ქ. ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, შენ, დვალეთელს ჩანთაძეს ხუციასა და თეგაძეს გიორგის, ძმათა და შვილთა თქუენთა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს დილისათუის გაგზავნეთ და ყარა მაჰმადაშვილი და ცამეტი კარგი კაცი მოგუისხით, და ჩუენცა იმისად საჯილდაოდ შეგიწყალეთ და ამოგიკუეთეთ საბოლოოდ კოდის პური ასრე რომე, არაოდეს არ გეთხოებოდეს არა ჩუენგან და არა სხუათა მებატონეთაგან.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა წარვნელინო მეკოდისპურენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით.
ქორონიკონსა ტკდ, მარიამობისთუეს გ.
ხელრთვა: როსტომ
ქართულ ტექსტზე – სპარსული სარეგისტრაციო ბეჭდები:
- 1. ოთხკუთხა, წარწერით: – ალის ფეხთა მტვერი, მანუჩარი
- 2. ოვალური ბეჭედი გაურკვევლი წარწერით, რომლის ქვეშ მოთავსებულია სარეგისტრაციო მინაწერი: – განხილულ იქნა.

