ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,
კარის-კარ დაწრიალებდა;
ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა ტკბილად აწკრიალებდა;
თარგი:№მის საოცნებო ჰანგებში;
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური,
თარგი:№ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული;
ბევრს გაუნათლა გონება,
ბნელ-უკუნეთად ქცეული.
თარგი:№მაგრამ, დიდების მაგიერ,
სად ჩანგმა გაიწკრიალა,
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა
შხამით აღვსილი ფიალა…
თარგი:№და უთხრეს: „შესვი, წყეულო,
ეგ არის შენი ხვედრიო!
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებიო!“