შინაარსზე გადასვლა

1634 წ. - სახელოს წყალობის წიგნი როსტომ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

საბუთი დაკარგულია.

გვაქვს ე.თაყაიშვილის პუბლიკაციაში შემონახული დაკარგული საბუთის აღწერა: "სავადი როსტომ მეფისა, დაწერილია ქაღალდზე მხედრულის ხელით. ნიშნებად ნახმარია ყოველი სიტყვის შემდეგ სამ-სამი წერტილი. პირი გადაწერილია დავით დავითაშვილის მიერ XVII საუკუნეში"



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღთისითა ჩვენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ დედოფალმან, პატრონმა მარიამ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა [და] მრავალ ფერად ნამსახურსა ყმასა დავითისშვილს, პატრონს დავითსა და შენთა შვილსა, ბოქაულთხუცესა, პატრონს ელიზბარს, და შვილთა და მამავალთა სახლის თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, როდეს მოგვიდეგით კარსა და ზემო ახალდაბის მოურაობას დაგვეაჯენით, და ჩვენც ვისმინეთა აჯა და მოხსენება თქვენი და მოკითხული ვჰქენით და პირველადაც სამოურაოდ თქვენ გქონებოდა. და აწეც სიგელითა ამითა გაგიახლეთ. და გიბოძეთ ა ხ ა ლ დ ა ბ ი ს მოურაობა ყოვლის კაცისაგან შემოუსარჩლებლად და მოუდევრად. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ, კარისა ჩვენის ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, მერმე ამა ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, თქვენც ასრე გაუთავეთ და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით, თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა წიგნი და ბრძანება ქორონიკონს ტკბ, ჴელითა კარისა ჩვენის მდივან-მწიგნობრის - ყორღანაშვილის პაატასითა.

ხელრთვები: რ ო ს ტ ო მ , მ ა რ ი ა მ

თანადროული მინაწერები:

  • ქ, ეს სწორე სავადაი არის, ღმერთი მომეცეს თავდებათ და ამისი დედანი აქ მე მაქვს, [დ ა ვ ი თ ].
  • ქ. ეს სავადაი მე, ქაიხოსრო-ბეგს წამიღია [ქ ა ი ხ ო ს რ ო].


საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკბ (322), რაც უდრის 1634 წელს.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]