ადრიანი გაზაფხული
იერსახე
ადრიანი გაზაფხული ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა.
სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს
სხვა მარტოობა.
გაზაფხულია მაინც ასეთი,
კეთილი, როგორც კარგი ხარება,
ახალგაზრდობით მოკისკასეთი
ახარხარება.
მალე გადნება ყინული ლოდის,
მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით.
ამოდის მთვარე... ჰეი, ვინ მოდის?
ხელები ზევით!