ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სითარხნის ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა გორელს მეკარვეს, ზარაფ* გიორგიშუილს, ფარღუზათს, შვილთა შენთა ელიზბარს, შერმაზანს, ხოსინასა და სუმბატს, შუილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოელთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და სითარხნის წყალობას გუიაჯენით. ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხული ვქენით, და ძუელითგანც თარხანი ყოფილიყვენით და სიგლებიც გინახეთ. ასრე გათარხნეთ და გათავისუფლეთ, რომე არაფერი საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოებოდეს-რა, არა ბაშმალი, არა ტიკი და ტომარა, არა ულაყი, არა ხარჯი, არა დამღა და ბაჟი, არა ქალაქს, არა გორს, არა ალს, არა სურამს, არა ახალდაბას, არა ქრცხილვანს, არაოდეს ჩუენი ბაჟი და გამოსაღები არა გეთხოებოდეს-რა, არა დღეს და არა საბოლოოდ, თქუენით თარხნად და ჴელშეუვალად, ვერა კაცი თქუენს კარზე სათხოვრად ვერ მოდგეს აწე.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხუანო მოსაქმენო, გორისა მოურავნო, მამასახლისნო და სხუანო მოსაქმენო, დღეს ვინცა-ვინ იყუნეთ და ანუ ამას უკან იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეცილებით თუინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკდ, ენკენისთუეს კდ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის თუმანიშუილის ბირთუელისითა, ერთის კარზე სამსახურის მეტი არა გეთხოებოდეს-რა.
ხვეული ხელრთვა: როსტომ
- გამოცემულ ტექსტშია "ზურაბ გიორგიშვილი ფარღუზათ", ვასწორებთ პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით "ზარაფ გიორგიშვილი ფარღუზათ"-ად.
ქართულ ტექსტზე – სპარსული სარეგისტრაციო ბეჭდები:
- 1. ოთხკუთხა, წარწერით: – ალის ფეხთა მტვერი, მანუჩარი, რომლის ქვეშ მოთავსებულია სარეგისტრაციო მინაწერი: – "განხილულ იქნა".
- 2. ოვალური ფორმის ბეჭედი, ლეგენდით: "მიმინდვია ჩემი საქმე ღვთისათვის".

