- წყალობითა ღმრთისათა, ქ. მეფე-მეფეთა სუმეონ გიბრძანებთ.
- ესე გარდაწყუეტილობისა ფარვანა გიბოძეთ ჩუენ, ღმრთისა გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმა სუიმეონ და ძემა ჩუენმან პატრონმან გიორგიმ, თქუენ დავითიშუილთა დავითსა, მას ჟამთა, ოდესაც თქუენ და ჴერჴეულიძე ნულზედა შეიცილენითა.
- და ვქენით მოკითხული და სამკუიდროდაცა თქუენი ყოფილიყო, და სიგელიც თქუენ გქონდა. ნული ისრევე თქუენ გიბოძეთ.
- აწე, ამასა იქით ვინ გინდა-ვინ შემოგეცილოს, ამა ჩუენგანით უდაო ნაბოძუარმან ფარვანმან გააცუდოს.
- ქორონიკონს სპდ, მარტის ერთსა.
საბუთს უზის ორი მრგვალი ბეჭედი სპარსული ლეგენდით.
verso-ზე სათაური XVII ს. ხელით: ნულისა გარდაწყვეტილობის წიგნი არის.

