაზი, გულა- დი და გაუთვალისწინებელ და საპასუხისმგებლო შემთხვევებში გამ- ბედავი, და მას მიანდო 20 ათასამდე მეომარი, ნაწილი დამასკო- დან, ნაწილი საბერძნეთიდან და ნაწილი კარაემიტიდან; მის თანამ- გზავრად იყო რეზუან ფაშა, მოხალისეთა უფროსი, რომელთაც თავს იდვეს გაჰყოლოდნენ ჰასანს. მოამარაგა ისინი ფულით, 40 000 დუ- კატის თანხით, ფქვილით, ბრინჯით, ქერით, არსებობისა და ომისათ- ვის საჭირო სხვა მარაგით და თბილისში გაისტუმრა… [გვ. 137] ჰასანმა უკვე მიაღწია დმანისის განთქმულ ვიწროებს, გაიარა სხვა მზაკვრული უფსკრულები და აფოფხდა ბნელ სიმაღლეებზე, მაგრამ მტრის ვერანაირი ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ერთი მხრით ტყე, მეორე მხრიდან უღრმესი ველები და ხრამიანი კლდეები საში- ნელებასა და შიშს უღვიძებდნენ გულში აქ მოხვედრილს, და, აი, აქ მოულოდნელად ქართველები სპარსელებთან ერთად, სიმონისა და ალიყული-ხანის წინამძღოლობით შეიჭრნენ ჰასანის ჯარში და გააჩ- აღეს ომი. სიმონი და ალიყული-ხანი ადრე მოვიდნენ საქართველო- ში, შეაგროვეს ყოველ მხარეში ხალხი, ერთად შეჰყარეს 8000-მდე მებრძოლი და თბილისსა და დმანისს შორის იმყოფებოდნენ. შემ- - 548 - თხვევას უცდიდნენ, რომ დაერტყათ ან თბილისის გარნიზონისათ- ვის, მათი საშოვარზე გამოსვლის შემთხვევაში, ან მათთვის, ვინც მათ საშველად მოვიდოდა. მაგრამ შიმშილს იმ მომენტში გარნიზო- ნი ჯერ არ მიეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ეიძულებინა, გამოსუ- ლიყვნენ. ასე რომ, მათ არ მიეცათ შემთხვევა მათთან შეტაკებისა, როგორც უნდოდათ... ხოლო მუდმივად იღებდნენ ცნობებს, რომ მუს- ტაფა აგზავნიდა მაშველ რაზმს გარემოცულებთან. ისინი იდგნენ და ელოდებოდნენ, თუ რომელი მხრიდან გამოჩნდებოდა მტერი. ბო- ლოს მზვერავებმა აცნობეს [სიმონ მეფესა და ალიყული ხანს, ავტ.], რომ ისინი დმანისისაკენ მიემართებოდნენ და, რომ ჰასანს მოჰყავს საშველად 20 000 კაცი. ამ ცნობისთანავე სიმონი და ალიყული-ხანი სწრაფად გაიფანტნენ ტყეში ხეობის სიგრძის მთელ პერიმეტრზე, რომ თურქები გადაეყარათ ველზე და იქ დაესუსტებინათ მათი ძა- ლები. მაგრამ ჰასანი განუწყვეტლივ ფხიზლობდა, მხოლოდ ამ ხი- ფათის თავიდან აცილებაზეღა ფიქრობდა: მან წაიყვანა ჯარი ტყე- ტყე მარცხნივ, თვითონ შევიდა ტყეში, რათა გაეხსნა მის წინააღ- მდეგ იქ დაგებული ხაფანგები.... მოულოდნელად, ქართველები სპარ- სელებთან ერთად, სიმონისა და ალიყული-ხანის წინამძღოლობით, შეიჭრნენ ჰასანის ჯარში და გააჩაღეს ომი, [გვ. 138] რომელიც გადაიქცა უწესრიგო ომად ათას მიხვეულ- მოხვეულ- ებსა და შემობრუნებაში, ათას დაქანება-დაღმართებს შორის, სრუ- ლიად გარკვეულ წრეში, რიგი შეტაკების შემდეგ ისეთ ადგილებზე მოხვდებოდნენ ხოლმე, საიდანაც გამოსვლა აღარ შეიძლებოდა და იქ ხროვა-ხროვად ცვიოდნენ ხრამში.... სხვა დაზარალებულთა შორის აქ იყო მუსტაფა ბეი. ყარამანიის ქალაქებმა დროშა დაკარგეს, რადგან მედროშე მოკლეს, ქართვე- ლებმა წაართვეს ის. აღვირით წამოყვანილი ცხენებიც წაართვეს. ასეთ პირობებში გაიარეს დმანისის ვიწროები. თუმცა თბილისამდე შორი იყო. თურქებმა გადაწყვიტეს აქვე, ხეობის წინ გაჩერება, კაცე- ბისა და ცხენების დაღლის საბაბით, სინამდვილეში კი უნდოდათ ქართველებისთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნათ, ვითომ შეეშ- ინდათ, და ამრიგად მზად ყოფილიყვნენ მათზე თავდასასხმელად. ჰასანმა მოისაზრა, რომ ასეთ ადგილებში სამხედრო თვალთმაქცო- ბა უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ძალა. ამიტომაც გადაწყვი- ტა, ხეობის ყველაზე უფრო ჩრდილოეთ ნაწილში ჩაესაფრებინა ბერ- ძნების ჯარისკაცთა რაზმი და რეზუან-ფაშას მოხალისე რაზმი, რათა იქ ჩასაფრებულებს მტრის მოძრაობისათვის თვალყური ედევნები- ნათ. ამგვარად განლაგებულმა თურქებმა ორი დღე გაატარეს და მე- სამე დღეს უკვე მოემზადნენ გასასვლელად, რომ მეტი აღარ დაყოვ- ნებულიყო თბილისისათვის დახმარების აღმოჩენა. აქ სიმონ ბეგმა და ალიყული-ხანმა მცდარად დაასკვნეს, რომ თურქების ეს გაჩერე- ბა მათი შიშით იყო ნაკარნახევი... [გვ. 139] გაბედულად, მაგრამ ფრთხილად შემოერტყნენ ჰასანის რაზმს ფლანგიდან. ამ მოქმედებამ კი სწრაფად ყველა ფეხზე დააყენა. ჰა- სანმა ანიშნა რეზუანს და სხვებსაც საფრიდან სწრაფად გარშემორ- ტყმოდნენ მტერს. ორივე მხრიდან გათელა ფლანგები და მერე ზო- გი ტყვედ აიყვანა, ზოგი აჩეხა, ხოლო სხვები კი გაიქცნენ. ტყვეთა შორის იყო სპარსელი მეთაური ალიყული-ხანი, რომელმაც მეტის- მეტი გაბედულებით მიატანა ჰასანამდე. მას მიჰყვებოდა ყველა მისი მცველი, მაგრამ ტყვედ ჩაუვარდა ჰასანს ხელში. მეორე დღეს ჰასანი მხიარული და გამარჯვებული მივიდა თბილისში. ყარსიდან თბილისამდე 11 დღე მოუნდა. როცა მტკვარს გადავი- და და სიმაგრეში ავიდა, მას დახვდა გარნიზონი ალყაშემორტყმუ- ლი და უკიდურეს სიდუხჭირეში ჩავარდნილი. ბევრი მომკვდარიყო, ბევრიც ავად გამხდარიყო. შიმშილმა იმ ზომამდე მიიყვანა ისინი, რომ ჭამდნენ არა მხოლოდ ჯაგლაგ ცხენებს, არამედ ამ ცხენებისა და ცხვრების ტყავსა და ძაღლებს. [ისინი] ჰასანმა მოამარაგა ფუ- ლით, გულუხვი საჩუქრებით და დააიმედა ალერსიანი სიტყვებით. ჰასანი კვლავ გაემართა დმანისისაკენ და ხეობასთან ისე მივიდა, რომ არსად მტრისაგან არ შეწუხებულა, მაგრამ აქ კი მოწინავე ნა- წილებმა შეატყობინეს, რომ ხეობის ყელი გადახერგილია სანგრებ- ში მდგარი ძალიან ძლიერი არტილერიითა და დამცველთა დიდი რაზმით. ესენი იყვნენ თბილისის გზაზე ჰასანთან შეტაკებებში გა- დარჩენილი მეომრები..... სიმონი ვარაუდობდა, რომ ჰასანი ამავე გზით უნდა დაბრუნებუ- ლიყო და ამიტომ ეძებდა შემთხვევას, დაესაჯა მტერი, შური ეძია და- მარცხების გამო და გაეთავისუფლებინა დატყვევებული ალიყული- ხანი. ამის გამო ყველაზე უკეთ მიიჩნია... - 550 - [გვ. 140] ხეობის გასასვლელის ჩაკეტვა. ვარაუდობდა, რომ არტილერიას- თან შეტაკებაში მტერი განადგურებული იქნებოდა. მაგრამ ჰასანმა გაიგო თუ არა ამის შესახებ, მაშინვე შეუდგა სხვა გზის ძიებას, რათა მისთვის მომზადებული ხიფათისაგან თავი დაეღწია. სანამ ის მოის- აზრებდა სხვადასხვა შესაძლებლობას, ამასობაში ალიყული-ხანმა, რომელიც ტყვეობიდან განთავისუფლებისათვის არ მოერიდებოდა ნებისმიერ ბოროტმოქმედებას, ჰასანს თავისი წინადადება წარუდ- გინა. ის დაჰპირდა, რომ აჩვენებდა მოკლე და უშიშრად სავალ გზას, რომელიც მისცემდა მას შესაძლებლობას, არა მხოლოდ თავი და- ეღწია ხიფათისაგან, არამედ მოეგერიებინა ყოველგვარი თავდას- ხმა მტრისა, ამ საქმეში კი ითხოვდა თავისუფლებას.... თურქი ფაშა დიდის მზადმყოფობით დაჰპირდა მას, თუმცა შემ- დეგ არ შეასრულა თავისი დაპირება. ალიყული-ხანმა გაუხვია მარ- ჯვნივ, ძნელად წარმოსადგენი ახალი გზით წაიყვანა..... ტყეებისა და საშიშროებისაგან [ხიფათისაგან] მოცილებულებს, მტრის ერთი ხმალიც კი არსად შეხვედრიათ. ახლა მეგზურმა თურქს მოაგონა თავისი დანაპირები, თუმცა ამაო გამოდგა მისი გარჯა. ჰა- სანი უპატიოსნო ჩანაფიქრს მალავდა და ღრმა ამოოხვრით განუ- მარტა ალიყული-ხანს თავისი წუხილი იმის გამო, რომ არ შეუძლია დანაპირების შესრულება, რადგან არა აქვს უფლება, დაუბრუნოს თავისუფლება ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი, როცა ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდება მისი უდიდებულესობის, ამურატის [მურადის] ჯა- რისკაცებს, მაგრამ სიტყვით მაინც დაუდასტურა მას, რომ როგორც კი მისი თხოვნა მიაღწევს მხედართმთავარ მუსტაფამდე [ლალა მუს- ტაფა ფაშა] და მას კეთილად განაწყობენ, ის არ დაუშვებს არავით- არ უსიამოვნებას თქვენ მიმართ და შეეცდება გაგათავისუფლოთ ტყვეობიდან და მოგცეთ საშუალება თქვენს მამულებში დაბრუნები- საო... [გვ. 141] ...ამასობაში სიმონმა დაინახა, რომ თურქები ხეობას შორდებოდ- ნენ და, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდებოდნენ თბილისში, და დაას- კვნა, რომ მათ სხვა გზა აირჩიეს. დარწმუნებული იყო საკუთარი მო- საზრების სისწორეში, რადგან მზვერავებმაც იგივე დაუდასტურეს. მომხდარი ამბით სასოწარკვეთილი, სწრაფად დაედევნა იღბლიან - 551 - მტერს. განრისხებულმა და გააფთრებულმა მოასწრო, დასწეოდა თურქების არიერგარდს, გაგულისებული თავს დაესხა მათ, გაწყვი- ტა და გაფანტა მტრის ჯარი, წამოასხა ხალხი და ცხენები, თბილისი- დან წამოღებული მაჰმადის მთელი ხაზინა. ჰასანისა და მაჰმადის ყველა მონა სისხლში ჩაახრჩო, მაგრამ რანაირი გახელებითაც არ ეძებდა ალიყული-ხანს, ვერ შეძლო მისი მონახვა, რადგან ის საიდ- უმლო მცველებით წინ იმყოფებოდა, ავანგარდის რაზმში. ეს ამბები 1579 წელს მოხდა... [გვ. 143.] …მუსტაფა ატყობინებდა სულტან ამურატს [მურადს], რომ საქარ- თველო დამორჩილებულია, მხოლოდ ყველა დაბრკოლება, რომე- ლიც ხელს უშლიდა ჩემს სამხედრო ექსპედიციას, შექმნილია არა ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, რომელთაც შარშან მორჩილე- ბა განაცხადეს, არამედ მხოლოდ სპარსეთიდან გამოგზავნილი ორი მხედართმთავრის – სიმონისა და ალიყული-ხანის მიერ, რომელთაც დიდი აურზაური ატეხეს, მრავალი უბედურება ჩაიდინეს და უამრავი ჩასაფრება მოაწყვეს. ერთი მათგანი ახლა ციხეშია და დამსახურე- ბულ სასჯელს იხდის თავხედობისათვისო... [გვ. 147] …მუსტაფა [ლალა-ფაშა] გადააყენეს სინან-ფაშას ინტრიგებით... ახლა ოსმალეთის ჯარის სარდალია სინან-ფაშა, რომელიც თბილი- სის გარნიზონის დასახმარებლად გაემართა. გზაში ჯარს გამოეყვნენ ტალ-ოღლი, იანიჩარების აღა დამასკოდან, აგრეთვე, საფეტოს სან- ჯაყი ომარი და [მისი] თანამემამულენი. მათ გადაწყვიტეს, ბედი ეც- ადათ და საშოვარზე წასულიყვნენ, ამბობდნენ, რომ მახლობლად არის პური და პირუტყვი. ორი ათასი მოხალისე შეაგროვეს და გაემ- ართნენ საშოვარზე. ამ ხნის განმავლობაში, როცა სპარსელებმა მი- იღეს ცნობა სინანის ყარსიდან გამოსვლის შესახებ, სიმონს აცნო- ბეს. ის გარკვეულ მანძილზე აედევნა ჯარს და თავისი ხალხი განა- ლაგა ისეთ ადგილებში, სადაც პურეული ან წყლები იყო, ან კიდევ სხვა რამ, რასაც შეეძლო მიეზიდა ხალხი და ჩამოშორებოდა თავი- სიანებს. როცა თურქები გაუფრთხილებლად მიესივნენ საშოვარს, სიმონმა ზურგში დასცხო მათ და ყველა ნაკუწ-ნაკუწად აქცია. იანიჩ- რების აღამ ძლივს მოასწრო გაქცევა, ის ფეხმარდმა ცხენმა იხსნა. სანჯაყი კი მოკლეს და საერთოდ არავინ გადარჩა, აღას მეტი... - 552 - [გვ. 151] …სინან-ფაშა ამურატს იმის საწინააღმდეგო ცნობას ატყობინებ- და, რასაც მუსტაფა [მუსტაფა ლალა-ფაშა], თითქოს თბილისი არ ჩა- მოუვარდებოდა დამასკოს. სინან-ფაშა არწმუნებს ამურატს, რომ თბილისი პატარა ქალაქია და ნაკლებ დასახლებული, სრულიადაც ვერ უტოლდება დამასკოს და მათი შედარება თითქმის არ შეიძლე- ბა არავითარი შეფარდებით, სიდიდითაც და მოსახლეობითაც და- მასკო მას სჭარბობსო... [გვ. 169] …რადგან გარნიზონის ჯარები ყოფილ ფაშას უჩიოდნენ, სინანმა გამოძიება დანიშნა და დამნაშავედ სცნო ჯარისკაცების ჯამაგირის მითვისებაში, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩამოაცალა მათ და მის ადგი- ლას დანიშნა იუსუფ-ბეი, ერთი ქართველი ფეოდალთაგანი, რომე- ლიც სიმონისადმი ძველი მტრობის გამო თურქებს მიემხრო და ამ- გვარად, რაკი ასიამოვნა ისინი, ახლა სინანმა მას მიანდო ამ სიმაგ- რის დაცვა, რომელმაც ყოველგვარ ხიფათს გაუძლო... [გვ. 171] …როცა სინან-ფაშა წასასვლელად ემზადებოდა, ძაგენის [კახთა მეფის, ავტ.] მფლობელის, ლევანის ძის ელჩები მოვიდნენ. სინანმა ხალისით მიიღო ისინი, რადგან გარნიზონმა მას მოახსენა, თუ რა დახმარება გაუწია მათ ალექსანდრე მეფემ ფულით, სურსათითა და ყველაფრით, რაც სამხედრო მიზნისთვის სჭირდებოდათ. სინანმა პატივით მიიღო ელჩები და მადლიერების გამოსახატავად გაუგზავ- ნა ალექსანდრეს ოქროქსოვილი ტანსაცმელი, კვერთხი და ძვირ- ფასი ქვებით მოჭედილი ოქროს ხმალი, ასევე, მეგობრობისა და სიყვარულის საპასუხო განცხადებები. ზოგის მტკიცებით, სინანმა წერილი გაუგზავნა ალექსანდრეს და სიტყვა ჩამოუგდო ზავზე, სა- დაც დასძენდა, რომ, რადგან ორივე მხარეს [ირანსა და ოსმალეთს, ავტ.] მეგობრობს, შეეძლო გაუგებრობის მოგვარება და ორივე ხელ- მწიფის შერიგება. სინან ფაშამ რომ გაიარა დმანისის ხეობა, აქ მასთან მოვიდა ჰა- ლაბის [ალეპოს,ავტ.] გუბერნატორი მუსტაფაზადე-ფაშა და აცნობა, რომ ახლომახლო მოიპოვება პური და პირუტყვი მცირერიცხოვანი ქართველების მეთვალყურეობაში და ამისათვის საჭიროა გააგზავ- ნოს ხალხი ასეთ საშოვარზე. სინანი ამ მუსტაფაზადესადმი კარგად - 553 - იყო განწყობილი, ამიტომ ადვილად დათანხმდა ასეთ წინადადება- ზე. მხოლოდ ეშინოდა, რომ თუ ახალგაზრდების რაზმს გაგზავნიდა, შეიძლება იმის მსგავსი მარცხი მომხდარიყო, რომელიც უკვე მოხდა ომარსა და ტალოღლს შორის. მან გაგზავნა [გვ. 172] 10000 ცხენოსანი მომსახურეებით, ამასთანავე, მუსტაფაზადე მათ მეთაურად დაუნიშნა. სიმონი, თოქმაქი და სხვა სპარსელი მეთაურ- ები დროს უცდიდნენ, როდის შეუდგებოდნენ ალაფობას და მეზო- ბელ ველებზე ჩასაფრებულნი ზვერავდნენ და ეძიებდნენ მოხერხე- ბულ შემთხვევას. როცა ისინი მივიდნენ ადგილზე და თავი ჩაყოფი- ლი ჰქონდათ საშოვრის დასატვირთად, საფარში მყოფნი მოულოდ- ნელად თავს დაესხნენ მოალაფეებს. მუსტაფაზადემ რომ დაინახა დიდი ოდენობის სპარსელი და ასეთი მოხერხებული პირობები თავ- დასასხმელად, გაითვალისწინა გარდაუვალი მარცხი და პირველი გაიქცა, ფათერაკში დატოვა ისინი, ვისაც არ შეეძლო ან არ უნდოდა გაქცევა. ქართველებმა და სპარსელებმა 7 ათასი თურქი მოსპეს, ზოგი ტყვედ აიყვანეს, თან წამოიღეს მთლად დატვირთული საშოვა- რიც. მუსტაფამ პირველმა მოიტანა სამწუხარო ცნობა, მის შემდეგ კი სხვა ლტოლვილებმაც დაადასტურეს. სინანმა მაშინვე გაგზავნა ყარამანიის ფაშა დიდი ჯარით, რომ შებრძოლებოდნენ მათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, და თვითონაც სწრაფად დაედევნა. მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვეღარ მიუსწრეს, რადგან ქართველე- ბი და სპარსელები დროის დაუკარგავად დაიმალნენ საიმედო ად- გილებში, რომლებიც მხოლოდ იმათთვისაა ცნობილი, ვისაც ად- გილმდებარეობა კარგად აქვს შესწავლილი. რამდენიმე მილის გავლის შემდეგ [სინან ფაშა] ავიდა გორაკზე, საიდანაც მან შეამჩნია სპარსელები და ქართველები, რომელთაც მთის საიდუმლო ადგილებში გადაემალათ საშოვარი და დაბრუნე- ბულიყვნენ, რათა უკან გაჰყოლოდნენ ჯარს და დალოდებოდნენ ბრძოლის ახალ შემთხვევას. როცა ქართველებმა და სპარსელებმა დაინახეს სინანის მთელი ძალები, ვერ გადაწყვიტეს შებრძოლება და თავდასხმა, ამჯობინეს განშორებოდნენ მათ და საიმედო ადგი- ლებს შეფარებოდნენ, სანამ სინანი მთებიდან ძირს დაეშვებოდა, მაგრამ თურქებმა მაინც მოასწრეს ზოგიერთი მათგანის დაწევა, ისე, - 554 - რომ 50-60 კაცი მოუკლეს და 70 ტყვედ წამოიყვანეს. შუბებზე ჩამოც- მული თავები დიდხანს მოჰქონდათ, როგორც ნადავლი. [გვ.184] ახლა მაჰმად ფაშას დაევალა თბილისში მდგარი თურქების გარ- ნიზონისათვის დახმარების გაწევა. მაჰმადი არზრუმიდან აგვისტოს [1581] ბოლოს გამოვიდა და 8 დღეში ყარსში მივიდა, იქიდან კი მო- ვიდა ახალქალაქში, მტრისაგან შევიწროებული და შეწუხებული. ახ- ალქალაქში მას დახვდა მანუჩარი ანუ იგივე მუსტაფა-ფაშა, ქვრი- ვის შვილი [დედისიმედის ვაჟი]. მთელი თავისი ხალხით მანუჩარი ბოდიშს იხდიდა, რომ არზრუმში არ შეხვდა მას, როგორც დათქმუ- ლი ჰქონდათ. მაჰმად ფაშამ ის სიხარულით მიიღო, პატივი დასდო ტანსაცმლით, ხმლითა და ფარით. ამავე დროს სთხოვა, როგორც მურადის მორჩილსა და ქვეშევრდომს, უარი არ ეთქვა და თბილისის დასახმარებლად დანიშნული ჯარი გაეცილებინა, თან ისეთი გზა შე- ერჩია, რომელსაც ის უმოკლესად, უხიფათოდ და მოხერხებულად ჩათვლიდა, რადგან, ზოგიერთის აზრით, მის სამფლობელოზე მიმა- ვალი გზა ყველაზე ადვილი, უმოკლესი და უხიფათოა. მაჰმადმა მი- სი რჩევა მიიღო და მეგზურად აირჩია. ყველაფერში მის რჩევას მი- ენდო და საერთო ძალით გაუდგნენ თბილისისაკენ გზას. გაიარეს ალთუნყალა და ყარაყალა, მუსტაფას ანუ მანუჩარის სამფლობე- ლო, წინათ ქვრივის საკუთრება, სარგებლობდნენ ყველა აუცილებ- ელი სარჩოთი და იყვნენ მტრისაგან შეუშფოთებელნი. აქედან გორისაკენ წავიდნენ, უკვე ქართულ ციხესიმაგრეზე, რო- მელიც თურქების მხარეზე გადასული (ჯუზეფის) იოსების ძმას ეკუთ- ვნოდა, ახლა კი, მისი სიკვდილის შემდეგ, თურქების ხელში გადასუ- ლიყო. აქედან მათ შენიშნეს ქართველთა დიდი ლაშქარი, სპარსე- ლებთან შერეულნი, რომლებიც ქართულ ტანსაცმელში იყვნენ გა- დაცმულნი. ესენი იყვნენ არაერთგზის მოქმედი სპარსელი მოლაშ- ქრენი, სიმონის თაოსნობით, რომლებიც ახლაც, როგორც გასულ წლებში, შაჰმა გამოგზავნა ქართველების დასახმარებლად, რად- გან შაჰი ამ ჯარს საკმარისად თვლიდა, იცოდა, რომ თურქებს დიდი ძალა არ გამოეგზავნათ. როცა ეს ლაშქარი ჩამოვიდა განჯაში და გრემში, შეუერთდა სი- მონს და ქართული ტანსაცმელი გადაიცვა, რათა ზიანი არ მიეყენებ- ინათ საზავო მოლაპარაკებისათვის. იმ დროს, როცა - 555 - [გვ. 185] მურადი დაკავებული იყო დაპყრობილი მიწების მხოლოდ თავ- დაცვითი ზომებით, სპარსელები გეგმავდნენ თურქებზე თავდას- ხმას. როცა ამ რაზმმა შეამჩნია, რომ მათაც ხედავენ, მათ გააგზავ- ნეს სწრაფი შიკრიკები, მედიდური და სალანძღავი სიტყვებით ბრძო- ლაში გამოსაწვევად. მაჰმადი ოცნებობდა მხოლოდ იმაზე, რომ იქ- ნებ როგორმე უდანაკარგოდ დახმარებოდა თბილისის გარნიზონს, ძალიან განაწყენებული იყო საქმის ასეთი შემოტრიალებით და შიკ- რიკების გასტუმრების შემდეგ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ რო- გორმე გადაედო უსიამოვნო ბრძოლა. საღამოთი მას ბედმა გაუღ- იმა, რადგან მოვიდა ხშირი და გადაუღებელი წვიმა, რითაც ამარ- თლებდა თავის ყოყმანსა და შიშს. მაგრამ მეორე დღეს ცაზე ერთი ღრუბელიც აღარ იყო და ირგვლივ ყველაფერზე მზის სხივები იღ- ვრებოდა. ქართველებსა და სპარსელებს უფრო განუმტკიცდათ გა- დაწყვეტილება, მიუახლოვდნენ თურქებს და ფეხმოუცვლელად მის- დევდნენ უკან. ასე რჩებოდა ორი ჯარი ერთმანეთის პირისპირ, ბრძო- ლაში კი არ ებმებოდა. შვიდი დღის შემდეგ, 4 ½ საათამდე, თურქები მიადგნენ მდინარეს, რომელიც მტრებს ერთმანეთისგან აშორებდა. მაჰმადი და მანუჩარი თათბირს შეუდგნენ: გადასულიყვნენ მდი- ნარეზე დაღამებამდე თუ დილამდე დარჩენილიყვნენ ადგილზე. მა- ნუჩარი ურჩევდა ღამე აქ დარჩენას, რადგან ეშინოდა, რომ გადას- ვლის შემდეგ ისინი ვეღარ მოასწრებდნენ თავიანთი ნაწილების შეკ- რებას, მტერი კი ამ მომენტში თავს დაესხმებოდათ, ისარგებლებდა არეულობით და დიდ ზიანს მიაყენებდა. მაჰმადი არ დაეთანხმა მა- ნუჩარს. მტრის დანახვის მომენტიდანვე მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მანუჩარსა და სიმონს შორის არსებობს საიდუმლო შეთანხმე- ბა, და რომ სწორედ ამიტომ მანუჩარმა მზაკვრულად ამ გზაზე დააყ- ენა ჯარი. ამგვარად, [მაჰმადმა] მოისურვა მტრების გეგმის ჩაფუშვა. გა- დაწყვიტა, მის რჩევას არ გაჰყოლოდა და უბრძანა ჯარს, რაც შეიძ- ლება, სწრაფად გადასულიყვნენ მდინარის მეორე ნაპირზე და იქ დაეკავებინათ მოხერხებული პოზიცია. პირველად გადავიდა მაჰმა- დის თანაშემწე, გაბედული და უშიშარი ყმაწვილი, მას უკან თურქები ხაზინით, შემდეგ აღალები, მეომრები. ყველაფერი შესრულებული იყო დიდი სისწრაფით. ზოგი ამ ალიაქოთში ჩაიძირა, არა მდინარის - 556 - სიჩქარისა და სიღრმის გამო, რადგან ის არ იყო არც ჩქარი და არც ღრმა, არამედ ცხენებისა და აქლემების ფლოქვებქვეშ. ქართველებმა შეამჩნიეს თუ არა, რომ ისინი მდინარეზე გადმო- ვიდნენ, სწრაფად და გამძვინვარებით დაარტყეს მათ და წესრიგში მოსვლა არ აცალეს. მიუხედავად მოულოდნელი თავდასხმისა, თურ- ქებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მდინარის ნაპირები რამ- დენიმე ადგილას მაშინვე წითლად შეიღება. [გვ.186] ეს იყო თურქული სისხლი, რადგან ქართველებს ზარალი თით- ქმის არ უნახავთ. დაცემულთა შორის რამდენიმე ქურთი და სანჯაყი იყო. ნათელი ხდებოდა, რომ საჭირო იყო თავგამოდებული წინააღ- მდეგობა თავის გადასარჩენად. მაშინ დანარჩენმა სანჯაყებმა, ქურ- თებმა და ერაყელებმა შეამჩნიეს, რომ სხვა უბნებზეც საქმე ისევე ცუდად იყო, და რადგან ეშინოდათ, რომ ცოცხლები ვერ გააღწევ- დნენ, ზურგი იბრუნეს და გაიქცნენ, მათ მიჰყვნენ კარაემიტელები, მათ უკან კი – დანარჩენნი. ქართველებმა გაითვალისწინეს მათი გაქცევა, ამიტომ თავიანთი ფლანგი სიგრძეზე გაჭიმეს, მტერი მდინარესთან მირეკეს და მათი შიგ ჩაყრა დაიწყეს. წინასწარ იცოდნენ თურქებმა, რომ სხვა აღარ- აფერი რჩებოდათ, იმის გარდა, რომ შიგ ჩაცვივნულიყვნენ, შერ- ცხვენილნი და დაზარალებულნი. თურქებს სრული და სამარცხვინო მარცხი ხვდათ წილად, რადგან ქართველთა ხელში ჩავარდა მთელი აღალი და ხაზინა. თურქთაგან თითოეულს მხოლოდ იმის გადარჩე- ნა შეეძლო, რაც თვით ებადა, ან ერთგული მოსამსახურის მზრუნვე- ლობაში დარჩენილი რამ, რომელმაც დროზე მოასწრო გაქცევა. ასე გაუსწორდნენ თურქებს. ამჯერად ნაცემნი, შერცხვენილნი, დაგლეჯილ-დაფლეთილნი შეგროვდნენ ისინი მეორე დილას, შეს- ვენებაზე, წყევლიდნენ ზეცას, მურადსა და იღბალს, ამასთან ერ- თად, ლანძღავდნენ მანუჩარსაც და ემუქრებოდნენ, ნამდვილად ყველა ბოროტება მისი ღალატით მოხდა, იმის გამო, რომ მტერთან მოლაპარაკებულიაო.... მიუხედავად ასეთი მარცხისა, რაღაც მაინც რჩებოდა იმ ფული- დან, რითაც შეიძლებოდა ჩაკეტილი გარნიზონის გახარება. გადა- წყვიტეს თბილისისკენ წასვლა და იმდენად ააჩქარეს ნაბიჯი, რომ მიუხედავად გზის ყველა სიძნელისა, სასაპალნე ბილიკით იქ საღა- მოს პირზე მივიდნენ. გარნიზონის ჯარისკაცები გაოცდნენ, როცა ამ- დენი ხნის ლოდინის შემდეგ ნახეს მეტისმეტად შეწუხებული და მომ- ხდარი ამბების გამო ძალიან დანაღვლიანებული ლაშქარი. მოსულ- თა საერთო შერცხვენის პასუხად გარნიზონელებმა განუცხადეს მაჰ- მად ფაშას, რომ აუცილებელი სურსათ-სანოვაგის გარეშე უარს ამ- ბობდნენ ციხე-სიმაგრის შემდგომ დაცვაზე.... [გვ. 194] როცა მაჰმად ფაშა ალთუნყალაში მოვიდა, ნაწილობრივ თავი- სი, ნაწილობრივ სხვისი წაქეზებით, განიზრახა მანუჩარის მოკვლა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ მისი მარცხის მიზეზი მანუჩარი იყო... სხვასთან ერთად მას მიაჩნდა, რომ ის იყო საიდუმლო კავშირში მტერთან; ან, უკიდურეს შემთხვევაში, სურდა მიეხვედრებინა მურა- დი, რომ ყველა უბედურება გამოწვეული იყო არა მისი უვარგისო- ბით, არამედ ამ ქართველის მზაკვრული შეგონებით, და ამ გზით ბო- დიში მოეხადა სულთნის წინაშე თავისი მარცხის გამო... [გვ. 195] მაჰმად ფაშამ დაიწყო საშუალებების გამოძებნა ჩანაფიქრის გან- სახორციელებლად და მოიგონა ასეთი რამ: შეეყარა საბჭო, თით- ქოს სულთნისაგან მიღებული განკარგულების წასაკითხავად, ამას- თანავე, ამ დროს მის თანაშემწეს, რამდენიმე ხელქვეითთან ერ- თად, თავი უნდა მოეკვეთა თათბირზე მოწვეული მანუჩარისთვის. ამრიგად, გაიხსნა თათბირი საჭურის კაემიტი-ფაშას, რამდენიმე არზრუმის სანჯაყის, კაპიჯი-ბაშისა და მაჰმადის თანაშემწის მონა- წილეობით, სადაც საიდუმლოს შენახვა ფიცით დაივალდებულეს და მანუჩარის ჩადენილი ღალატი განიხილეს, რის შემდეგ მის მოსაყ- ვანად გაგზავნეს კაცი.... რადგან მანუჩარის მიმართ ბევრი იყო კეთილად განწყობილი და, ამავე დროს, ფრთხილი იყო, ყოველ შემთხვევაში, იმ დროიდან, როცა მისი მისამართით მითქმა-მოთქმა დაიწყო ჯარში და იგრძნო, საით იხრებოდა საქმე, ამიტომ საიდუმლოდ მანაც მიიღო ზომები. საბჭოზე გამოცხადებაზე უარის თქმა არ შეეძლო, რადგან მის იქ არყოფნას შეიძლება უფრო განემტკიცებინა ეჭვები მის დანაშაულ- ზე და საქმე მიეყვანა დაუსწრებელ მისჯამდე, რის შემდეგაც მთელი მისი სამფლობელო მათი დავლა გახდებოდა. რადგან დივანში გა- მოცხადება მაინც უხდებოდა, მანუჩარმა გამონახა საშუალება, თავი - 558 - დაეღწია თურქების ხელყოფისაგან, შეიძლება უფრო სახიფათო თვით მაჰმადისათვის, და ყველასთვის ეჩვენებინა, ვისთან აქვთ საქმე.... [გვ. 196] მანუჩარმა მოამზადა თავისი კაცები მაჰმადის წინააღმდეგ. მან გამოარჩია 50 ყველაზე ერთგული ჯარისკაცი და აცნობა მათ, რომ საჭირო იქნება, უკან გაჰყვნენ სხდომის ადგილას, რომელიც უკვე მიმდინარეობდა მაჰმადთან, და იდგნენ იქ მომზადებულნი და ყუ- რადღებით მის პირველ დაყვირებამდე, და ამ დროს ყველანი ერ- თად და სწრაფად უნდა შემოცვივდნენ კარავში და დაიცვან იგი, მისცვივდნენ თურქებს და არავინ არ დაინდონ... ძალიან აღელვებუ- ლი და თურქების წინააღმდეგ განწყობილი მანუჩარის კაცები მოემ- ზადნენ დავალების შესასრულებლად. თავის მხრით, კიდევ რამდე- ნიმე თავდადებული კაცი მოიწვიეს და ხალისით გაჰყვნენ მანუჩარს მაჰმადის კარვისკენ... მანუჩარი დივანში შევიდა და ზეზეურად ჰკითხა მაჰმადს: რა გაქ- ვთ ჩემთან სათქმელი? მაჰმადმა ბრძანა, წაეკითხა სულთნის ბრძა- ნებულება. სულთნის ფირმანი ყველამ ფეხზე დგომით მოისმინა, თურქებში მიღებული წესის მიხედვით. მუსტაფამ [მანუჩარმა] ყუ- რადღებით მოისმინა, და როდესაც სხვები დასხდნენ, ის გამოეთხო- ვა და დაჰპირდა, რომ სრული მზადმყოფობით შეასრულებდა არამ- ცთუ ამას, არამედ ყოველ ბრძანებას სულთნისას, რაგინდ ძნელი უნდა ყოფილიყო... [გვ. 197] როცა მანუჩარი გარეთ გამოდიოდა, კაპიჯი-ბაშიმ მისი სახელო მოსწია თავისკენ და იწვევდა დასაჯდომად. მაშინ მანუჩარმა ხმა- მაღლა დაიყვირა, ხმალი გამოსტაცა და დაარტყა მის წინ მდგომ მაჰმადის თანაშემწეს, მარცხენა ხელით ფესი მოგლიჯა თავიდან, მარჯვენათი სწრაფად, განცვიფრებულ დამსწრეთა თვალწინ, ერთი დარტყმით შუა გაუპო თავი, კისერი და მკერდი მუცლამდე, ისე, რომ არაჩვეულებრივი სანახაობა გამოვიდა კაცისა, რომელიც კვდებო- და ორსავე მხარეს გადაკიდული მხრებით. მეორედ მან საჭურისი ფაშას თავისკენ მოიმარჯვა ხმალი და მოათალა მას ნაწილი ჩალ- მისა, მთელი ყური სრულიად და ყბის ნაწილი. ამ შებრძოლებაში მთლად გახურებული მივარდა ამ დროს ფეხზე წამომდგარ გაოგნე- - 559 - ბულ მაჰმადს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომელთა შო- რის ორი იმდენად ღრმა იყო, რომ უთუოდ სიკვდილის კარამდე მი- იყვანდა, მარჯვე ხელს რომ არ ემკურნალა მისთვის. მანუჩარის დაყ- ვირებისთანავე მისი კაცები შემოცვივდნენ. გამძვინვარებული მანუ- ჩარის საშინელებისაგან თურქების ბანაკი საჩქაროდ აიყარა და რაზმი გაემართა ყარსისკენ, საითაც წაიყვანეს ორი დაჭრილი ფაშა. მანუჩარმა გაუგზავნა სულთანს პატაკი მის თავს გადამხდარი ყველა ამბის შესახებ და უჩიოდა მაჰმადს მისი უსაფუძვლო ეჭვების გამო, რაც მისთვის მეტისმეტად შეურაცხმყოფელი იყო. მანუჩარმა იმდენი წერა, თანაც ისე მოხერხებულად ფარავდა თავის გრძნო- ბებს და ისე ხელოვნურად ავსებდა გამონაგონი თუ მონაჭორი არ- არსებული ფაქტებით, რომ დაკმაყოფილებულმა სულთან მურადმა მანუჩარს საჩუქრად ფარი და ტანსაცმელიც კი გამოუგზავნა... [გვ. 224] ….მაგრამ სულტან მურადმა მაჰმადის მაგივრად მთავარსარ- დლად ფერატ ფაშა [ფერჰად ფაშა, 1582 წლის 29 დეკემბერს,-ავტ.] დანიშნა; მან განიზრახა მანუჩარის მამულების აოხრება იმ შეურ- აცხყოფისთვის, რაც მანუჩარმა მაჰმადს და მთელ ჯარს მიაყენა. უზ- რუნველყო თბილისზე და მთელ საქართველოზე გამავალი გზები. ხმა დაირხა და საოცარი ცნობა მიიღო ფერატმა [ფერჰადმა], რომ ქართველმა მანუჩარმა, რომელსაც მურადმა ორი კაპიჯი და ორი კავასამი გაუგზავნა 30000 დუკატით თბილისის გარნიზონისთვის გა- დასაცემად, ამ ფულით მიიმალა, უღალატა სულთანს და სიმაგრე აიძულა, რომ მას ჩაბარებოდა. ამ ამბავმა ფერატის [ფერჰადის] უდ- იდესი გაოცება, მწუხარება და განრისხება გამოიწვია. მან გადაწყვი- ტა, გამოერკვია ამ ცნობის სისწორე. ამისათვის შეკრიბა ყველა მაც- ნე და თითოეულს მოსთხოვა, ზედმიწევნით შეეგროვებინათ ცნობე- ბი მომხდარი ამბის შესახებ და მისთვის ეუწყებინათ. დადგინდა, რომ, როცა მანუჩარი უახლოვდებოდა თბილისს ორი კაპიჯით, ორი კავასამითა და 50 მცველით, ის შეხვდა თავის ცოლისძმას, სიმონს, რომელიც დიდხანს ელაპარაკა და უსაყვედურებდა მანუჩარს, რომ ის განუდგა ქრისტეს და ახლა ემსახურება საზიზღარ ცრუმორწმუნე- ობას. ბევრი რამ უთხრა მჭევრმეტყველმა სიმონმა თავის სიძეს, რა- მაც მასზე ძალიან იმოქმედა. მანუჩარი მას დამორჩილდა და მაშინ- ვე თავი მოჰკვეთა ორივე კაპიჯს და ხაზინა კი გაუყო სიმონს, შეჰფი- - 560 - ცეს ერთმანეთს მეგობრობა, ნათესაობა და მოკავშირეობა თავიან- თი მოვალეობის ერთგულებაზე, რის შემდეგაც მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი, რათა იქიდან ხელში ჩაეგდოთ თბილისისაკენ მიმა- ვალი ყოველგვარი დახმარება. [გვ. 225] ......როცა ფერჰატი [ფერჰადი] ამ დეტალებს ისმენდა, გაფითრდა და დაიფიცა, რომ არზრუმში ისე არ დაბრუნდება, სანამ ცეცხლითა და მახვილით არ გაივლის მანუჩარის ყველა სამფლობელოს. ჯერ კი საჭირო იყო თბილისისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ მიზნით მან ამოირჩია ჰასანი, რომელმაც წინა წელსაც უშიშრად შეასრულა ეს დავალება და ალიყული-ხანიც ტყვედ წამოიყვანა. მას ჩააბარეს 40000 დუკატი და მისცეს 15000 რჩეული და ძალიან გულადი მეომ- არი. 10 დღეში ჰასანმა მიიტანა ფული გარნიზონში და უკანვე დაბ- რუნდა. ორივე გზაზე ქართველები მას თავს ესხმოდნენ, ამასთან, თურქები ყოველთვის სტოვებდნენ დახოცილებს – ათ, ოც კაცს, კარ- გავდნენ ჯორებს, ცხენებს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ არ შემთხვე- ვიათ. ამის შემდეგ, ფერატმა [ფერჰადმა] აირჩია რეზუან-ფაშა [რიზ- ვან-ფაშა] და მას მიანდო 6 ათასი კაცი ალთუნყალასა, ყარაყალასა და მანუჩარის სხვა მამულებში საექსპედიციოდ. რეზუანმა გაიარა მთელი მესხეთი, ცეცხლს მისცა საცხოვრებელი და პურეული. ჯავს იყრიდა თვით ნანგრევებზეც კი. მრავალრიცხოვანი ტყვე წაიყვანა, საქონელი წაასხა და წაიღო ბევრი პურეული. სადაც კი გაივლიდა, ყველაფერს სპობდა, და თუ მშვიდდებოდა ხანდახან, მხოლოდ ის- ეთ ადგილებში, სადაც არავინ იყო, რომ ჯავრი ამოეყარა. ამ დროს არდაგანში მოვიდა ფერატი [ფერჰადი] და მასთან გამოგზავნა რე- ზუანიც მესხეთში ნაძარცვი საშოვრით. ეს მოხდა 1583 წელს. [გვ. 226] როცა რეზუანმა თბილისის გარნიზონისთვის დახმარება მიიტანა და მის მახლობლად ბანაკად დადგა, მასთან გამოცხადდა სიმონის ძმა დაუდ-ხანი, რომელიც საქართველოში ომის დაწყებისთანავე, მუსტაფა ლალა ფაშას მოსვლის დროს, თბილისიდან გაიქცა და და- უცველად მიატოვა სიმაგრე. ახლა ის მოვიდა მთელი ოჯახით და სიტყვა მისცა რეზუანს, რომ მურადის ერთგული მოსამსახურე გახ- დებოდა, ხელს შეუწყობდა თურქების იარაღს წინსვლაში და მთელ თავის ძალებსა და უნარს ფეხქვეშ დაუგებდა მბრძანებელს, რადგან - 561 - იმედოვნებდა, რომ აქ მონახავდა თავისთვის ყოველგვარ კეთილ- დღეობას, თუკი მას კეთილგანწყობით მიიღებდნენ. რეზუანმა მი- იღო ისინი [დაუდ-ხანი და მისი ოჯახი] გულუხვი დაპირებებით და იმედი მისცა, რომ ყველა მისი სურვილი და საჭიროება დაკმაყოფი- ლებული იქნებოდა..... ამ დროს სიმონთან მოვიდა ცნობა, რომ ფერატი გაჩერდა დმა- ნისთან და გააგზავნა რეზუანი თბილისის საშველად. მცხოვრებლებ- მა მას ყალბი ცნობა მისცეს, რომ რეზუანს 20 ათასი კაცი კი არა ჰყავდა, არამედ ამაზე ბევრად ნაკლები. ამ გარემოებამ წააქეზა სი- მონი, წასულიყო რეზუანის დასახვედრად და მისთვის სისხლიანი ნადიმი გაემართა. მართლაც, აღარ გადადო თავისი ჩანაფიქრი, რამდენიც შეძლო, სწრაფად წაიყვანა 4000 ქართველი, ნაწილი თა- ვისი და ნაწილი მანუჩარისა..... მაგრამ იმ დროს, როცა სიმონი მიდიოდა ამ მიმართულებით, ფე- რატმა, იმის გამო, რომ ყალბი ცნობები მიიღო ქართველთა რაოდ- ენობაზე ან კიდევ იმიტომ, რომ თავად ეშინოდა მათი რიცხოვნობი- სა, ყოველი შემთხვევისთვის, უფრო მეტი უშიშროებისთვის გააგზავ- ნა დამატებით 10 000 კაცი, ყარაემიტისა და მარასის ფაშების მეთა- ურობით... სიმონს რეზუანი დახვდა გორაკის ძირში მდგარი, მხოლოდ 6 ათ- ასი კაცით, რომლის უკან იდგნენ დანარჩენნი და მათზე მიიტანა იერიში. გორაკის უკან მდგომებმა გაიგეს თუ არა თავდასხმა, მთე- ლი ძალებით თავს დაატყდნენ სიმონს, რომელმაც ახლა ინანა, რომ დაუჯერა ცრუ მოხსენებას. სიმონი მიხვდა, რომ სავალალო მდგომა- რეობაში აღმოჩნდა, თუმცა ესმოდა, რომ გაქცევა მხოლოდ გააუარე- სებდა ვითარებას და გარდაუვალი [გვ. 227] დაღუპვა იქნებოდა. ის უმკლავდებოდა ჭარბი ძალების მოძალე- ბას. ყოველ მხარეზე ეწეოდა სასტიკ ბრძოლას, რომელიც, ერთი მხრივ, არაჩვეულებრივი ვაჟკაცობით იყო გამორჩეული, მეორე მხრივ კი, საკმაოდ უწესრიგოდ წარიმართა, მასის უპირატესობით, რაც ზოგჯერ მომასწავებელია მარცხისა და არა გამარჯვებისა. თურ- ქების ხმლებისა და შუბების მთელი ტყე შეუბრალებლად ცელავდა და ჟლეტდა მცირერიცხოვან ქართველებს. ველური მაჰმადიანური მძვინვარება სძლევდა ქრისტიანულ იარაღს. ამ დროს სიმონს წაექ- - 562 - ცა ცხენი და თვითონაც დავარდა მასთან ერთად. თავიდან ოქროქ- სოვილი თავსაბური ჩამოუვარდა ოქროს რქით. ის გარდაუვლად ტყვედ ჩავარდებოდა თავის კეჰაიასთანდა თავისი ამალის სხვა წევრებთან ერთად, რომ არ მოვლენოდა სასწაულებრივი დახმარე- ბა... გახურებული ბრძოლის დროს შენიშნეს ყარამანიისა და მარასის ჯარები, რომელიც ყველამ სპარსელებად მიიჩნია. თურქებს ისეთი შიში დაეუფლათ, რომ დაიბნენ და ომი წაგებულად ჩათვალეს. ერთ მომენტში მათი მოძალება შეჩერდა და ქართველებმა დრო იხელ- თეს, რათა გასცლოდნენ სისხლიან ჩხუბს. უიმედო მდგომარეობიდ- ან თავი დააღწია სიმონმაც, რომელმაც დატოვა წარუშლელი კვალი თავისი გმირული წინააღმდეგობისა დახოცილი და დაჭრილი, სახ- ტად დარჩენილი და განცვიფრებული მტრის სახით. ასე გადარჩა სი- მონი და რეზუანი კი დარჩა ცხვირჩამოშვებული, რადგან მხოლოდ ძალიან გვიან გაარჩია მეგობრები და დამხმარეები ნავარაუდები მტრისგან. დამშვიდება და თავის პატიება არ შეეძლო, ასე რომ გა- ეშვა სიმონი, რომელიც გარდაუვლად განადგურებული იქნებოდა ყველა თავისიანით, დროზე რომ გაერჩიათ მოსწრებული დახმარე- ბა ფაშების სახით. ამგვარად, საბრალო სიმონი, ახლა საიმედო ად- გილას დამალული, ხელახლა იგონებდა ავბედით არასწორ ცნობას მტრის რაოდენობაზე, მძიმედ განიცდიდა ახლობელთა სიკვდილს და ღმერთს მადლობას სწირავდა თავისი სიცოცხლისა და თავი- სუფლებისათვის. [გვ. 228] ზეიმით შემოვიდნენ გამხიარულებული თურქები დმანისში, მიწა- ზე მიათრევდნენ სიმონის დროშებს და შუბებზე ჩამოცმული მიჰქონ- დათ ქართველთა მოჭრილი თავები. ფერატი გახარებული იყო ამ ბრძოლის ნაალაფევით. სხვებთან ერთად, მას წარუდგინეს დაუდ- ხანი, რომელმაც ჯერ სპარსული შია აღიარა და ახლა სუნა. ფერატმა გულში ღრმად ჩაიხვია ქართველი მუსტაფას მიერ მი- ყენებული შეურაცხყოფა, რომელმაც ახლა დაიბრუნა ადრინდელი სახელი – მანუჩარი. მან მიითვისა სამეფო ხაზინა და დახოცა სულ- თნის მსახურნი. ფერატი ელოდებოდა იმ საათს, როცა თავის ჯავ- რით ანთებულ გულს გააძღობდა. მან გადაწყვიტა, არ დაბრუნებუ- ლიყო არც ყარსში, არც არზრუმში, სანამ გრიგალივით არ გაივლი- - 563 - და ამ ვერაგი ქართველის სამფლობელოზე და ყოველგვარ ზიანს არ მიაყენებდა მას, სანამ შურს არ იძიებდა მასზე, რაც შეიძლება სასტიკად..... ფერატმა მესხეთის დიდი ნაწილი ააოხრა და გადაბუგა. ჯარისკა- ცები აუჯანყდნენ მას შიმშილისა და სიცივის გამო, მოსტაცეს ქალე- ბი და ძვირფასეულობა. ალიყული-ხანის მეგზურობით მან მშვიდო- ბიანად გაიარა საქართველოს ყველა სახიფათო გზა, რისთვისაც გაათავისუფლა იგი, თუმცა კი ამან მურადის წყენა გამოიწვია.... [გვ. 231] ფერატის შემდეგ ჩერქეზი ოსმან-ფაშას მხედართმთავრად და- ნიშვნის დროს ვანში თათბირობდნენ, ვინ გაეგზავნათ თბილისის გარნიზონის დასახმარებლად. დაუდ-ხანი, რომელიც ჯილდოს მიმ- დევარი იყო, არ იშლიდა, თავი შეეხსენებინა თურქებისთვის და პირ- ფერობით დაეამებინა მათი თავმოყვარეობა. ეს საქმე მან იკისრა და ისე მჭევრმეტყველურად წარმოუდგინა უეჭველი წარმატება, რომ მას ჩააბარეს 3 ათასი ცეხინი თბილისში მისატანად. ყველა დავა- ლება მან მარჯვედ შეასრულა. არ შეხვედრია არც შეხლა-შემოხლა, არც უსიამოვნება. მურადს ეს ნაბიჯი იმდენად მოეწონა, რომ დაუდი მარასის ფაშად დასვა, კაპადოკიისა და სომხეთის საზღვარზე, ევ- ფრატთან, სადაც ის ახლაც მართველადააო... ხმა გავრცელდა, რომ მურადმა ბრძანა მისი დახრჩობა, მაგრამ მართალი არ გამოდგა.... [გვ. 234] .....სპარსეთის უფლისწული ჰამზა-მირზა შეუთანხმდა სიმონს, მაგ- რამ ეს საქმე ვერ მოხერხდა. თბილისის გარნიზონში სიმონ მეფემ შეღწევა ისე განიზრახა, რომ არ გამჟღავნებულიყო თვალთმაქცობა იმ მომენტში, როცა, მისი ვარაუდით, თბილისის სიმაგრეში თურქები მაშველ ჯარს ელოდებოდნენ. სიმონი 7 თუ 8 ათასი ქართველით, ვი- თომ დიდძალი ფულით, ყალბი ბრძანებით ციხის კომენდანტთან გა- მოცხადდა. ბრძანებაში აღნიშნული ყოფილა, რომ თითქოს სულთანი მურადი თურქულ სარწმუნოებაზე გადასულ სიმონს ავალებდა, თბი- ლისის ციხესიმაგრეში 50 ათასი ცეხინი მიეტანა და გარნიზონისთვის თავისი შეხედულებისამებრ უფროსობა გაეწია; სულთნის ფირმანი გარეგნულად და ბეჭდით სავსებით დამახასიათებელ თვისებებს ატ- არებდა. მიუხედავად ამისა, მას არ აღმოაჩნდა კიდევ რაღაც საჭირო რამ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი, და ამიტომ მას არ და- - 564 - უჯერა თურქმა ფაშამ. სიმონი შეცბა და სასწრაფოდ უკან დაიხია ცი- ხესიმაგრიდან მასზე დამიზნებული ქვემეხების ლულებქვეშ. მეფე იძ- ულებული გახდა გაჰქცეოდა არტილერიას, რომელმაც მის ჯარს, რო- გორც გრიგალმა, თავზე გადაუარა ფაშას ბრძანებით. ის რაღაც, რო- მელიც ფირმანს აკლდა, იყო კონტრნიშანი, ხელოვნურ ნიშანთან შე- თანხმებული, რომელიც კომენდანტს ხელში ეძლეოდა. ასეთი კონ- ტრნიშანი უნდა წარედგინა იმ პირს, ვინც კომენდანტის შემცვლელად მოდიოდა. რადგან სიმონის ყალბ ფირმანს სწორედ ეს კონტრნიშანი აკლდა, სიმონი გამოააშკარავეს, როგორც მატყუარა და ამისთვის მკაცრი პასუხი მიიღო, რისი შეძლებაც ჰქონდათ სიმაგრეში მყოფთ. [გვ. 327] ქრისტიანთა ელჩებს არ უნდათ გამარჯვებაში მონაწილეობის მიღება …უნგრეთის, საფრანგეთის, ვენეციისა და სხვა რეგიონების ელ- ჩებმა უწინდებურად ბევრი გააკეთეს, რათა მათაც იგივე გაეკეთებ- ინათ; კითხვაზე ყველას უპასუხეს, რომ არასოდეს იყო წესად, ელ- ჩებს სიხარულის ნიშნები გამოევლინათ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევა- ში იყო დაშვებული, თუკი საკუთრივ მეფე [სულტანი] დაბრუნდებოდა მსგავსი გამარჯვებიდან. ამრიგად, ვანში მან ითათბირა იმაზე, რომ საჭიროა ზომები იქნეს მიღებული თბილისის დასახმარებლად, სა- იდანაც მოისმა, რომ ის გადაეცა ქართველებს, რაც სიცრუე გახ- ლდათ. და რაც უფრო მეტი და მეტი საკითხი განიხილებოდა, დაუდ- ხანი, რომელმაც ამურატის [მურადის] ჯილდო ვერ დაიმსახურა, გა- ნუწყვეტლივ ცდილობდა ოტომანთა აზრი მის მიმართ კეთილგან- წყობილად წარემართა. მან მნიშვნელოვანი სამსახური შესთავაზა [გვ. 328] და უჩვენა გზა ხსენებულ ჩიკალი ფაშას, თუ როგორ მიეწოდებინა თბილისის სიმაგრისთვის 30 ათასი ცეხინი. წავიდა და დააბრუნა და- უდი, ის დაეხმარა ამ ხალხს, მაგრამ თავად არ გაემართა მგზავრო- ბაში, რაც ღირსეული საქციელია ისტორიაში; თუმცა მის ამ სამსა- ხურს ამურატი [მურადი] დიდი კმაყოფილებით შეხვდა და ის აიყვანა მარასის (Maras) ფაშას ღირსებამდე. ეს ქალაქი მდებარეობს კაპა- დოკიისა და სომხეთის საზღვარზე, მდინარე ევფრატთან ახლოს, სა- დაც დაუდი დღემდე მმართველობს..