წუხს როიალი ბაღის მახლობლად
იერსახე
| წუხს როიალი ბაღის მახლობლად ავტორი: ტერენტი გრანელი |
წუხს როიალი ბაღის მახლობლად
და მოდის გზიდან სხივთა კრებული.
ალბათ, სადღაც შორს, ვიღაც ნაღვლობდა,
აქაც დარდია გამეფებული.
წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,
დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან.
ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდე წავა,
ვნახოთ, ეს ტანჯვა სანამდე გასტანს.