შინაარსზე გადასვლა

1635 წ. - მოურაობის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

პირი: - Sd-602



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

[...] ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩვენსა ერდგულსა და წესისაებრ თავდადებით ნამსახურსა ყმასა, დავითიშვილს დავითსა და თქუენთა შვილთა, კოსტანტილესა და კარისა ჩვენისა ბოქაულთუხუცეს ელიზბარსა და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და დირბისა მოურაობას გვეაჯენით, და ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ დირბის მოურაობა, სამართლიანის საქმითა და სამძღურითა. სამკვიდროდ და საბოლოდ თქვენთვინ და თქვენთა შვილთათვის გვიბოძებია ყოვლის კაცის უცილებრად. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არა მოგეშალოს.

დაიწერა ბძანება ესე ქორონიკონს ტკგ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრის თუმანიშვილის ბირთველისითა.

დედანს ჰქონია როსტომ მეფის ხელრთვა და ბეჭედი.

ვერსო-ზე: პირის გადამწერის მინაწერები:

ქ. ეს სწორე სავადაი არის. ღმერთი მომეცეს თავდებათ. ამისი დედანი აქ, მე მაქს.
ოთხკუთხა ფორმის ბეჭედი: დავით
ქ. ეს სავადაი მე, ქაიხოსროს ბეგს წამიღია.
ოთხკუთხა ფორმის ბეჭედი: ქაიხოსრო

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკგ (323), რაც უდრის 1635 წელს.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]