შეწირულების წიგნი მეფე სოლომონ I-ისა და დედოფალ მარიამისა კაცხის მონასტრისადმი - მონასტრისათვის მორძგვეთს მცხოვრები 5 კომლის შეწირვის თაობაზე: 4 კომლი კაპანაძე და ერთი დავით ღვალაძე.
დაიწერა ქორონიკონს ჩ ღ ნ თ, თვესა ივლისს კ ვ [1759 წ. 26 ივლისი]. შემდგენელი - დავით მდივანი.
დამტკიცებულია 2 ბეჭდით:
- სოლომონ I დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე: "მონა მღთისა ყმა ხონთქრისა მეფე სოლომონ" - მხედრულით.
- დედოფალ მარიამის რვაკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე: "დედოფალი მარიამ" - ასომთავრულით.

