ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი და შეუშლელი და შეუცვალებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერთგულთა და თავდადებით მრავალფერად ერთგულობით ნამსახურთა ყმათა, სომხითს დალალასშვილს ბაინდურს და ადიბეგს და ქაიხოსროს და ელიზბარს, შვილთა და შვილისშვილთა სახლისა ჩამომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თქუენის მამისა და პაპის სამკვიდროს მამულის წიგნის გაახლებას დაგუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოკითხული ვქენით და ჟამთა ვითარებისაგან ძველნი სიგელნი დაგკარგუოდა. ჩუენცა წიგნითა და ამითა გაგიახლეთ და გიბოძეთ სამართლიანი თქუენის მამისა და პაპის სამკვიდრო სომხითს ველთას სოფელი, გულქანას ნაოხარი ნასოფლარი, უკლებრივა მთით ბარამდე, წყალითა, წისქუილითა, ველითა და ვენახითა, სახნავითა და უხნავითა, შენითა და ოხერითა, ნასყიდითა და უსყიდითა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა, ვიდრე მთით ბარამდის, არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არცა შემდგომად სხვათა მეფეთა და მეპატრონეთაგან. და ვინ იცის, ამ თქვენის მამულის წიგნი გქონდეს ვისმეს, ანუ ამას წინანდელი და ანუ ამას უკანით ვინმე იშოვნოს, სიგლითა ამით გაგვიცუდებია. მტკიცე და უცვალებელი სამკუიდრო და საბოლოო სიგელი ესეოდენი არის.
აწე, მოგახსენებთ კარისა ჩუენის ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სომხითის ტარუღავ, და მელიქო და სხუანო მოსაქმენო, დღეს ვინ გინდა-ვინ იყოთ და ანუ დღევის წაღმა ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, ეს ჩვენგან ნაბოძები სამკუიდროს მამულის სიგელი თქუენცა ასრე დაუმკუიდრეთ. და დაუმტკიცეთ, რომე რარიგადაც ამა ჩუენგან ნაბოძებს ფარმანაში ეწეროს, ნურაოდეს ნურას მოუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკდ, ენკენისთვესა დ, ჴელითა კარისა ჩუენისა, მდივან-მწიგნობრისა, ყორღანაშვილის მერაბისათა.
დედანს ჰქონია ორი ხელრთვა.

