ღრუბელი არის, ზეცას რომ სერავს
იერსახე
| ღრუბელი არის, ზეცას რომ სერავს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ღრუბელი არის, ზეცას რომ სერავს,
უცებ გაფრინდა ის დრო ხელიდან.
საშინელია ეს ატმოსფერა
და მაინც ვხვდები ახალ წელიწადს.
და გრძნობა არის, სხეულს რომ სერავს,
უცებ გაფრინდა ის დრო ხელიდან.
საშინელია ეს ატმოსფერა
და ცრემლით ვხვდები ახალ წელიწადს.