შინაარსზე გადასვლა

1754 წ. - ფიცის წიგნი სოლომონ I-სა ქაიხოსრო აგიაშვილისადმი

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[რედაქტირება]

დედანი: ის N 763 (ასლი)



საბუთის ექსცერპტი

[რედაქტირება]

ფიცის წიგნი მეფე სოლომონ I-ისა და დედოფალ მარიამისა ქაიხოსრო აგიაშვილისადმი - ქეშიკთუხუცესისათვის, ერთგულების გამო "საციხისთაოს" ბოძების თაობაზე. "საციხისთაო" მტერს წაურთმევია აგიაშვილისათვის. მტერი ვძლიეო, წერს მეფე და "საციხისთაო" ისევ შენ დაგიბრუნეო. ამ ჩვენ ქვეყანაში ვინც და სადაც გყოლია აზნაურნი, მსახურნი, გლეხნი, ან მიწა-წყალი ყველა შენ გიბოძეთო.

დაიწერა ქორონიკონს უ მ ბ [1754 წ.]. შემდგენელი - დავით მდივანი.


დამტკიცებული ყოფილა სოლომონ მეფის ბეჭდით. ამჟამად მითითებულია ბეჭდის ადგილი.

მინაწერი: "ბატონიშვილი მამუკა ძმითურთ ჩემითა გიორგით, ვამტკიცებ სიგელსა ამას" - მითითებულია ორი ბეჭდის ადგილი. .

პუბლიკაცია

[რედაქტირება]