შინაარსზე გადასვლა

1635 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა პაატა გლურჯიძისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო

‎ ‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი: - 1448-81

პირი: - H-03/15



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან, პატრონმან მარიამ, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად ნამსახურსა ყმასა, გლურჯიძეს პაატასა, შენსა ძმასა შიოშს და ოთარსა.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარს და ბოლნისს მამულის წყალობას გუიაჯენით. და ჩუენცა მოკითხული ვქენით და კურთხეულის ბატონის, ნესტანდარეჯან დედოფლის წიგნი გინახეთ, და ჩუენცა წიგნითა ამითა შეგიწყალეთ და გიბოძეთ ქვემო ბოლნისს გლეხი ხესატურაშვილი ფირია მისის მამულითა, რისაც მქონებელი იყოს. ხასიას მამული მისის ჭურ-მარნითა, სახლ-კარითა, წყლითა, წისქუილითა, სახჴნავითა, ვენაჴითა, მთითა, ბარითა მისი სამართლიანის სამძღურითა. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, სხუანო მოსაქმენო და ქუემო ბოლნისის მოურავო, ვინაცა-ვინ იყუნეთ ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკგ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის - თუმანიშვილის ბირთუელისითა. ამ წესითა, რომე გუთანში არ გამოუშვან და უმისოდ მოჴელენი ნურასფერს ნურას აქნევინებთ რას.

ხელრთვები: რ ო ს ტ ო მ , მ ა რ ი ა მ

უზის ოთხი ოთკუთხა და ერთი ოვალური ფორმის სპარსული სარეგისტრაციო ბეჭდები.

მინაწერები:

რექტო-ზე:
1749 წ. ქ. ჩვენ, მეფეთ მეფემან და თვით ცხებით ჴემწიფემ, პატრონმა თეიმურაზ, ეს მეფეების წყალობის ფირმანი ამავ წესისაებრ გვიბოძებია და დაგვიმტკიცებია. თიბათვის ლ გასულს, ქორონიკონს ულზ 1749 წ.
თეიმურაზ II-ის ოთხკუთხა ბეჭედი: `ქ. დავითის ტომად მკუიდრი, ტახტზედ მჯდომი, ღმრთისგან ცხებული, საქართველოს მეფე თეიმურაზ.
ვერსო-ზე:
ქ. ეს სიგელი ჩვენც ამრიგათ დაგვიმტკიცებია, როგორაც მეფე როსტომს უბოძებია ამათთვინ. და ჩუენც ამ წესით გვიბოძებია და დაგვიმტკიცებია.
ოთხკუთხა ბეჭედი: მეფე ნაზარალიხან.
ოთხკუთხა ბეჭედი: დედოფალი ანნა.

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკგ (323), რაც უდრის 1635 წელს.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]