შინაარსზე გადასვლა

ჩიტი

გვერდიდან ვიკიწყარო
ჩიტი
ავტორი: ტერენტი გრანელი


მზე ისევ გაჩნდა,
დღე ასე მიდის.
და უცებ დაჯდა
მიწაზე ჩიტი.

ვიგონებ ქუჩებს,
დღე ასე მიდის.
დაჯდა და უცებ
გაფრინდა ჩიტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=ჩიტი&oldid=77108“-დან