ქ. სახელითა არსება-დაუსაბამოსა და დაუსრულებელისა, ღმრთისა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა; თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომელობითა ყოვლად უბიწოთ მშობლისა მისისა, პატიოსნისა და ცხოველსმყოფელის ძელისა ცხორებისათა, რომელსა ზედან განიპყარნა პატიოსანი და უხრწნელნი მკლავნი თუისნი ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, ხსნისა ჩუენისათა; ამათითა თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა ნათლისმცემელისა იოვანესითა , წმიდისა ზეცისა ძალთა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა: მიქიელ და გაბრიელისათა .
ამა ყო{ვ}ელთა წმიდათა ღმრთისათა, ზეცისა და ქუეყანისათა, ჴორციელთა და უჴორცოთა თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომელობითა, ესე უთუო და უთუმცაო, ყოვლის ჩხუბისა და ილეთიდამე გამოსული ფიცი, პირი და წიგნი მოგართუით ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალმან, პატრონმან მარიამ, თქუენ, ბატონს თეიმურაზს, დედოფალს, ბატონს ხვარაშანს და შვილთა თქუენთასა.
ასრე და ამა პირსა ზედან, რომე მცხეთას ჩამობძანდით და თქუენი შვილი ჩამოიყუანეთ და ჴელმწიფის ყმობასა და შერიგებას შემოგუეძლიენით. აწე, თუ თქუენი შვილი ბედნიერს ყაენს მოართოთ და რევაზის ქალი გუერც აახლოთ, ჩუენის საქმითა მოჴმარებასაც ვეცადნეთ და არცა-რა დაგიმარცხოთ. რაც თქუენი შენაცოდარი იყოს, იმისი შუამავლობაც ვქნათ და კახეთის შოვნასაც ვეცადნეთ ჩუენის საქმითა და ჴელმწიფესთან კიდეც მოვიჭირვოთ ეს თქუენი შუამავლობა.
თუ თქუენი შვილი აქ, ჩუენთან ჩამოგზავნოთ და თქუენი საქმე ჩუენს ჴელში ჩამოაგდოთ, და ან ამ ჩუენთ დარბაისელთ ქართული გაიგონოთ, და ან ამათის ჴელით ჩუენთან გამოისტუმროთ, ამისად გასათავებლად, თავდებად მოგვიცემია თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი ზეცისა და ქუეყანისანი, ჴორციელნი და უჴორცონი. ბედნიერის ყაენის თავის მზემან, რომე უსაცილოდ მისი გამთავენი ვართ.
ხელრთვები: როსტომ, მარიამ

