ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე წყალობისა და საბოლოოდ გასათავებელი წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და წესისებრივ თავდადებით მრავალფერად ნამსახურთა ყმათა, დავითიშვილს კოსტანდილეს და ელიბარს, და თქუენთა შვილთა.
ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ბრეთს სამკუიდრობით ირჩოდით და იმის წყალობას გუიაჯენით და ჩუენც ამ წესით გუიბოძებია, რომე, თუ ავალიშვილი ქაიხოსრო საყმოდ არ შემოგუირიგდეს, არაოდეს არ მოგიშალოთ და არც გამოგართოთ. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა.
დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკბ.
ხვეული ხელრთვები: რ ო ს ტ ო მ , მ ა რ ი ა მ

