შინაარსზე გადასვლა

1634 წ. 10.23. - გარდაწყვეტილობის წიგნი როსტომ მეფისა დავით და რამაზ დავითაშვილების მამულის საქმეზე

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი: დაკარგულია

პირები:



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, და თანამემცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და შეუშლელი, შეუცვალებელი სამკვიდროდ და საბოლოვოდ გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერთგულსა და მრავალფერად ერთგულობით და თავდადებით ნამსახურსა ყმასა დავითისშვილს, ბოქაულთხუცესს დავითს და შვილთა თქვენთა, კოსტანტინეს და ელიზბარს, და შვილთა და ჩამომავლობათა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა ჩვენსა და თქვენის ძმისწულის რამაზის გარდაწყვეტილობის წიგნს გვიაჯენით, ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი. მამულებზედ თქვენ და რამაზ ისარჩლებოდით, საბრჭოთ და სასამართლოთ დაგისხედით ღმრთისა შიშსა ქვეშე, თვით ჩვენ, მეფეთ-მეფე, პატრონი როსტომ და ქართლის კათალიკოზი ბატონი ევდემოზ, ერისთავი ზაალ-ბეგ და ამილახორი იოთამ და ბარათაშვილი, დივანბეგი ყაფლან და ბარათაშვილი სარდარი ზურაბ.

სამართლიანის საქმით ფიცი დავითს შევაგდეთ, გაუმძღვანეთ დავითს საფიცრათ ეფისკოპოზი საგინაშვილი ბატონი ტფილელი ელისე, ჩვენი ბოქაულთუხუცესი ჯავახიშვილი როინ დ ა მაჩაბელი ქაიხოსრო, სააკაძე, ატენის მოურავი გიორგი .

მიჰყვა რამაზ მისის შვილებითა და დავით დააფიცეს. გამოიფიცა დავით და გამოიტანა ფიცითა თავისი ნაშოვნი ჴელმწიფეთაგან. აზნაურ{ი}შვილები ერთობით: ტატიანი მათის მამულითა, სოფელი ბროწლეთი, მათი კერძი სოფელი თიხრევი, სოფელი ღვერეთი, მათი კერძი სოფელი თორმანეული, მათი კერძი სოფელი ნული ციხით და სასახლითა, სოფელი აბანო, სოფელი სატივე, ამირეჯიბიანთაგან ნასისხლი, სოფელი წაბლოვანა, სოფელი სტკოცა და რიკაძეები მათის მამულით. გიორგი ამირეჯიბმან და დავით ერთმანერთს სამართალი უნდა უყონ.

ესეები უკლებრივა დავით გამოიფიცა და იმას დარჩა. ასრე რომე, არც რამაზსა და მისთა შვილთა და სახლისა ჩამომავალთა რამაზისთა , დავითსა და მისთა შვილთა და სახლის ჩამომავალთანა, უკუნისამდე ჴელი აღარა ჰქონდესთ. ასდენ ერთს დარბაისელითა მოწმობითა, ისე საბოლოვო გასათავებელი გარდაწყვეტილობის წიგნი და სიგელი უბოძეთ.

აწე, ყოვლის კაცისაგან უცილებლათ, შემოუსარჩლებლათ, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან. არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არცა შემდგომად მეფეთა და მეპატრონეთაგან. და ვინ იცის, რომე ამას წინანდელი და ან ამას უკანანდელი ამ გამოფიცულის მამულების წიგნი და ნიშანი გამოჩნდეს, იგი ყოველივე სიგლითა ამით გაგვიცუდებია. მტკიცე და უცვალებელი წიგნი ესე არის.

ესე ბძანება და ნიშანი თქვენცა ასე დაუმტკიცეთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და მდივანო, და სხვანო მოსაქმენო, დღეს ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, ესე ჩვენგან ნაბოძები გარდაწყვეტილობის წიგნი და სიგელი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და დაუმკვიდრეთ, რომე, რაც ამა ჩვენგან ნაწყალობევს გარდაწყვეტილობის ფარვანში ეწეროს. და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით თან{ა}დგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტკბ, ღვინობისთვის კგ-სა, ჴელითა მდივან-მწიგნობრისა ყორღანაშვილის ზურაბისათა.

ხელთვები: როსტომ, მარიამ


XIX საუკუნის მინაწერერები:

დეპუტატი თა(ვადი) მირვანოზ ერისთავი.
კეთილშობილთ დეპუტატი თა(ვადი) დავით ბარათოვი.
კეთილშობილთ დეპუტატი თა(ვადი) გიორგი ბაგრატოვი.
დეპუტატი თა(ვადი) გრიგოლ ვახვახოვი.
ნამდვილისა ამა სიგელისასა ამა ადგილას აზის ბეჭედი დეპუტატ სობრანი{ი}სა.
დეპუტატ სობრანიის დამტკიცებულს განაჩენისაგან არის გადმოწერილი ნამდვილად კოპიო ესე და პირდაპირ შეთანასწორებული ერთი-მეორისაგან, რომელთა დამტკიცებული კოპიო-ასლი ჩვენ მივიღეთ საქმეში საწარმოებლად საქმისა, რომელსა ზედაცა ხელს ვაწერთ:
მედიატორე თავადი სვიმონ მაჩაბელი.
თავადი ღევტორ მაჩაბელი.
მედიატორე ქაიხოსრო ყიფიანი.
გორის უჱზდის კეთილშობილთ დეპუტატი თა(ვად)ი მირვანოზ ერისთავი.
კეთილშობილთ დეპუტატი თა(ვადი) დავით ბარათოვი.
კეთილშობილთ დეპუტატი თა(ვადი) გიორგი ბაგრატოვი.
დეპუტატი თა(ვადი) გრიგოლ ვახვახოვი.

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

დოკუმენტის თარიღია: ქორონიკონი ტკბ (322), ღვინობისთვის კგ, რაც უდრის 1634 წლის 23 ოქტომბერს.

კომენტარები

[რედაქტირება]

დავით დავითიშვილსა და მის ძმისშვილ რამაზს შორის სამამულო დავა მიმდინარეობდა. რამაზის მამა დავითის ნახევარძმა გიორგი იყო (რამაზ დავითიშვილისა და შავშეთის ბატონის ასულის ძე). დავითსა და მის ძმებს თავის ნახევარძმასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითხრობს, რომ `გიორგი იმათი უმცროსი ძმა გაეგდოთ და ერთი მსახურიც არ მისცეს~ (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 300). გიორგი იძულებული გახდა სამცხეში წასულიყო დედასთან, სადაც ბერად შემდგარა, თუმცა მალე დაუტოვებია მონასტერი და მდიდარ ქალზე დაქორწინებულა, ისე რომ სიმამრის მამულზე დამკვიდრებულა. გიორგის ვაჟმა -_ რამაზმა წილი მოითხოვა დავითიშვილთა მამულებში, თუმცა დავა მეფე როსტომმა დავითის სასარგებლოდ გადაწყვიტა. რამაზის და მისი შთამომავლების გამოყოფამ დავითიშვილებისგან საფუძველი ჩაუყარა რამაზიშვილთა ახალ საგვარეულოს ( ნინიძე, 2004: 218-221).

პუბლიკაცია

[რედაქტირება]