ქ. სახელითა სახიერისა, არსება-დაუსაბამოსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა; ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისათა, მეოხებითა ყოვლად უხწნელისა და უმეტესად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა, ჴორცილეთ და უჴორცოთა.
ამათითა შეწევნითა და მეოხებითა ჩუენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, და დედოფალმან პატრონმან მარიამ, ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი თქუენ, ჩუენსა სასოებასა სიონთა ღმრთისმშობელსა.
ესრე რომე, რაცა წინარეჴს თქუენისა საყდრისა ყმა იყოს, მათი საჩუენო მუშაობა – გუთნის ჴვნა და თივა ედვას, ამოგუიკვეთია და თქუენთვის შემოგუიწირავს. ამისთვის რომე, ამასწინათაც სიგელი ქონდათ ძველის ჴლმწიფეთაგან, დედოფალი თქუენს საფარველს ქუეშე იდგა და ავად გაჴდა და შემოგეხუეწნათ და შეწევნითა თქუენითა უკეთ შეიქნა.
აწე, შემოგწირეთ და აღგისრულეთ მცირე შემოსაწირავი ესე ჩუენდა სადღეგრძელოდ და წარსამართებლად მეფობისა და დედოფლობისა ჩუენისათვის. აწე, ვინცა და რამანცა კაცმა ჴელყოს შლად და ქცევად ამისა, რისხვასმცა ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი, ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს.
აწე, გიბძანებთ კავთისჴევისა მოურავნო, ნაცვალნო და მამასახლისო, თქუენცა ასრე გაუთავეთ ბრძანება ესე.
დაიწერა ბრძანება ესე ქორონიკონსა ტკგ.
დედანს ჰქონია ორი ხელრთვა: როსტომ, მარიამ.

