შინაარსზე გადასვლა

1445-1452 წწ. - შეწირულების განახლების სიგელი დემეტრე მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო
საბუთი Ad-1გ




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[რედაქტირება]

დედანი: Ad-1გ, საბუთი წარმოადგენს სხვა საბუთის verso-ზე მიწერილ დამტკიცებას.

საბუთის შინაარსი

[რედაქტირება]

ჩუენ, მეფეთ მეფის ალექსანდრეს ძემან, მეფემან დემეტრე, დავითიან-ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა ჩრდილოეთისა, აფხაზთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშე და შანშე.

და, რათამცა სიგლითა ამით შეგიწყალეთ, მოხუედით წინაშე ჩუენდა მღუიმელნი კრებულნი და გუეაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხულობა ვქენით და წმიდის შიოს ნასყიდი და მკუიდრი იყო, რაცა ამა სიგელსა შიგან სწერის და სხუითა მებატონეთაგან შეშლოდა წმიდასა შიოსა.

და აწ , ჩუენ დაგიმტკიცეთ, წმიდის შიოს ყოფილიყო. ადამიანის ნათესავისაგან უსარჩლელად და მოუდევრად, ამა პირსა ზედან, რომე ამბროსობას დღესა დაუკლებელად აღაპსა გარდაიხდიდეთ ჩუენისა სულისათუის.

ხელრთვა:

მე დემეტრე ამის დამამტკიცებელი ვარ.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]

1445-1450 წ. - შიომღვიმის ეტრატზე მხედრულად დაწერილ სიგელს № 67 მეორე პირზე აქვს ცუდი ხელით წარწერილი ეს საბუთი.

1445-1452 წწ. - შეწირულების განახლების სიგელი დემეტრე შიომღვიმის მონასტრისადმი. საბუთი დათარიღებულია დემეტრე მეფის ზეობის (1445-1452) წლებით.