შინაარსზე გადასვლა

A-1122

გვერდიდან ვიკიწყარო




ქართული ხელნაწერები









A-1122 ხელნაწერის აღწერილობა

[რედაქტირება]

A-1122. საბუთების პირები. XIX. - 82 ფ.; 35 x 22,2; ქაღალდი; მუყაოს ყდა - მორღვეული, შეუმოსავი, ყუაზე გადაკრული აქვს უხეში ტილო; მხედრული; XIX ს. მიწურულისა; თავნაკლული (აკლია 46 ფურცელი, 23 საბუთის ტექსტითურთ: 1r-ზე თ.ჟორდანიას ხელით წარწერილია "-47-" მელნით.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]

A-1122 ხელნაწერში შესული საბუთები

[რედაქტირება]

1. შეწირულობის წიგნი და "სანთლის გარიგებულობა" - 1712 წ.: "ლორთქმანიძე ბატონი გრიგოლ", აფხაზეთის კათალიკოსი სწირავს ბიჭვინტის ღვთისმშობელს და გელათის წინამძღვარს ყმებსა და მამულს ხორგას, ხობს, თეკლათს, ენგურის გაღმა, ოკრიბას და თავისი საკათალიკოსოს სხვა ადგილებში - შეწირული ყმა-მამულების უმეტესობა, დადიან-გურიელისა და სხვათა მიერ გაყიდული და მიტაცებული, ზოგი თათრისგან დაუხსნია კათალიკოსს, ზოგი მებატონეთაგან უშოვია, ზოგი ქრთამით, ზოგი ყიდვით შეუკრებია. 1r-4v.

ტექსტის ბოლოს: "დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქ~კნს ქრისტეს აქეთ ჩღიბ".


2. შეწირულობის წიგნი. აფხაზეთის კათალიკოსი გრიგოლ საყვარელიძე სწირავს ბიჭვინტის ღვთისმშობელს - რაჭაში ბარისთავს - მიწა-წყალს და თერთმეტ მოსახლეს; ტყვირის მონასტერს, თორმეტი მოსახლე კაცით, შეწირულს ალექსანდრე მეფის მიერ; კრიხს - ადგილ-მამულსა და ხუთ მოსახლე კაცს; ახალ-სოფელს - წულუკიძის შეწირულ ორ მოსახლე კაცს, მათის მახლობლებით, ცოლ-შვილით და ადგილ-მამულით; ამბროლაურს - გამყრელიძისეულ პარტახს და იქ დასახლებულ კაცს. 5r-6v.


3. შეწირულობის წიგნი: აფხაზეთის კათალიკოსი გრიგოლ: ბიჭვინტის ღვთისმშობელს სწირავს "აგარაკთა, სოფელთა, გლეხთა, სასახლეთა და ეკლესიათა". ზოგს "ნაშოებს", ზოგს "საყდრის მამულს, სხვათაგან დაჭერილს, მრავლის გარჯით ამოხსნილს" - რაჭაში და სხვაგან.

"დაიწერა სიგელი ესე ქ~ეს აქეთ: ჩღლგ, ქკ~ს უკა, თუჱსა ოკდომბერსა, ივ". 6r-16v.

სულ შეიცავს 61 საბუთს.

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=A-1122&oldid=71667“-დან