შინაარსზე გადასვლა

1581 წ. – შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა ნიკორწმიდისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

გიორგი II-ის სიგელი წარმოადგენს მინაწერ საბუთს ბაგრატ III-ის 1544 წლის საბუთზე და მოთავსებულია გრაგნილის მეექვსე კეფის verso-ზე.

საბუთის დედანი დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში შიფრით P-22

დოკუმენტის ძველი დასახელებაა ნიკორწმინდის სიგელი N 34.

საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი VI - N 335


ქ. ჩუენ ღმრთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან გიორგი და ძემან ჩვენმან პირმშომა პატრონმან ლევან ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და შემოგვწირეთ ნიკოლწმიდას წმიდასა ნიკოლოზს ჩვენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩვენისა წარსამართებელად და სულისა ჩვენისა საოხად და ძეთა ჩვენთა სადღეგრძელოდ და განსამარჯუებლად.

ზეღვარდიას: ვაწაძე დავითაი და ბევროზაი;

ქუეღვარდიას: ნარიმანაული პარტახტი, ნანია ბერაძე, მიქელაი ბერაძე, ბერაულის პარტახტის ნახევარი, ბევროზა ბერაძე, გოგოლი ბერაძე, გიორგაი საზძე (სოხაძე), მიხიტას სოხაძის პატრახტი, ბიჭუაი დვალი;

ხუვნიფუს: ზაქარიას ნასახლევი, ნინაი ბათხაძე, გოჩიაი ბათხაძე, მიქელაი მარკოზიშვილი, დათვიაი მარკოზიშვილი, გიორგი კენჭაძე, გოგნიაი კენჭაძე, მამუაი გაგოშიძე, ნასხიდაი კენჭაძე, ლომინაი კენჭაძე, მკერვალი კენჭაძე, მახიტაი კენჭაძე, მამუა კენჭაძე, დათინა მურუზიძე, გორგობიანი დემეტრე და გოჩაი, დავით დაშრიანი;

ღვარდიას: მამუა ბერაძე;

ხოტევს: ნონია დაჩიბერიძე, გოგიჩა დაჩიბერიძე.

ამ კაცების ბევრისგან სრულიად შემოგუიწირავს და მოგუიჴსენებია †;

მეტახარას: ხიზნია ომიაძე, ბეჟანა ომიაძე, გოგნა დაღუნდარიძე, სპანდია დაღუნდარიძე, ნონია დაღუნდარიძე, გიორგი ფოფხაძე, დაღუნდარიძის გიორგის პარტახტი.

ამათის ბეგრის ნახევარი და მუშაობა და სამსახური სრულობით საყდრისა ქნან, ამ ბეგრისაგან თორმეტს ლიტრასა სანთელსა ხატსა მოაჴმარებდეს და ერთსა ლიტრსა საკმელსა.

აწე ვინცა ესე ჩვენგან შემოწირული გლეხნი გამოახვას და გამოსწიროს, მოუშალოს, რისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა და ყოველნი წმიდანი ღმრთისანი.

დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქორონიკონსა სოთ.

ხვეული: მეფე გიორგი ვამტკიცებ.

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სოთ, რაც 1591 წელს შეესაბამება, მაგრამ 1591 წელს გიორგი მეფეც და მისი ძე ლევანიც უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ს.კაკაბაძე საბუთს 1581 წლით ათარიღებს, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, მიუხედავად "ქართული სამართლის ძეგლებში" მითითებული 1591 წლისა. 1581 წლითაა საბუთი დათარიღებული "პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც".

პუბლიკაცია და ლიტერატურა

[რედაქტირება]