შინაარსზე გადასვლა

Hd-10233

გვერდიდან ვიკიწყარო

საბუთის აღწერილობა

[რედაქტირება]

პირი საბუთისა 1628 წ. II.21. - წყალობის წიგნი ჯაჰანბანუ დედოფლისა სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

პ ი რ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hd-10233;

მ ი ნ ა წ ე რ ე ბ ი: საბუთის რექტოზე, სიგელის თავზე ფანქრით შესრულებილია შემდეგი შინაარსის მინაწერი: "1628, თებერვლის 21, წყალობის წიგნი დედოფლის ჯაჰანბანუმისა. ამ წიგნისა ჩვენ პირი გვაქვს მარტო ხელში"; საბუთის ვერსოზე მოთავსებული შემდეგი მინაწერი: "ესე ასრე უნდა გათავდეს, ადგილი ბეჭდისა" , ამის შემდეგ გადმოხატული აქვს აგრეთვე ბეჭდის ფორმა; საბუთის ვერსოზე მოთავსებული გადამწერის მიერ შესრულებული მინაწერი: "ამისი ასლი ვნახე მე მღვდელმან მახარებელმან ქურუხულმა და სიმართლით გარდავსწერე, წელსა ჩყიჱ–სა, დეკენბრის ი-სა დღესა~; საბუთის ვერსოზე გარდა ზემოთჩამოთვლილი მინაწერებისა არის კიდევ ერთი მინაწერი: "ტბისის წყალობის წიგნი ჩვენის სახლის კ{ა}ცისა".

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=Hd-10233&oldid=72095“-დან