შინაარსზე გადასვლა

1682 წ. - შეწირულების წიგნი ზებედე წინამძღვრისა ხოფის ღვთისმშობლისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






შესავალი

[რედაქტირება]

წინამდებარე საბუთი წარმოადგენს ლევან II დადიანის მიერ ხოფის ტაძრისათვის მიცემული იადგარის მინაწერ საბუთს.

საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი:

პირები :

საბუთის ტექსტი

[რედაქტირება]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68


ქ. მაჟამსა ოდეს გურიელმან ოდიში დაიჭირა, მე ზებედეს ქვაჩი ყურუა შემომეხვეწა და აქ ხოფს შევახვეწა, და დავაყენეთ. ამ იასავამ უტყუა და კახაბერს ჩიჩუას მისცა და მამაშვილი ორი გამიყიდა. აწე, ხობისა ღმრთისმშობლის განატეხშიდ ეს იასავები შევსწირეთ ბაძულეი და მომაძინი მათის ცოლშვილითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, ტყითა, ველითა, საძებრითა და უძებრითა, რისაც მქონებელი იყოს მისის სამართლიანის საქმით, ვინც ეს ჩვენგან შეწირული ბიჭვინტისა და ხოფისა ღმრთისმშობელს გამოსწიროს ჩვენსამც კანონსამც ქვეშე არის. დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს და მან ღმრთისმშობელმან.

დაიწერა წიგნი ესე ქორანიკონს ათას ექვსას ოთხმოცაორსა.


საბუთის დათარიღება

[რედაქტირება]
თ. ქართველიშვილი: საბუთი თ ა რ ი ღ ი ა ნ ი ა : ქორანიკონი ათას ექვსას ოთხმოცდაორსა, 1682 წ.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]