ცხოვრება (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)
იერსახე
| ცხოვრება (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი) ავტორი: ტერენტი გრანელი |
განმეორებას
ისევ ელიან.
და ეს ცხოვრება
ჩემი მკვლელია.
გამოთხოვების
წამი ხშირია.
და მე ცხოვრების
არ მეშინია.
და ეს ლექსი
განმეორება.
ჩემს პოეზიას
ებრძვის ცხოვრება.
და მინდა შველა
რომ ვთხოვო უფალს.
რომ ამნაირი
ცხოვრება მღუპავს.
განმეორებას
ისევ ელიან.
და ეს ცხოვრება
ჩემი მკვლელია.