შინაარსზე გადასვლა

1635 წ. 12.02. - წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა ლეონ თურქისტანიშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

პირი: - 1450-50/072



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთის(ა)თა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, თურქისტანისშვილს ლეონს და ძმათა შენთა, მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

შეგიწყალეთ და გიბოძეთ, რაც ასანბეგს თქუენი კერძი მამული ქონდეს ახალდაბას, გორუმს და უკანგორს ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამზღურითა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან, ქორონიკონს ტკგ, ქრისტეშობისთვესა ბ. ესე ასრე გაგითავდეს.

დედანს ჰქონია როსტომ მეფის და მარიამ დედოფლის ხელრთვები.

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკგ (323) ქრისტეშობისთვის ბ (2), რაც უდრის 1635 წლის 2 დეკემბერს.

კომენტარები

[რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1635 წ. როსტომ მეფემ აჯანყებული არაგვის ერისთავის დათუნას მოსაკლავად გაგზავნა თურქისტანიშვილი და გაბაშვილი (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 439). მათ მეფის დავალება შეასრულეს და მოკლული ერისთავის თავი მეფეს მიართვეს. ვახუშტი ბატონიშვილი მათ სახელებით არ იხსენიებს. საფიქრებელია, რომ სწორედ ლეონ თურქისტანიშვილი ყოფილიყო როსტომის ბრძანების შემსრულებელი, რადგან დათუნა ერისთავის თანადროული მოღვაწე იყო და მეფის ერთგული, რის სანაცვლოდაც ზემომოყვანილი საბუთით ჯილდოდ ყმა-მამულის წყალობა მიიღო.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]