ციხიდან
იერსახე
| ციხიდან ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვერ გავალ გარეთ,
გამეფდა ქარი,
ამოდის მთვარე
და მიდის მტკვარი.
თვალი ივსება,
გული ქარს გაჰყვა.
არ მეღირსება
თბილისის ნახვა.
ეს ღამე მარად
განცდას იძლევა.
და იქ თამარ
ჯაფარიძეა.
დარდი ამ სახის,
გული - მტკივანი.
და თეთრი სახლის
ჩანს აივანი.
და ქარი - ხმაზე,
და წამი - დიდი.
და ვხედავ მთაზე,
რომ ვიღაც მიდის.