Ad-1588
დედანი საბუთისა 1592 წ. - სასისხლო სიგელი სვიმონ მეფისა მაღალაძეებისადმი
საბუთის აღწერილობა
[რედაქტირება]დ ე დ ა ნ ი: ხეც, Ad-1588; გასანთლული ქაღალდი, ზომა: 109 x 14,7; დაზიანება: საბუთის ბოლო, როგორც ჩანს, მოხეული ნაწილი (9 x 17), რომელზედაც მოთავსებულია გვიანდელი მტკიცებულებები, მიუწებებიათ საბუთის თავში. ეს ნაწილი უფრო განიერია, რადგან ძირითად ნაწილს კიდეები ჩამოჭრილი აქვს. საბუთი სხვადასხვა დროს ორჯერ გაუმაგრებიათ სარესტავრაციო ქაღალდით. ზედა და ქვედა აშიებზე გადაკრული აქვს უხეში ქაღალდი. ზემო აშიაზე ზონრით შეკიდული ჰქონია პართიული ფული - მითრიდატე II-ის დრაჰმა, რომელიც ამჟამად მოხსნილია. მელანი პრიალა შავი; ხელი მჭიდრო მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი ორენოვანია - ქართულ-სპარსული, სპარსული ტექსტი, დაწერილი მსხვილი ნასთალიკით, მოთავსებულია verso-ზე.