შინაარსზე გადასვლა

ცხოვრება (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)

გვერდიდან ვიკიწყარო
ცხოვრება (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
ავტორი: ტერენტი გრანელი


გამათხოვრება
ხომ გინდა გულო.
რადგან ცხოვრებას
შენ არ ღებულობ.

რა ვქნა, მე განცდა
მიმაფრენს ქარში.
ვწყვეტ ცხოვრებასთან
ყოველგვარ კავშირს.

რა ვქნა, ყოველთვი
ასე ვიქნები.
ცხოვრებას მე ვერ
შევურიგდები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]