შინაარსზე გადასვლა

1636 წ. 07.02. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა სეფედავლე წერეთელაშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

პირი: - 1450-25/126



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფეთ მეფემან პატრონმან როსტომ, ესე საბოლოოთ გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერ{დ}გულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, წერეთელასშვილს სეფედავლეს და ძმასა შენსა პაპიასა, შვილთა თქუენთა ბაინდურს და ავთანდილს და ნასყიდასა, და ჩამომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და თეძმის პირს მეფის ქალაქის მამასახლისობას და სითარხნეს დაგვიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და დაგიმკვიდრეთ და დაგიმტკიცეთ სამკვიდროთ და საბოლოოდ მეფის ქალაქის მამასახლისობა და თარხნობა. ასრე რომე, არაფერისთანა საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოვებოდეს-რა, კარისა ჩვენისა სამსახურისაგან მეტი. და რომელიც ამისი სახელო კაცი ამისის სიტყვის მომსმინონი და დამჯერონი არ იქნებით, ჩვენდა შეცოდებად მოგკითხვათ, იცოდენ!

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენის ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, დღეს ვინ გინდა-ვინ იყოთ და ანუ დღევის წაღმა ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, ესე ჩვენგან ბოძებული მამასახლისობისა და სითარხნის სიგელი თქვენცა ასრე გაუთავეთ, რომე, რარიგადაც ამა ნაწყალობევს ფარმანში ეწეროს. და ნუოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკდ, მკათათვის ბ, ჴელითა მდივან-მწიგნობრისა – ყორღანაშუილის მერაბისათა.

დედანს ჰქონდა ხელრთვა: როსტომ

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკდ (324) მკათათვის ბ (2), რაც უდრის 1636 წლის 2 ივლისს.

კომენტარები

[რედაქტირება]

წერეთელასშვილები ქართლის აზნაურები იყვნენ. საფიქრებელია, რომ ისინი წერეთელთა ქართლის შტოს ეკუთვნოდნენ. როსტომს სეფედავლე გაუთარხნებია და მისთვის უბოძებია ახლად აშენებული მეფის ქალაქის მამასახლისობა.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]