შემოდგომის ყვავილები
იერსახე
| შემოდგომის ყვავილები ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
საღამო, მახსოვს, სწუხდა ქარივით,
ამ ხმაში იყო ფარული დარდი.
დაფნა და ვარდი მოჰქონდათ ქალებს,
შემოდგომების დაფნა და ვარდი.
მე კიდევ წავალ, მე კიდევ ვივლი.
გათენებამდე უნდა ვიბრძოლო.
არა ერთი მსურს ვპოვო ყვავილი,
და დამჭკნარები გადავისროლო.