სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისათა, ხახულისა ღმრთის მშობელისათა და ყოველთა ზეცისა ძალთა მთავარანგელოზთა და ყოვეთა წმიდათა ღმრთისათა
მე, მეფეთა მეფემან დავით, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ჴელმწიფედ მპყრობელისა, რანთა, კახთა, აფხაზთა, ქართველთა, სომეხთა, შანშთა და შარვაშთა მეფემან დავით დაუმტკიცეთ სიგელი და ბრძანებაი ესე გელაძესა გრიგოლას და შენსა შვილსა გიორგისა და შენთა შვილთა ყოველთავე ოთხმოცი ათასი კირმანეული მას ჟამსა, ოდეს დავლაძე ქავთარი შენმა ძემან მოკლა, გარდაიჴადა სისხლი და დადვა თორმეტი გლეხი, მისცა აბჯარი სიმრავლე, ცხენი სიმრავლე, ნაქსოვი და ხვასტაგი სიმრავლე, რითაც ვერ ამოუვიდა,აპატივა საყდარსა და მეფესა და დარბაისელთა საყდრის შვილთა, მას ჟამსა ოდეს... კანდელაკი იყო გელათის მოძღვართა მოძღვარი საბა და საყდრისა შვილნი ერთობილნი მოწმენი.
ხელჩართულად: მეფეთა მეფემან დავით დაუმტკიცე სიგელი და ბრძანებაი ესე.

