შინაარსზე გადასვლა

1636 წ. 12.12. - წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა ალიხან იაგულაშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

პირი: სეა 1450-09/123.



საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, ღმრთივ-აღმართებულმან და ღმრთივ-გვირგვინოსანმა, მეფეთ-მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამემცხედრემა ჩუენმა დედოფალთა-დედოფალმა, პატრონმან მარიამ, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი მტკიცე და შეუცვალებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად ნამსახურსა ყმასა, კარისა ჩუენისა ყაფიჩს, იაგულაშვილს ასლამაზს *, ალიხანს და შვილს შენსა ალავერდის, და მამავალთა სახლისა შენისათა.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და თქვენის სამკუიდროს მამულისა და ნაწყალობევის მამულის სიგლისა გაახლებასა და დამტკიცებასა დაგუეაჯენით. ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოკითხული ვქენით და სომხითს სოფელი მთაშიგან და საღა და საღარველა მისთა დღეშიგა თქუენი სამკუიდრო და სასაფლაო ყოფილიყო, და დიდის მეფის სვიმონისაგან, მეფის გიორგისაგან, მეფის ლუარსაბისაგან და მისის შვილის მეფის სვიმონისაგან სიგლებიცა გქონდა. და შენი განაყოფნი რომე გაყროდეს, ეს ორი სოფელი სამკვიდრო და საღარველა წილშიგაცა შენ გრგებოდა. აგრევე, მოურავმა რომე ყარჩილაიხანს უღალატა და მოკლა, ჩვენი ძმისწული მეფის სვიმონ ყაენთან წასულიყო და ღარიბობის ჟამში თქვენ თან გაჰყოლოდით. და მრავალი სამსახური დაგედვა და თქვენის სამსახურისა და ერდგულობის სამუქფოთ და საჯილდაოთ მეფეს სვიმონს ყაენის კარში, ყაენისავე ბრძანებითა ხოხმელი, დიდი საჴუნდარი თქვენთვის ებოძებინა და ბედნიერის ყაენის ფარვანაც გქონდა.

აწ, ჩვენცა შეგიწყალეთ და სიგლითა ამითა გიბოძეთ და დაგიმკუიდრეთ სომხითს თქვენივე სამკუიდრო და სასაფლაო სოფელი, სამკვიდრო და სოფელი საღარველა, და ჯილდოდ ნაბოძები სოფელი დიდი საჴუნდარი სრულობით, ყოვლის მისის მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, ჭალითა, სათიბითა, სასახლითა და ჭურ-მარნითა, ეკლესიითა, სასაფლაოთა და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, რისაც სამჭმოს მქონებელი ყოფილიყუნენ, ყოვლითურ უნაკლულო. და შენ, ალიხანასა და შენთა შვილთათვის გვიბოძებია ყოვლის ადამის მონათესავეს კაცისაგან მოუდევარ-მოუსარჩლელად. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულობასა და სამსახურსა შიგა.

აწვე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხვანო მოსაქმენო, სომხითის მელიქნო და ტარუღანო, ვინგინდა-ვინ იყუნეთ და ანუ იქნებოდეთ, მერმე ბრძანება და ნიშანი ესე ჩვენი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა სიგელსა შიგან ეწეროს. და ნურცა რას თქვენ შეუშლით და შე{ე}ცილებით თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ჩვენი ქორონიკონს ტკდ, ქრისტიშობის თუესა იბ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობართა უხუცესისა მარტიროზისშვილის ავთანდილისითა.

აგრევე – შუა ბოლნისს ერთი კუამლი გლეხი ყამაზაშვილი ხეჩიკა მისის მამულითა, რისაც მქონებელი იყოს, ყოვლის მისის სამართლიანის მამულითა. კიდევე სამკუიდროდ და საბოლოო დ შენთვის და შენთა შვილთათვის გვიბოძებია ყოვლის კაცისაგან უცილებლად.

ხელრთვა: როსტომ, მარიამ.

მინაწერი: ასლთან თანასწორ არის, სოვეტნიკი თავადი დიმიტრი თარხანოვი.

გვიანდელი მინაწერი: ასლი, სიგელი მივიღე, სტეფანე ავთანდილოვი.

საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკდ (324), ქრისტიშობის იბ, რაც გვაძლევს 1636 წლის 12 დეკემბერს.

შენიშვნა

[რედაქტირება]
  • საბუთს გამოცემაში აქვს სათაური "წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა ასლამაზ იაგულაშვილისადმი" და შემდგომაც გამომცემლები საბუთს ასლამაზ იაგულაშვილს მიაკუთვნებენ, თუმცა ტექსტით საბუთის ადრესატია ალიხან იაგულაშვილი. "პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც" ასლამაზი მხოლოდ ალიხანის მამადაა მოხსენიებული. ასე რომ, ალბათ გადამწერის მიერ დამახინჯებული საბუთის თავში ადრესატიც, სადაც "იაგულაშვილი ასლამაზ, ალიხანის" ნაცვლად უნდა იყოს "იაგულაშვილი ასლამაზიშვილი ალიხან".

კომენტარი

[რედაქტირება]

მარტყოფის ბრძოლის (1625 წლის 25 მარტი) შემდეგ, როდესაც გიორგი სააკაძის მეთაურობით ქართველებმა სპარსეთის ჯარი თითქმის მთლიანად გაანადგურეს და მთავარსარდალი ყარჩიხა-ხანიც ბრძოლის ველზე მოკლეს, ქართლსა და კახეთში მეფედ მოიწვიეს თეიმურაზ I. სვიმონ II-ს ქვეყანაში აღარ ედგომებოდა და შაჰთან წავიდა. მას თან ხლებია იაგულაშვილი ასლამაზი. ამ ერთგულებისთვის შაჰს მაშინვე დაუჯილდოვებია და სოფლები ხოხმელი და დიდი სახუნდარი უბოძებია. შაჰის წყალობა დოკუმენტურადაც ყოფილა გაფორმებული, თუმცა ამ საბუთს ჩვენდამდე არ მოუღწევია და ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ როსტომის წინამდებარე სიგელიდან ვიგებთ.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]