ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთ-დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და ნამსახურთა ყმათა, ავალიშუილს ქაიხოსროს და ძმათა თქუენთა: სარუყაფლანს, ლუარსაბს, პაატასა, გიორგის და შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუივიდეგით კარსა და თქვენსავ ნაქონს ბრეთს გუიაჯენით, და ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ სოფელი ბრეთი სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთით ბარამდისინ, ყოვლის კაცისაგან უცილებრად. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმა ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა სხუათა მეპატრონეთაგან.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით თუინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკდ, იანვარს ბ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის, თუმანიშუილის ბირთუელისთა.
ხელრთვები: როსტომ, მარიამ
გვიანდელი მინაწერი: ბრეთის წყალობის წიგნი არის.

