1448-05020
საბუთის აღწერილობა
[რედაქტირება]დედანი საბუთისა 1470-1474 წწ. - მცნებაი სარჯულოი
- 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 39 - გვ.1153
დ ე დ ა ნ ი : ცსსა. ფ.1448 საბ. N 5020; ეტრატის გრაგნილი 6 კეფად. 210 x 18,5 სმ. ნუსხური. განკვეთილობის ნიშნად ნახმარია ერთი ან სამი წერტილი. პირველ კეფაზე ტექსტი არ არის. მეექვსე კეფი ძლიერ დაზიანებულია. მარცხენა კიდეზე და შუაშიც ეტრატი ამოგლეჯილია. ტექსტი დაწერილია ორივე მხარეზე. ალაგ-ალაგ გადასულია.
- 2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 72 - გვ.185
დ ე დ ა ნ ი : სეა, 1448-5020; მაღალი ხარისხის თხელი, ბაცი ფერის ეტრატის გრაგნილი, ზომა: 192 x 15/16,57 სმ. შედგება წითელი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული ექვსი კეფისაგან, რომელთა ზომებია: I - 16.5 x 15.5; II - 37 x 15.5; III - 34.6 x 16.5; IV - 17.8 x 16.2; V - 48.3 x 16.2; VI - 29.2 x 16.5. საბუთი რესტავრაციამდე ძლიერ ყოფილა დაზიანებული, განსაკუთრებით, საბუთის აშიები და ბოლო კეფი. მარცხენა კიდეზე და შუაში ტექსტი ამოგლეჯილია, ხოლო ნაწერი ალაგ-ალაგ გადასული. ტექსტი ნაწერია გრაგნილის recto-verso-ზე. ეტრატის I კეფი გაყავისფრებულია, მას აქვს ნალისებრი ფორმა და რამდენადაც დაუწერელია, შესაძლოა, მოხატულობისათვის იყო გამზადებული. ტექსტი იწყება II კეფიდან, თავი გაფორმებულია წნული ორნამენტით შემკული ოთხკუთხა ფორმის თავსართით. ნაწერია შავი მელნით, კალიგრაფიული ნუსხურით.ტექსტი დაყოფილია მუხლებად, რომელთა დასაწყისი გრაფემები ასომთავრულით, ხოლო მომდევნო ოთხი სტრიქონი სინგურითაა გამოყოფილი. განკვეთილობის ნიშნად ალაგ-ალაგ იხმარება ერთი ან სამი წერტილი; ს.კაკაბაძის ცნობით საბუთის დედანი ადრე დაცული ყოფილა ბიჭვინტის ტაძრის დოკუმენტებში (N 160).