შინაარსზე გადასვლა

1470-1474 წწ. - მცნებაი სარჯულოი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

ბიჭვინტის საბუთები - N 066 - თ. ჟორდანიას მიხედვით ბიჭვინტის სიგელი N 9054 და ნუსხა N 66

დედანი:


გვაქვს პირები :

საბუთის შინაარსი

[რედაქტირება]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 39


..მე ყოველთა ნარჩევი იჁლუსარიმისა და ანტიოქიისა პატრიარქი მიხაილ მოვიწიე დიდსა მას ქრისტეს სამწყსოსა, მაზებელსა იჁრუსალემისასა, საქართუელოს. ვითა სათანადოჲ არს მეფეთა, დადიანთა, ათაბაგთა, ერისთავთა, ამილახორთა, დიდებულთა, აზნაურთა და ყოველთა ქრისტეს სჯულისა მოსავთა მორწმუნეთაგან მოკითხუაჲ განაგეს: მოკითხუა სჯულისა საყდართა, მონასტერთა, ომფორისა და კათალიკოზ-ებისკოპოზთა. და მოიკითხეს ვიდრე ახლამდე ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან ბაგრატ და დიდმან ერისთავთ-ერისთავმან, დადიან-გურიელმან შამადავლა, მისთა თავადთა თანადგომითა და დიდად ღმრთისაგან სათნოდ გამორჩეულისა პატივ-სარვეითანისა ღმერთშემოსილისა ცაიშელ-ბედიელისა იოვაკიმისა.

იქმნა გამოძიებაჲ და მოკითხუაჲ გუართა, დავთართა, და იადგართა და ვითარ იგი პირველად ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნი ანტიოქიისა პატრიარქთაგან იკურთხეოდიან და ჟამთა სიძუელისაგან და სოფლისა სივერაგეთაგან იყუნეს მრავალნი წესნი შეშლით და გარდაქცევით. ვნახეთ და შევემთხჳჱნით მადლსა ვითარცა მეუფისსა ცაიშელ-ბედიელ მთავარებისკოპოზისა იოვაკიმისთა.

ნებითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა და დიდისა ცათა მობაძავისა იჁრუსალემისა მადლითა და ცათამდის მაღლისა კათოლიკე საყდრისა ანდიოქისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა ვაკურთხეთ კათოლიკოსი იოაკიმ, მარჯვენა იჁრუსალემისა, აფხაზეთისა კათალიკოზი და კურთხეულმცა არის დავაყენეთ და დავსუით აფხაზეთს, საყდართა მათ ანდრია მოციქულისათა, ყოველთა ქრისტიანეთა ლიხთ-ამერისა, ოდიშისა, გურიისა და აფხაზეთისა ყოველთა ურჩთა და ღმრთისა არანებისმყოფელად მყოფთათვის მომაქცეველად ვაკურთხეთ...

და ებისკოპოზი ლიხთა-ამერისა, ჭოროხსა აქათ, ზღუა პონტოსა აქათ, სადა დიდისა ბიჭუინტისა საზღუარი მიაწევს, ეზისკოპოზნი ამა იერუსალიმისა მარჯუენისაგან კათოლიკოსისაგან იკურთხეოდინ და მიიღებდით კურთხევასა და ქადაგებულსა მისსა ისმენდით. ჯერ იყუენით და ნუ ურჩ ექმნებით, რათა იკურთხნეთ მარჯუენისგან ღმრთისა.

აწ მამანო, ძმანო და შვილნო, ქრისტეს საფლავისა მარჯუენა, ლიხთ-ამერისა და აფხაზეთისა კათალიკოზი იოვააკიმ, ქრისტეანობისა სჯულისა მამაგრებელად და დამამტკიცებელად ვაკურთხეთ, სჯულისა და მერჯულეთა უფროს და უხუცესად ვაკურთხეთ მე, დიდისა და ცათა მობაძავისა ანდიოქიისა და იერუსალიმისა პატრიარქმან მიხაილ...

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]
საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა. მასში იხსენიებიან ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატი (1466-1478), შამადავლა დადიან-გურიელი (1470-1474) და ანტიოქიის პატრიარქი მიხეილ IV (1454-1476). შესაბამისად, საბუთიც 1470-1474 წლებით უნდა დათარიღდეს.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]