ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა და სითარხნისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძენით თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით მრავალფერად ნამსახურსა ყმასა, კავთისჴეველს იმნაძეს იმედასა, ძმასა შენსა ციხოველსა და მამისიმედსა და ბერიკასა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და სითარხნის წყალობას დაგუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ სითარხნე, ასრე რომე, არასფერისთანა საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოვებოდეს-რა: არა ღალა, არა კულუხი, არა ბაშმალი, არა ულაყი და არა ტიკი და ტომარა, არა ფურის ერბო, არა გოჭი, ქათამი, არა მუშაობა, არა საბალახე, პირისთავი და შიშლიგი, სასოფლო, წურილმანი სათხოვარი და გამოსაღები, თუინიერ ერთის სათათროს საურისა და ლაშქარ-ნადირობისგან მეტი.
აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულათ სამსახურსა შიგან. აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვეზირ-ვექილნო და სხუანო მოსაქმენო და კავთისჴევის მოურაო და სხუანო ჴელისანო, დღეს ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღევის წაღმა ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე ესე ჩუენგან ნაწყალობევის სითარხნის წიგნში რაც ეწეროს, ნუოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით, თქუენცა ამრიგად გაუთავეთ. ნურვინ შეეცილებით თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე, ქორონიკონსა ტკბ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ყორღანაშუილის მერაბისთა.
ხელრთვა: როსტომ
დამტკიცებულია სპარსული ბეჭდებით: ერთი – 21-ე სტრიქონზე; ორი – მრგვალი და ოთხკუთხა საბუთის ბოლოს.

