ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი
იერსახე
| ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი,
თითქოს ქვეყანა ჩემი მტერია.
ვწევარ და მესმის ბავშვის ძახილი,
ვწევარ და მესმის სადღაც მღერიან.
უკვე გათავდა შენი გოდება,
შენ გინდა სხვა გზა, - მაინც რომელი?!
რატომ არ ვიცი, რა მელოდება,
რატომ არ ვიცი, ხვალ რა მომელის.