ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს
იერსახე
| ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს,
ქრის ქარიშხალი, მთებია ახლო.
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო.
ცხოვრება ასე ვერ შემინახავს,
მოვა დრო და მე ისევ დავთვრები.
ახლაც მწყურია მე შენი ნახვა,
ახლაც გიგონებ და მენატრები.