შინაარსზე გადასვლა

1634 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი: - Sd-567



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა ყმათა, დავითიშვილს დავითს და თქუენთა შვილთა, კოსტანდილეს და ელიზბარს.

ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ამას წინათ თქუენს ნარძლევს დაეგირავებინა თქუენი მკვიდრი მამული თიჴრევი და ნამორაძისათვის მიეცა. და ჩუენცა მოკითხული ვქენით და დედაკაცს მამულის გასყიდვა არ ეხელყოდათ და გაერიგა. თქუენი სოფელი თიჴრევი ისრევ თქუენ გიბოძეთ და დაგანებეთ ყოვლის კაცისაგან უცილებლად და მოუსარჩლელად. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკბ.

ერთი ჩუენი წიგნი ნამორაძეებს ჰქონდა და მამული სამკუიდრო დავითისა იყო და არას ემართლებოდა. და ნამორაძის წიგნი ამითა გაგუიცუდებია და მტკიცე ესე ოდენი არს.

უზის როსტომის მცირე ზომის, ოთხკუთხედი სპარსული ბეჭედი ლეგენდით: - "ქვეყნისა და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ წყალობა მოიღო მის მონაზე და ხოსროს როსტომი მიწოდა".

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკბ (322), რაც უდრის 1634 წელს.

კომენტარები

[რედაქტირება]

საბუთი საინტერესოა შუა საუკუნეების საზოგადოებაში ქალის სამართლებრივი უფლებების თვალსაზრისით. მართალია, დავითიშვილების ნარძლევს მამული დაუგირავებია, მაგრამ არ გაუყიდია. მიუხედავად ამისა, მეფე მაინც საყვედურობს, რომ `დედაკაცს მამულის გასყიდვა არ ეხელყოდა~. როგორც ჩანს, ქალს არც დაგირავების უფლება ჰქონდა. ამიტომ თიჴრევი დავითიშვილებს დაუბრუნდა.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]